„ბებიამ ბავშვები იატაკზე იწვნენ, ქალები ფეხზე ვიდექითო... ქალებს გული მიგვდიოდა, ვითიშებოდით და ბავშვები გვასულიერებდნენო“, - რას წერს ნაჯა ორაშვილი
„ბებიამ ბავშვები იატაკზე იწვნენ, ქალები ფეხზე ვიდექითო... ქალებს გული მიგვდიოდა, ვითიშებოდით და ბავშვები გვასულიერებდნენო“, - წერს კლუბ BASSIANI-ს თანამფლობელი ნაჯა ორაშვილი სოციალურ ქსელში.
„დღეს კრაკოვიდან ბებია და 8 წლის სერგეი დეიდასთან Eto Gugava ჩამოვიყვანეთ, რომლებმაც კრივოიროგიდან პოლონეთის საზღვრამდე უფანჯრო ელექტრომავალით რამდენიმე დღე გაუჩერებლად იმგზავრეს.
ბებიამ ბავშვები იატაკზე იწვნენ, ქალები ფეხზე ვიდექითო. 18 საათიანი ფეხზე დგომისგან ქალებს გული მიგვდიოდა, ვითიშებოდით და ბავშვები გვასულიერებდნენო.
“მატარებელი კი არა, ეს იყო ჯოჯოხეთი" - ამას 4 დღის მშიერი სერგი მეუბნება, კიევთან სირენების ხმაზე მატარებელი გაგვაჩერებინეს, ყველა იატაკზე დაწოლა მოგვთხოვეს და რამდენიმე საათის განმავლობაში ერთმანეთში აზელილები ვისმენდით ციდან ბომბები როგორ ცვიოდაო. ყველა წამს გვეგონა რომ ავფეთქდებოდითო. ელექტრომავალში ტუალეტიც არ იყო და ამიტომ, წყალსაც არ ვსვამდითო.
პოლონეთი-უკრაინის საზღვარზე რამდენიმე კილომეტრიანი რიგი ფეხით გაიარეს. სერგეის, რადგან პასპორტი არ აქვს საზღვრის კვეთისთვის საჭირო ერთჯერადი საბუთის ასაღებად კრაკოვში 8 საათიან რიგში მოუწია ყოფნა.
აეროპორტის მესაზღვრეებიც დიდხანს ფიქრობდნენ გაეშვათ თუ არა, ამიტომ ყველაზე ბოლოებს მოგვიწია თვითმფრინავში ასვლა, რომელიც უკრაინელი ქალებით და ბავშვებით იყო სავსე. ყველა ერთადერთ რამეზე ნერვიულობდა საქართველოშიც რუსები ხომ არ დაგხვდებიანო.
სერგეიმ დღეს პირველად იფრინა. მიწაზე აღარ მინდა დაშვება, სულ მინდა ცაში ვიფრინოო. თან ყოველ წამს ტელეფონში მისი მშობლების ფოტოებს გვანახებდა, რომლებიც უკრაინაში მეათე დღეა გმირულად იბრძვიან.
საქართველოს საზღვარზე ძალიან კეთილგანწყობილები დაგვხვდნენ, უფასო მგზავრობა და კვება შეგვთავაზეს, გარეთ გამოსულებს აცრემლებულმა ტაქსის მძღოლებმა ფული აჩუქეს.
გავაცილეთ ეს ორი უშიშარი ადამიანი, როგორც ჩვენი ოჯახის წევრები, ჩვენი გულიც მათ გაჰყვა.
ტელეფონი რომ გავხსენი, სერგეის დედის წერილი დამხვდა ‘ Я благодарна вам до конца своих дней!!!! Спасибо большое за поддержку и помощь!!!! Теперь я смогу спокойно умереть за нашу землю!!!!
ხოდა ვზივართ და სასოწარკვეთისგან ხმამაღლა ვტირით.
ერთი რაც ზუსტად ვიცი, ამ ბავშვების და ქალების წამების გამო, ამ შემზარავი ისტორიების, ტრაგედიებისა და მოუშუშებელი ჭრილობების გამო, რაც რუსეთმა ორივე ერს მოგვაყენა პასუხი ძალიან მალე უნდა აგოს.
-5 მხედველობის მქონე პაციფისტი რომ არ ვიყო იარაღს დღესვე ავიღებდი და უკრაინაში ჩვენი ღირსებისთვის ვიბრძოლებდი.
ბოროტება უნდა დასრულდეს.“, - წერს ნაჯა ორაშვილი.
ასევე საინტერესოა:
1792848889
ახალი ამბებისამების ტაძარში გიორგი ნემსაძის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა
სამების საკათედრო ტაძარში გიორგი ნემსაძის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. მის ხსოვნას პატივი მიაგეს პრეზიდენტმა, დედაქალაქის მერმა, სპორტის მინისტრმა, მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებმა, ვეტერანმა ფეხბუ...
1792845967
სპორტინიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ყაზახეთში, ალმათიში მიმდინარე ATP-ს 250-ქულიანი ტურნირის 1/2-ფინალში ბერძენი სტეფანოს ციციპასი სამ სეტში – 6:4, 6:7, 6:3 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა. პირველ სეტში ბასილაშ...
1792843347
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი ევრობიუროკრატებზე: გადახედონ აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის განცხადებებს ევროპის მიმართ, თავის თავს მიხედოს ამ ხალხმა
„გადახედონ ყველაზე სტრატეგიული ქვეყნის, აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის განცხადებებს ევროპის მიმართ. თავის თავს მიხედოს ამ ხალხმა, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გ...
1792840742
ახალი ამბებისუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა
სურსათში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავების გამოვლენის მიზნით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით არსებული სხვადასხვა სარეალიზაციო ობიექტიდან სექტემბერში სუნელ...
1792838213
ახალი ამბებიპრემიერი: არავის აქვს უფლება, ჩაერიოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, რასაც ცდილობენ ეს კონკრეტული ადამიანები, ბიუროკრატები, ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა და პირდაპირ უპირისპირდება ტრადიციულ ევროპულ ღირებულებებს
„არავის აქვს უფლება, ჩაერიოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, რასაც ცდილობენ ეს კონკრეტული ადამიანები, ბიუროკრატები. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა და პირდაპირ უპირისპირდება ტრადიციულ ევროპულ ღირებ...































