"ატომური ელექტრო სადგურისთვის ცეცხლის გახსნით პუტინს საკუთარი თავის, რუსეთის და ევროპის განადგურება არ სურდა, ამ ქმედების უკან ორი ჩანაფიქრი იყო - მოკლე და გრძელვადიანი" - რა წერს ჟურნალისტი დაჩი გრძელიშვილი

ჟურნალისტი დაჩი გრძელიშვილი სოციალურ ქსელში, რუსეთ-უკრაინის ომს ეხმიანება და პუტინის მიერ ბირთვული იარაღს გამოყენების შესახებ ანალიტიკურ - ვრცელ პოსტს აქვეყნებს:

"ატომური ელექტრო სადგურისთვის ცეცხლის გახსნით პუტინს საკუთარი თავის, რუსეთის და ევროპის განადგურება არ სურდა.

ფაშისტური რუსეთის ამ უპასუხისმგებლო ქმედების უკან ორი ჩანაფიქრი იყო - მოკლე და გრძელვადიანი.

მოკლე ჩანაფიქრი უკრაინის ელექტროენერგიის გარეშე დატოვებას გულისხმობდა, გრძელი კი მსოფლიოს შეშინებას.

ენერგოდარის სადგურზე წავიკითხე ყველაფერი, რაც კი შეიძლებოდა ჩემი კომპეტენციის ფარგლებში წამეკითხა, მათ შორის რუსი „ატომშიკების“ შეფასებებიც.

პრინციპში, ყველაფერი ბლეფის კლასიკური მაგალითით წარიმართა - როდესაც ბლეფის ავტორს გათვლილი აქვს შიშის ფაქტორიც და თავისი ქმედებაც, თუ სადამდე მივიდეს, რომ შიშიც დათესოს და თავიც არ დაიზიანოს - ზაპოროჟიის ატომური ელექტროი სადგური ევროპაში ყველაზე დიდია.

ის წარმოებაში ჩერნობილის კატასტროფის შემდეგ გაეშვა (1989 წელს ჩართული იყო 4 რეაქტორი, 1995 წელს დაემატა 6) და ინჟინრებმა ტრაგიკული გამოცდილებით, ყველა შესაძლო რისკი გათვალეს - მიწისძვრის, ხანძრის, აფეთქების ჩათვლით.

ჩვენთვის უღრან ბირთვული ფიზიკის დეტალებში არ შევალ, მოკლედ ვიტყვი რომ უსაფრთხოების რამდენიმე დონიანი სისტემა მთელ სადგურს თიშავს და რადიაციული ელემენტების საიმედო იზოლირებას ახდენს - თუ მაინცდამაინც, ვაკუუმური თერმობარული რაკეტების სერია არ მოხვდა, გაჟონვა და ბირთვული აფეთქება გამორიცხულია.

პრობლემა ისაა რომ ასე, ავარიულად გამორთული სადგურის ჩართვა მინიმუმ ერთი კვირის მერე შეიძლება.

ახლა, ვნახოთ რა ქნა ფაშისტური რუსეთის ბატალიონმა: გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ისინი მიზანმიმართულად ესვრიან ცეცხლგამჩენ ტყვიებს მხოლოდ ერთ კორპუსს.

ეს არაა არც გამაგრილებელი და არც მართვის სისტემა, სადგურის ყველაზე საშიში ადგილები.

ეს საექსპერიმენტო-სასწავლო კორპუსია, სადაც სიმძლავრეები იზომება და იგეგმება, წარმოებაში ჩაშვებამდე.

მხოლოდ მას შემდეგ, რაც მთელი ეს კორპუსი ცეცხლში გაეხვა და სადგური ავტომატურად გამოირთო, რუსმა ფაშისტებმა უკრაინელ მეხანძრეებს ჩაქრობის საშუალება მისცეს.

უკრაინის დიდ ნაწილს სწორედ ეს სადგური ამარაგებდა ენერგიით.

თუ გავითვალისწინებთ, რომ პუტინი მანამდე მაკრონს ელაპარაკა და გვარიანადაც შეაშინა, როგორც ჩანს, ეს „თავის მოგიჟიანება“ პუტინის გეგმის ნაწილი იყო.

მისი ჯარები დემორალიზებულია, სამოქალაქო შენობების დაბომბვამ უკრაინა ვერ გატეხა - პირიქით, შეტევაზე გადავიდნენ.

