„ჩასაფრებული პატრული გამომყვა... პატივცემულო თქვენი ავტომობილი ძებნაზეა აყვანილი და უნდა ჩამოგართვათო" -რას წერს ირაკლი კუპრაძე
პარტია „ლელოს“ აჭარის ლიდერი ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში წერს:
„ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესზე ვიყავი, ახლახან დასრულდა.
გამოვედი სააპელაციო სასამართლოდან, ჩავჯექი მანქანაში და ეგრევე ჩასაფრებული პატრული გამომყვა. ცოტა ხანი მაცადეს და მორიდებულად შემომძახეს გადააყენეო.
მეც გადავაყენე: ,,პატივცემულო თქვენი ავტომობილი ძებნაზეა აყვანილი და უნდა ჩამოგართვათო". დაბნეულმა ვუყურე ცოტა ხანს, მაგრამ ვინ მაცალა. ასე, ლამაზად შეასკუპეს ევაკუატორზე და დამტოვეს ზურგჩანთამოკიდებული.
ცოტა კი ერიდებოდათ, მაგრამ რა ქნან.
მოკლედ, როგორც აღმოჩნდა, ბათუმში აქციაზე დაკავების საქმე რომ მქონდა, რომლის პირველი ინსტანცია მოვიგე, მაგრამ სააპელაციო სასამართლოში, თბილისის პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძის მამამ გამამტყუნა და გამომიწერეს 3000 ლარიანი ჯარიმა, რაც ვერ გადავიხადე ასე ერთიანად და აღსრულებაც მომადგა, ჯერ საბანკო ბარათები დამიყადაღეს და ახლა მანქანაც წაიყვანეს.
ჰოდა, რას ამბობდა თალაკვაძე, თბილისს საუკეთესო საჯარო ტრანსპორტი აქვსო, ხო?“, - წერს ირაკლი კუპრაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
1793598824
სპორტიისტორიაში პირველად საქართველოს ბოდიბილდინგში მსოფლიოს ჩემპიონი ჰყავს
ისტორიაში პირველად საქართველოს ბოდიბილდინგში მსოფლიო ჩემპიონი ჰყავს. ესპანეთში გამართულ ჩემპიონატზე გენო დავითაძემ მამაკაცთა ბოდიბილდინგის კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა. ჯამში ქართველმა ბოდიბილდერე...
1793597525
საზოგადოებანიკოლოზ სამხარაძე: როდესაც გამჭვირვალობის კანონი შემოვიტანეთ, ისტერიკა, რომელიც მოჰყვა, სრულიად უადგილო იყო, ვინაიდან ნებისმიერ სახელმწიფოს არათუ უფლება, არამედ ვალდებულებაც აქვს საკუთარ საზოგადოებას უთხრას, რა ფული იხარჯება ამ ქვეყანაში
„როდესაც ჩვენ გამჭვირვალობის კანონი შემოვიტანეთ, ისტერიკა, რომელიც ამ გამჭვირვალობის კანონს მოჰყვა, სრულიად უადგილო იყო, ვინაიდან ნებისმიერ სახელმწიფოს არათუ უფლება, არამედ ვალდებულებაც აქვს საკუთარ ს...
1793596258
საზოგადოებაროგორი ამინდია მოსალოდნელი 2 ნოემბერს საქართველოში
30 ოქტომბერს ქუთაისში მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +23 და ღამით +14 გრადუსია მოსალოდნელი. მზეს ოზურგეთშიც ელოდებიან, დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზე იქნება...
1793566520
მსოფლიოფრანკფურტში აქციების დროს 100-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა, დაკავებულია 54 ადამიანი
გერმანიაში, ქალაქ ფრანკფურტში გამართული საპროტესტო აქციების დროს მომხდარი დაპირისპირების შედეგად 100-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. დემონსტრაციის დროს 17 მაღაზია დაზიანდა...
1793562589
მსოფლიოკრემლი უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში ევროპის მონაწილეობის პირობას ასახელებს
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში ევროპის მონაწილეობის პირობა დაასახელა. აღნიშნულის შესახებ რუსული მედიაიტყობინება. პესკოვის განცხადებით,...




























