„არ ვწერ იმ ადამიანებისთვის, ვისაც 3 დღეა მეტი საქმე არ აქვს და იმას ამტკიცებენ, ბავშვის სიკვდილი გაუხარდა და მაგიტო იცინოდაო“ - ქეთა ციცქიშვილი

"მთა­ვა­რი არ­ხის" ჟურ­ნა­ლისტი,  ქეთა ციცქიშ­ვილი სოციალურ ქსელში წერს:

„3 დღეა ვუყურებ სრულ ისტერიას სოციალურ ქსელში და მესმის ფეისბუკის მიღმა ჩურჩულიც. ამიტომ ... >
კვირას, 6 საათიანი მთავარის დასაწყისში სიცილით წავიკითხე ნიუსი, რომელიც ეხებოდა თბილისის მერიასთან, კახა კალაძის გადადგომის მოთხოვნით, დაანოსებულ აქციას. ჩემი სიცილის მიზეზი, რა თქმა უნდა, არ ყოფილა დაგეგმილი აქცია და მითუმეტეს ამ ამბის შინაარსი (ვაკის პარკში მომხდარი შემთხვევა).

მიზეზი იყო სულ სხვა და ამის განმარტებას აქ, ბევრი რამის გამო, არ დავიწყებ.

მაყურებელი ჩვენგან დაცლილი ემოციით ელოდება ახალი ამბის გაგებას და ჩემთვის, ესეც ერთ-ერთი ნაწილია პროფესიონალიზმის. მაგრამ ჟურნალისტებამდე ჩვენც ადამიანები ვართ. ხანდახან ხდება ხოლმე.
ამ სტატუსს არ ვწერ იმ ადამიანებისთვის, ვისაც 3 დღეა მეტი საქმე არ აქვს და იმას ამტკიცებენ, ბავშვის სიკვდილი გაუხარდა და მაგიტო იცინოდაო. ამ ნაწილთან სალაპარაკო არაფერი მაქვს.

ვიფიქრე და ამ სტატუსის დაწერა გადავწყვიტე იმ ადამიანებისთვის, ვინც კარგად მიცნობს ან არც ისე კარგად, მაგრამ იცის ვინ ვარ და რისი გამკეთებელი და მაინც, გულის სიღრმეში დაუშვა, რომ სიცილი შემთხვევითი არ იყო. ვიფიქრე, ამის თქმა იმიტომ, რომ "მთავარ არხს" წარმოვადგენ, სწორია ჩემგან იცოდეთ, რომ სიცილის მიზეზი სხვა მოვლენა იყო. ბოდიში იმ მაყურებელს, ვისაც რეალურად ახალი ამბის გაგება უნდოდა და მათთვის არ იყო ჩემი სიცილი ლამაზი. დანარჩენებს, ზურგს უკან რომ მეტი სალაპარაკო არ გაქვთ, არც კი ვიცი რა გითხრათ.

13 ოქტომბერს მე მომიწია ეთერში მეთქვა, რომ მარიტა გარდაიცვალა. შვილი მეც მყავს, 9 წლის და დამიჯერეთ ჩემზე მეტად თქვენ არ განგიცდიათ უმძიმესი ამბავი. იმ ჩართვის დროსაც არ ვიყავი ემოციებისგან დაცლილი და მოდი ,როგორც ჟურნალისტი ამისთვისაც მოვიხდი ბოდიშს.

3 დღეა ჩემი სიცილის იქით ტრაგედია და სალაპარაკო ვერ ნახეს. ვერ გაიგეს ბრაზი საით მიმართონ, სამწუხაროა.
P.S. ისე იცოდეთ,რომ სანამ თქვენ ეთერიდან რამეს გაიგებთ, მანამდე ჩვენ გვიხარია,ჩვენ გვწყინს,ჩვენ გვტკივა და ჩვენ ვტირით ამბებზე, რომელსაც გიყვებით“, - წერს ქეთა ციცქიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 „ვაქვეყნებ ინციდენტის სრულ, დაუჭრელ ვერსიას… ნახეთ ეს უწყვეტი კადრები” – რა ვიდეოს ავრცელებს მაკა რაზმაძე?

🔵 „ნახევარ მილიონ ლარზე მეტი მიითვისა“ - ყალბი სამუშაო საბუთების დამზადების ბრალდებით „ხელვაჩაურის წყალკანალის“ ყოფილი დირექტორი დააკავეს

🔵 გია ვოლსკი: 26 მაისს, როცა ადამიანი განზრახ მოკლეს, თავი იმით იმართლეს, რომ დენმა დაარტყა, მაშინ ეს თურმე ნორმალური ამბავი ყოფილა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1786195376

ახალი ამბები

🌦️ როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში — უახლესი პროგნოზი ქალაქების მიხედვით

8 აგვისტოს საქართველოში ამინდი უმეტესად თბილი იქნება, თუმცა დღის მეორე ნახევრიდან ცალკეულ რაიონებში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველო...

გაზაფხულის ამინდი

1786195002

ახალი ამბები

გია აბაშიძე: მარადმწვანე, მენტალურად გოიმი ნანული ჟორჟოლიანი პრემიერ-მინისტრ კობახიძის გასამართლებას ითხოვს, შხამიან არსებას ჰგონია, რომ ოდესმე მისი ექსმეუღლის, ნაცჯალათ ერეკლე კოდუას ხანა დადგება საქართველოში

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე „სამშობლოს ღალატის“ მუხლით გასამართლდება. აბაშიძის შეფასებით, ნაცქ...

გია აბაშიძე

1786194442

ახალი ამბები

ზაალ ანჯაფარიძე: როგორც გია ბარამიძის აფხაზეთის თავგადასავალების საპნის ბუშტი და მითი გასკდა, ზუსტად ასე გასკდა მიშა მშვილდაძის ვითომ რუსეთთან მებრძოლის მითი

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში „ფორმულას“ დირექტორის მიშა მშვილდაძის მიერ რუსეთის მოქალაქეებზე ბინის გადაფორმებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „როგორც გია ბარამიძის აფხაზეთის თავგადასავლებ...

ზაალ ანჯაფარიძე

1786194138

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი – შიდა ღალატის მიუხედავად, საქართველომ ყველა საერთაშორისო სამართლებრივ ფორმატში დაამტკიცა, რომ ერთადერთი, ვინც ჩაიდინა სამხედრო დანაშაულები, იყო რუსეთი

„საქართველომ ყველა საერთაშორისო სამართლებრივ ფორმატში დაამტკიცა თავისი სიმართლე, მიუხედავად იმისა, რომ, მათ შორის, ზოგიერთი ოპოზიციური აქტივისტი იყო ჩართული საქართველოს წინააღმდეგ“, – ამის შესახებ პარ...

 შალვა პაპუაშვილი

1786192310

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: აგვისტოს ომმა დაგვანახა ორი განსხვავებული სამყარო, ერთი არის ქართველი ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის გმირობა და თავდადება და მეორე - მარიონეტული რეჟიმის მოღალატეობრივი არსი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და პარლამენტის წევრებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და გმირთა მემორიალი გვირგვინ...

შალვა პაპუაშვილი