„ჩვენს ქვეყანაში არსებობს ხალხი, ვინც ამ ერის და „ალტ-ინფოს“ მხარესაა, ბავშვების მკვლელობის მხარეს, სატანის და ანტიქრისტეს მხარეს...“ - ემიგრანტის ემოციური წერილი
„ჩვენს ქვეყანაში არსებობს ხალხი, ვინც ამ ერის და „ალტ-ინფოს“ მხარესაა, ბავშვების მკვლელობის მხარეს, სატანის და ანტიქრისტეს მხარეს...“ - გერმანიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი მაიკო ჭანუყვაძე სოციალურ ქსელში ემოციურ წერილს აქვეყნებს.
„ამ ბავშვის ამბავმა ხომ ყველა შეგვძრა და გული მოგვიკლა, ზოგი უკვე ვიცნობდით სურათებიდან, ვგულშემატკივრობდით და ვლოცულობდით, რომ ცოცხალი ეპოვათ. ზოგმა ახლა ნახეთ სურათი და გული გეტკინათ, რომ ასეთი ლამაზი და საყვარელი ბავშვი მოუკლავთ...სურათი რომ არ გვენახა, ალბათ უბრალოდ მიეთვლებოდა იმ 200-მდე გარდაცვლილ ბავშვს და სტატისტიკურად ერთით მეტი ბავშვი იქნებოდა გარდაცვლილი...
ახლა წარმოიდგინეთ, 40 ასეთი გაუპატიურებული და კბილებდაცლილი, ცოცხლად დატოვებული ბავშვი, რომლებსაც მშობლები თვალწინ დაუხოცეს და სიკვდილის წინ უთხრეს, მხოლოდ იმიტომ არ მოკლავდნენ მათ შვილებს, რომ ეს დღე არასოდეს დავიწყებოდათ და როცა გაიზრდებიან რუსეთის პატივისცემა ქონდეთო. 40 მრავალჯერადად გაუპატიურებული და კბილებდამტვრეული ბავშვი, გესმით ხალხნო? და ეს პუტინს არ გაუკეთებია!
ვერც 5 ან 10 ჯარისკაცი გააუპატიურებდა 40-მდე ბავშვს... ეს სადისტები და ცხოველები, რომლებიც ბავშვებს, ქალებს და მოხუცებს ერთნაირად ხოცავენ, ერთ ერშია თავმოყრილი...
და ვისთვისაც 200-მდე გარდაცვლილი და 40 ცოცხლად ნაწამები ბავშვი მხოლოდ სტატისტიკაა, თქვენი ერთი საყვარელი ნაცნობი ბავშვი წარმოიდგინეთ მათ ადგილას და მიხვდებით რამხელა უბედურებასთან გვაქვს საქმე...
და მაინც, ჩვენს ქვეყანაში არსებობს ხალხი, ვინც ამ ერის და ალტ-ინფოს მხარესაა, ბავშვების მკვლელობის მხარეს, სატანის და ანტიქრისტეს მხარეს...
ახლა დუმილი ამ სადიზმის თანამონაწილეობაა, სატანის მხარეს დგომაა. ვის რად გიღირთ ასეთი ცხოვრება. მიმიფურთხებია მასეთი სამსახურისთვის და თანამდებობისთვის.მიმიფურთხებია ასეთი "ერთმორწმუნეობისთვის" მიმიფურთხებია ასეთი ქართველობისთვის, ახლა რომ ჩუმად აკვირდება მოვლენებს და ვინც გაიმარჯვებს, იმის მხარეს დაიჭერს...მიმიფურთხებია ყველა "რუსული ოცნების" მხარდამჭერებისთვის. თქვენც ამათი თანამონაწილე და მოღალატე ხართ და ზუსტად ისე მეზიზღებით, როგორც ეს სადისტები...
სულ ეს იყო, რაც მინდოდა მეთქვა...
მშვიდობა მსოფლიოს!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!“- წერს მაიკო ჭანუყვაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
1787329801
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი: რომ ავალებ, ის ხომ უნდა შეისწავლო, ამ ხალხის ნათქვამს ქართულ საზოგადოებაზე რაიმე გავლენა აქვს თუ არა?! არავითარი სამოქალაქო საზოგადოება არ არის, ესენი არიან ჩვეულებრივი, უცხოური გავლენის აგენტები
„ამ ხალხს რომ ამას ავალებ, ის ხომ უნდა შეისწავლო, მათ ნათქვამს ქართულ საზოგადოებაზე რაიმე გავლენა აქვს თუ არა?! არავითარი სამოქალაქო საზოგადოება არ არის. ეს არის ჩვეულებრივი, უცხოური გავლენის აგენტები...
1787327140
ახალი ამბებისაქართველოს პროკურატურა თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს პროკურატურა თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს ეხმაურება და ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. „საქართველოს პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება 2020 წლის 17 დეკემბერს დაა...
1787325239
ახალი ამბებიჯაბა ხუბუა: ზელენსკის მიერ მულტფილმ „მაშა და დათვის“ აკრძალვას კვერს უკრავენ ქართველი ზელენსკელ-ლიბერალ-ნაციონალები, რომლებიც ერთი კვირის წინ ლაშა ბუღაძის პოლიტპროპაგანდისტული წიგნის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არდაშვებას აპროტესტებდნენ
„რატომ იყო ზელენსკიმდელი ბავშვი პუტინისტი? იმიტომ, რომ იგი უყურებდა „მაშა და დათვს“. ჰოდა, ზელენსკიმ დაასანქცირა „მაშა და დათვი“, - წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა X-ზე. მისივე თქმით, „მაშა და დათვის“ აკრძ...
1787324565
ახალი ამბებიმარიამ ქებურია: საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს სტუდენტთა ხელშეწყობა და მათთვის სწავლაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა
სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს სტატუსის აღდგენაზე უარის შემთხვევაში, მობილობის უფლება ეძლევათ, ინფორმაციას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ავრცელებს. ცვლილების მიხედვით, 2026-27 სასწავლო წლისთვის...
1787322152
ახალი ამბებიირაკლი ზარქუა: თურმე, სცოდნიათ მშვენივრად, რეალობა რა იყო - სცოდნიათ, რომ გვარამია ძარცვავდა „რუსთავი 2“-ს
პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ ისინი საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში არიან გასვრილი. „ჩვენ ხომ ვამბობდით არა, რომ მაშინ, როდესაც „რუსთავი 2“ ამ აგენტურას ჰქონდ...































