ემიგრაცია: სარდაფში ჩაკეტეს და მოკვლით ემუქრებოდნენ – როგორ მოატყუა დამსაქმებელმა და რა შეემთხვა უცხოეთში სამუშაოდ წასულ ქართველ ქალს?

ბელგიაში ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტი ანა ბალამწარაშვილი სოციალურ ქსელში ტრეფიკინგის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

„საშინელი საღამო იყო დღეს, ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენდი რომ ბელგიაში ტრეფიკინგის მსხვერპლი ქართველის დაცვა მომიხდებოდა, საქმე შემდეგშია: – თურქეთიდან, ეგრეთ წოდებულმა დამსაქმებელმა, ბელგიაში „სამუშაოდ” გამოუშვა ქართველი ქალბატონი, უთხრა რომ ოჯახი, რომელშიც იცხოვრებდა მოაგვარებდა მისთვის ბელგიაში მუდმივი ცხოვრების საბუთის გაკეთებას, მოკლედ უზრუნველყოფდა ყველაფრით, დაზღვევა კი გაუკეთა მხოლოდ ერთი კვირის (სავარაუდოდ ყალბი), თან, თურმე სტამბოლიდან ბელგიამდე მისი ჩამოყვანა 3000€ დაუჯდა.

მაგრამ ეს ყველაფერი უკუღმაა ამ დროს – ოჯახი (თურქების, მე, როგორც მივხვდი მეუღლე ჰოლანდიელი თურქია) სადაც ეს ქალბატონი მოხვდა აღმოჩნდა ჯოჯოხეთი ბელგიაში, დღეს საღამოს მეგობართან საუბრისას ამ ქალბატონს თავზე დაააცხრა ოჯახის დიასახლისი და ფიზიკურად შეეხო, ემუქრებოდა რომ მოკლავდა თუ ვინმეს რამეს ეტყოდა, როცა მიხვდა რომ იწერდა მეორე მოსაუბრე, სულ გადაირია და ტელეფონი წაართვეს, შემდეგ როგორც აღმოჩნდა სარდაფში ჩაკეტეს, ამ შუალედში მოასწრო ამ ქალბატონმა და მეგობარს შველა სთხოვა, მან კი მე დამირეკა, ვაცნობეთ პოლიციას, სასწრაფოდ მივიდნენ იმ ოჯახში და გამოიყვანეს ეს ქალბატონი ოჯახიდან, მადლობა ბელგიელ პოლიციელებს, ზედ გადაჰყვნენ რომ იტყვიან, მაგრამ საქმე ისაა, რომ ამ ვიდეოს გარდა არაფერი გვაქვს ხელთ, რითიც დადასტურდება ტრეფიკინგი, პოლიციის მისვლის შემდეგ პასპორტი დაუბრუნეს და აქეთ დაადეს ვალი ამ საცოდავ ქალს.

მესმის რომ სიდუხჭირე ძალზედ ცუდი მრჩეველია, მაგრამ იქნებ ბოლომდე გაარკვიოთ სად და რისთვის მიდიხართ, კარგი ამ ადამიანმა გამოასწრო დღეს და გადაურჩა უბედურებას, სხვა გადაურჩება თუ არა არ ვიცი. მარტო ღმერთმა იცის რა გადავიტანე ამ საღამოს, მადლობა ჩემს შვილს ელენეს რომ შეძრა დიდი და პატარა. ფრთხილად იყავით, რისკი ყოველთვის გამართლებული არაა!!!!”, – წერს ბალამწარაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵რა გელოდება დღეს? - 23 ოქტომბრის ჰოროსკოპი, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

🔵ლიკანში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად დაშავებული 75 წლის ქალი გარდაიცვალა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1743512846

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 1-ელი აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7632 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7648 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რ...

ვალუტის კურსი

1743512746

ახალი ამბები

Byline Times - ის სტატია, რომელშიც ავტორი ბიძინა ივანიშვილის რუსულ კავშირებზე წერს, რადიკალური ოპოზიციის წევრების, სერგი კაპანაძის და ნატალია საბანაძის მოსაზრებებზეა აგებული

„მოსკოვის კავშირები ქართულ რეჟიმთან კენსინგტონისა და ჩელსის გავლით გადიოდა"- ამ სახელწოდების სტატია ბრიტანულმა გამოცემა Byline Times-მა გამოაქვეყნა. სტატიამ ოპოზიციური მედიის ყურადღება მაშინვე მიიპყრო...

Byline Times - ის სტატია

1743511321

საზოგადოება

ლევან მოსეშვილი: მნიშვნელოვანია, რომ ავიაკომპანია easyJet ერთდროულად 3 მიმართულებით იწყებს ფრენებს ჩვენს დედაქალაქში ჯამურად კვირაში 6 სიხშირით

ბრიტანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია easyJet დღეიდან ფრენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ლონდონიდან და მილანიდან დაიწყებს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის ლევან მოსეშ...

ლევან მოსეშვილი

1743510734

ახალი ამბები

საქსტატი - 2024 წელს სახელმწიფომ 40 პატენტი გასცა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წელს ჯამში 40 პატენტი გაიცა. აქედან 38 ადგილობრივი განცხადება იყო, ორი კი უცხოური. 2023 წელთან შედარებით, პატენტების რაოდენობა სამით გაიზარდა. საქსტატ...

საქსტატი

1743508092

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი: მუდამ გვემახსოვრება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და მსოფლიოში მშვიდობის შენარჩუნებისათვის თავგანწირული ქართველი გმირები - არასდროს დავივიწყებთ მათ სიმამაცესა და თავდადებას

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთისა და აღმოსავლეთის სარდლობების დაარსების დღეს სოციალურ ქსელში ეხმიანება. მიხეილ ყაველაშვილი აღნიშნავს, რომ ჯარისკაცები...

მიხეილ ყაველაშვილი