"დემე აღარ მყავს უკვე ორი თვეა, ჩემმა მიშიკომ ორივე ფეხი დაკარგა და დღემდე რეანიმაციაში წევს. იბრძვიან ექიმები, რომ სახლში დამიბრუნონ" - დედა შვილის რეაბილიტაციაში დახმარებას ითხოვს

აშში მცხოვრები თეა ახალკაცი, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას შვილის ჯანმრთელობის რეაბილიტაციაში, ფინანსურ დახმარებას სთხოვს.
მძიმე ტრაგედიას, რომელზეც თეა ახალკაცი წერს, მისი ერთი შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, მეორე ვაჟი კი ორივე კიდურის ამპუტაციის შემდეგ, რეაბილიტაციასა და პროთეზირებას საჭიროებს.
დღეს, ზუსტად 2 თვე გავიდა, რაც ჩემ ოჯახში ტრაგედია დატრიალდა. ჩემი უსაყვარლესი შვილები, რომლებიც სახლში მოიჩქაროდნენ, რომ დედას და მამას ჩახუტებოდნენ და თავიანთ ოჯახთან ერთად, მადლიერების დღე აღენიშნათ, ტრაგედიით დამთავრდა. დემე აღარ მყავს უკვე ორი თვეა, ჩემმა მიშიკომ ორივე ფეხი დაკარგა და დღემდე რეანიმაციაში წევს. იბრძვიან ექიმები, რომ სახლში დამიბრუნონ.
ამ ჩემი პოსტის მერე, კიდევ ერთ პოსტს დავდებ, რაც არ მინდოდა გამეკეთებინა, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. არასდროს არავისთვის არაფერი მითხოვია, მაგრამ ახლა ჩემი მიშიკოსთვის ყველაფერს გავაკეთებ.
მას როცა გამოწერენ, დიდ ხნიანი რეაბილიტაცია დასჭირდება და ასევე ორივე ფეხზე პროთეზი. ახლა, იკითხავთ-დაზღვევა ხომ დაუფარავსო? კი ბატონო, დაუფარავს, მაგრამ ძალიან იაფიანს და მე, ჩემი შვილისთვის საუკეთესო მინდა, რომ რაც შეიძლება ნაკლებად ვაგრძნობინო ტკივილი 20 წლის ბიჭს. მომიტევეთ, რომ ასეთ პოსტს ვდებ.
ბევრმა თქვენგანი ძალიან დამეხმარა, იმაზე მეტიც კი, რასაც არ ველოდი.ჩემი თხოვნა იქნება, ვისაც რა შეგიძლიათ, თუნდაც გაზიარებაც კი, ჩემთვის დახმარება იქნება.
დიდი მადლობა ყველას, ჩემი ოჯახის ამ მტკივნეული დღეების გადატანაში დახმარებისთვის მხარში დგომისთვის",-წერს, თეა ახალკაციშვილი და საკონტაქტო ინფორმაციას აქვეყნებს👇
Zelle 917-977-0918
1745652244
ახალი ამბებილევან დავითაშვილმა აშშ-ის Exim Bank-ის მოქმედ პირველ ვიცე-პრეზიდენტ ჯიმ ბაროუზთან შეხვედრა გამართა
„ამერიკის შეერთებული შტატების Exim Bank-ში ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე ვისაუბრეთ. ვფიქრობ, ამერიკას და საქართველოს ვაჭრობის, ინვესტიციების, ტრანსპორტის, ლოგისტიკის და ტექნოლოგიების სფეროებ...
1745650676
ახალი ამბებინათია თურნავა: სსფ აღიარებს, რომ საქართველო არის რეფორმებისა და ეკონომიკური განვითარების წარმატებული ქეისი
„ჩვენი თანამშრომლობა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან არასოდეს შეწყვეტილა, მიუხედავად იმისა, რომ პროგრამა შეჩერებულია. ჩვენ უამრავი ერთობლივი ტექნიკური დახმარების პროგრამა გვაქვს, სადაც სსფ-ი ბანკისთვის...
1745649406
ახალი ამბებილევან დავითაშვილმა აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა თეთრ სახლში გამართა
ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა შეხვედრა თეთრ სახლში, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში გამართა, სადაც აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ ასისტენტსა და უფროს დ...
1745647538
ახალი ამბებისაქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი დღეს რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი დღეს რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება. პრეზიდენტის თვითმფრინავი „ჩამპინოს“ სამხედრო აეროპორტში გუშინ საღამოს დაეშვა, სადაც პრეზიდენტის დახ...
1745613975
მსოფლიოვატიკანის ცნობით, პაპ ფრანცისკესთან გამოსამშვიდობებლად დაახლოებით 250 ათასი ადამიანი მივიდა
წმინდა პეტრეს ტაძარში დასრულდა რომის პაპ ფრანცისკესთან გამოსამშვიდობებელი ცერემონია. ვატიკანის ცნობით, პონტიფიკთან გამოსამშვიდობებლად, რომელიც ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 88 წლის ასაკში აღდგომის ო...