"დის ის არველაძეს ქანთრი, არველაძის ქანთრი - იოხ დეპრესიონ!" - როგორ ულოცავს გიორგი კეკელიძე ძმებ არველაძეებს დაბადების დღეს

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს:

"გასული წლის გაზაფხულზე თურქეთში მანქანით გადავედით მე და ჩემი მოადგილე და მეგობარი, მირიან ხოსიტაშვილი. 18 მაისს რიზეში ქართულ ბიბლიოთეკას ვხსნიდით. ეს იყო ჩემი ყველაზე საზარელი მოგზაურობა - დეპრესიის და შფოთვების ჯომოლუნგმაზე გახლდით გაცრეცილი თოკით ჩამოკიდული.

 დერეალიზაციის მარწუხები სამყაროს გისოსებში აქცევდა და მე სადღაც გარეთ მტოვებდა. მთელი სხეული მეწვოდა და ამ ცეცხლზე ცრუ წყლად ვისხამდი ტრანკვილიზატორებს, რომელიც სინამდვილეში ნავთის საქმეს აკეთებდა. აკვიატებული აზრები დანებებული ტვინიდან სიმშვიდის ბოლო ნარჩენებს კორტნიდნენ. გზაზე მაღალ შენონებს ჩუმი შვებით ავყურებდი, როგორც პოტენციურ ადგილს იმ საქმის აღსასრულებლად, რაც უკან დაბრუნებისას მალევე ვცადე.

მაგრამ ჩემი ობსესიურობა მავალებდა ავადმყოფურ პასუხისმგებლობას: რიზეს უნივერსიტეტის რექტორი მელოდა და რაღაც მანქანებით წავახოხე თავი. იქ ორი დღე დავყავით.

თითქმის არაფერი მახსოვს, მხოლოდ ქართული ბიბლიოთეკის გახსნის წამები ბუნდოვნად და კიდევ ერთი უცნაური სცენა. უნივერსიტეტის კიბეზე ვზივარ და ვცდილობ მტანჯველი ფიქრები გავწყვიტო. ვინდომებ, არ გამოდის.

ხან თავს გადავიქნევ ხოლმე, თითქოს ასე ამოიფერთხება. მოდის ერთი მოხუცი კაცი, დიდი სათვალეებით და ცილინდრით და გვერდით მიჯდება. მეკითხება - პრობლემ? რობოტივით გავხედე და ინგლისურად ვუპასუხე, კი მეთქი.

და ვუხსნი რატომაც. მაშინ ყველა გამარჯობის მთქმელს ვეუბნებოდი რაც მჭირდა, თითქოს ვინმეს მაინც ექნებოდა მათგან ჯადოსნური ჯოხით. უკვე ცოტა დამტვრეული ინგლისურითვე მეკითხება, საიდან ხარო? ვუთხარი. ოოო, გურჯისტან? - ისმის გაოცება. ცოტა ხანი იფიქრა და გაღიმებულმა მითხრა: დის ის არველაძეს ქანთრი, არველაძის ქანთრი - იოხ დეპრესიონ!  

ანუ არველაძეების ქვეყნის შვილთან დეპრესიას რა უნდაო - ასე გამამხნევა და წავიდა. მერე, გვიან, როცა ჯოჯოხეთიდან გამოსასვლელ გზებს დავადექი, სულ მახსენებოდა ეს გულწრფელი და გულუბრყვილო სიტყვები და ღიმილად მყოფნიდა. დაბადების დღეს (50 წელი) ვულოცავ ტყუპებს. ბარემ გუშინვე ვაპირებდი, მაგრამ გადადებას საპატიო მიზეზი ჰქონდა.

Shota Arveladze Achi Arveladze" - წერს გიორგი კეკელიძე.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1754153751

ახალი ამბები

30 აგვისტოს რაჭაში ველომარათონი გაიმართება

 30 აგვისტოს რაჭაში ველომარათონი გაიმართება. ველოგარბენის სპორტული ნაწილი დაგეგმილია სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მიერ, რომელიც მხარდაჭერილია რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახე...

ველომარათონი

1754152417

საზოგადოება

პრემიერ-მინისტრი შაორის ბანაკში საზღვარგარეთ მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენელ ახალგაზრდებს შეხვდა

 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საზღვარგარეთ მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენელ ახალგაზრდებს შეხვდა, რომლებიც საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით შაორის ახალგაზრდულ ბანაკშ...

პრემიერი

1754149225

საზოგადოება

გიორგი გამსახურდია პროკურატურის განცხადებაზე, რომ ნინო დათაშვილის ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნა, აცხადებს, რომ ყველაფერი დოკუმენტირებული და იურიდიულად გამყარებულია

 გიორგი გამსახურდია თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის მიმართ თავდასხმის ფაქტზე, აქტივისტ ნინო დათაშვილის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურის განცხადებას ეხმიანება. გამსახურდია X-ზე...

გამსახურდია

1754146379

ახალი ამბები

გიორგი კალანდარიშვილი 4 ოქტომბრის არჩევნებზე: არ დავუშვებთ იმას, შესაბამისი ინსტიტუტებიც თავის მხრივ, რომ არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარებას რამენაირად ხელი შეეშალოს

 არ დავუშვებთ იმას, შესაბამისი ინსტიტუტებიც თავის მხრივ, რომ არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარებას რამენაირად ხელი შეეშალოს, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ცენტრალური საარჩევნო კომისი...

გიორგი კალანდარიშვილ

1754144505

საზოგადოება

თბილისში, ბაგების ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

 თბილისში, ბაგების ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ,  ცეცხლი ბალახსა და ხეებს ეკიდა. ადგილზე მობილიზებული იყო მეხანძრე-მაშველები.

ხანძარი ბათუმში