ჩვენ ბევრი რამ დავკარგეთ რუსეთთან თანაცხოვრების დროს. ამ დანაკარგებს შორის ღირსება პირველ ადგილზეა - ზვიად გიგაური
ქართველი ასტროლოგი, მწერალი და პოეტი წერს, რუსეთ-უკრაინის ომს, კიდევ ერთი ვრცელი პოსტით ეხმაურება.
„თუ გინდათ, რომ დაინახოთ რა განსხვავება უკრაინელებს და ქართველებს შორის, დააკვირდით, როგორ ხვდებიან უბრალო უკრაინელები და უბრალო ქართველები მათ ქვეყანაში მყოფ რუსეთის მოქალაქეებს.
ოღონდ თქვენი ვიწრო „ბაბლით“ ნუ იმსჯელებთ.
მთელმა მსოფლიომ დაგვიმტკიცა, რომ პოლიტიკა და ბიზნესი (სპორტი, ხელოვნება და ა. შ.) არ ემიჯნება ერთმანეთს. ის ერთმანეთშია გადაჯაჭვული.
რესტორნებში ამ პერიოდამდეც ჯერ კიდევ უკრავდნენ რუსულ სიმღერებს და ახლა კიდევ უფრო „მოერგებიან“ რუს მსმენელს.
იტყვით, რა დაემართათ ამ ქართველებს?
ამ ადამიანებს აღარ ახსოვთ 9 აპრილი, აფხაზეთში და სამაჩაბლოში რუსეთის ომები ჩვენთან? რა აფხაზეთი და სამაჩაბლო, რომელი შინდისის გმირები და ანწუხელიძე?
ამ ადამიანების გონებას რაღაც საშინელი დაემართა.
მათი გონება უბრალოდ, გადალესილია.
აქ თვითგადარჩენის ინსტიქტზე კი არ არის საუბარი.
არააა. მათ გადასარჩენი მართლა არაფერი აქვთ.
მათი გონება და გული გარყვნილი და გათახსირებულია.
ისინი პირფერული ღიმილით დახვდებიან „რუს ლტოლვილებს“, დააბინავებენ, ფეხებს დაუთბობენ, „ძენ პაბედის“ ჩაურთავენ და საკუთარ მამას მსახურადაც კი დაუყენებენ.
ოღონდ მათი ფული გადაიხადონ.
მათ ხომ ბევრი ფული აქვთ ბაბა!
უკრაინელები ტანკებს შიშველი ხელებით წინ უდგებიან.
უკრაინის მოსახლეობა ოკუპანტებს უყვირიან: „წაეთრიეთ სახლში!
ხომ გესმით რა განსხვავებაა „წაეთრიეთ სახლში“ და „მობრძანდი გენაცვალეს“ შორის.
ჩვენ ბევრი რამ დავკარგეთ რუსეთთან თანაცხოვრების დროს. ამ დანაკარგებს შორის ღირსება პირველ ადგილზეა.
როგორც ის კგბ-ს აგენტი ამბობს (რომლის ვიდეოც დავდე ამას წინათ ჩემს გვერდზე) - ადამიანების ტვინების „გამორეცხვას“ 15-20 წელი სჭირდება. ჩვენ კი ბევრი 15-20 წელი მოვდივართ მათთან ერთად.
საშველი დროში არ არის. თუ არასწორად მიდიხარ, დროში კიდევ უფრო აცდები ჭეშმარიტ გზას.
საშველი გაცნობიერებაშია.
ან ტკივილში.
ცვლილება მხოლოდ ამ ორი გზით მოდის.
ჩვენ ჯერ-ჯერობით ვერაფერს ვაცნობიერებთ, ამიტომ მოგვიწევს ტკივილით გადახდა.
და ვისაც არ გვინდა ეს, ვინც ვაცნობიერებთ ამას, ვუთხრათ ყველას, რომ მიიღო „რუსი ლტოლვილი“ და მას აქ თბილი გარემო შეუქმნა, ეს ნიშნავს შენს ქვეყანაში ჩაასახლო რუსი მოქალაქეები, ბევრი, ძალიან ბევრი და ხვალ „მონღოლთა მეფე-სატანა“ მათი დაცვის მიზნით მთლიან საქართველოს დაიპყრობს და დაბომბავს.
„ვაიმე არ დაგვბომბოს“ არ არის საჭირო.
უკვე ვიბომბებით. ოღონდ სხვანაირად.
აქედან გამომდინარე, ჩემს თვალში ყველა ქართველი, რომელიც ლაქიის ღიმილით ხვდება „რუს ლტოლვილებს“, მათ ემსახურება და მზად არის თუ ისინი, ბევრ, ბევრ ფულს გადაუხდიან, ისეთი რამეც კი იკადროს, რომელსაც ვერც კი იფიქრებდა, ჩემთვის ოკუპანტის ტოლ-სწორია.
ამ ადამიანებს თამამად შეუძლიათ შვილიშვილებს მომავალში უთხრან: მე „მომკლეს“ ბაბუ!“,-წერს, რამაზ გიგაური.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵
🔵
🔵
1792857325
ახალი ამბებიგიორგი სოსიაშვილი აზიის მეცნიერებათა აკადემიის სრულუფლებიანი წევრი, აკადემიკოსი გახდა
საქართველოს პარლამენტის წევრს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს გიორგი სოსიაშვილს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ქალაქ სანიაში, აზიის მეცნიერებათა აკადემიის ა...
1792851878
სპორტიდიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილი ანჟეს გრან-პრის ვერცხლის მედლის მფლობელი
დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილი ანჟეს გრან-პრის ვერხლის მედლის მფლობელია. ქართულმა წყვილმა რიტმულ ცეკვაში 77,90 ქულა დააგროვა, თავისუფალ ცეკვაში - 116,03, ორი პროგრამის ჯამში კი 193,93 ქულა მ...
1792848889
ახალი ამბებისამების ტაძარში გიორგი ნემსაძის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა
სამების საკათედრო ტაძარში გიორგი ნემსაძის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. მის ხსოვნას პატივი მიაგეს პრეზიდენტმა, დედაქალაქის მერმა, სპორტის მინისტრმა, მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებმა, ვეტერანმა ფეხბუ...
1792845967
სპორტინიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ყაზახეთში, ალმათიში მიმდინარე ATP-ს 250-ქულიანი ტურნირის 1/2-ფინალში ბერძენი სტეფანოს ციციპასი სამ სეტში – 6:4, 6:7, 6:3 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა. პირველ სეტში ბასილაშ...
1792843347
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი ევრობიუროკრატებზე: გადახედონ აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის განცხადებებს ევროპის მიმართ, თავის თავს მიხედოს ამ ხალხმა
„გადახედონ ყველაზე სტრატეგიული ქვეყნის, აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის განცხადებებს ევროპის მიმართ. თავის თავს მიხედოს ამ ხალხმა, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გ...