პუტინი აშკარტად პანიკაშია - ხალხი ქვეყნიდან გარბის, ის ხურავს დარჩენილ ორ მედია საშუალებას - დოჟდს და ეხო მასკვის.

აბსოლუტურად ყველა სფერო სანქციის ქვეშაა, უკვე მის კატასაც კი სანქცია ადევს და დღეს უკვე გაძლება უკრაინაზე მეტად რუსეთს უჭირს.

ბირთვული მზადყოფნის გამოცხადებამ და მოსკოვში ვითომ „შემთხვევეით გადაღებულმა“ და სოც ქსელებში „გაჟონილმა“ ჟანგიანი ქობინების გამოგორებამ შედეგი არ გამოიღო - დასავლეთი არ შეშინდა.

გუშინ ზელენსკიც და პუტინიც ატომური აფეთქების საფრთხით ცდილობდნენ ევროპა-ამერიკის შეშინებას, სხვადასხვა მოტივებით:

ზელენსკი ამბობდა, გიჟია ეს დედამო**ნული, ევროპას გაანადგურებს, დამიჭირეთ მხარი, უკრაინის ჰაერი მაინც დაკეტეთო, პუტინი ამბობდა(საქციელით) ხომ ხედავთ, გიჟი ვარ, გამო**ევებული ჯარი მყავს, უკან დამხევი არ ვარ, მოხსენით სანქციები და შეეშვით უკრაინას, თან უთხარით დამნებდესო.

ასე რომ, ბლეფი - რისკების გათვლის ხელოვნებაა და არა სიგიჟე...

სხვათა შორის, ბოლო 4-5 დღეა, ამერიკის მაღალ პოლიტიკურ და სადაზვერვო წრეებში სერიოზულად ეჭვობდნენ პუტინის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.

ამბავმა მოგვიანებით პრესაშიც გაჟონა, მაგრამ პუტინი იმდენი ხანია ხელისუფლებაშია რომ ამერიკაში უკვე მისი ქცევის შემსწავლელი ინსტიტიტუციები არსებობს.

სიენენის ინფორმაციის თანახმად, „პუტინის სპეციალისტების“, ფსიქოლოგებისა და დაზვერვის ერთობლივი ანალიზით, პუტინი სავსებით სრულ ჭკუაზეა და სულაც არ შეშლილა- უბრალოდ, ზოგიერთ მის საჯარო გამოსვლაში „თავის ასეთად მოჩვენების“, ანუ მოგიჟიანების ელემენტები იკვეთება - ასე ხომ ბევრად ადვილია კრასანზე გაზრდილი ფრანგი თუ გერმანელი, მშვიდობის მოყვარე პოლიტკოსებისა და მისი ისთებლიშმენტის შეშინება.

ზაპოროჟიის სადგურის ხანძარს ლავროვის ირონიული გამოსვლა მოჰყვა (ას ვთვაათ, „აზრზე მოდით ბიჭო, ვის ეომებით“ მაგრამ როგორც ჩანს კაგებე კიდევ ერთ მცდარ გათვლას აკეთებს:

პოლიტიკაში დაბერებულ და გამობრძმედილ ბაიდენზე არაფერს ვამბობ (ისე, „მძინარე ჯოს“ იმიჯმა რუსები მაგრად წამოიკიდა) კურასანა ევროპელი პოლიტიკოსები და ამომრჩევლებიც ერთი შეხედვით, გამოუსწორებელი პაციფისტები არიან, მაგრამ თავს კარგავენ, თუ გააცნობიერეს რომ ვინმე სულელად თვლის და მანიპულირებას ცდილობს - ბოლო დღეებში შოლცისა და ევროკავშირის გაცოფება ამის დასტურია.

ასე რომ ცხადია, ვიღაცები ევროპაშიც ავარდებოდნენ პუტინის ბლეფზე, მაგრამ ჯერჯერობით, ყველაზე დიდი შედეგი პუტინის ამ ბლეფს ქართულ ფეუსბუკზე ჰქონდა - ოცნების მხარდამჭერი ქალების(ანუ თვითონ ოცნების) განწირული ხავილი სრულიად გასაგები იყო

„რაა გინდაათ, უნდა დაგვხოცოს ყველააა?? ვიყოთ მონები, რა უჭირს. ამერიკის მონები ვიქნებით თუ რუსეთის, რა მნიშვნელობა აქვს“ - ეწერა პოსტებში და ეს სრულიად სიმპტომატურია რუსული ნარატივის გავრცელებისთვის.

დაახლოებით ისეთი სიტუაციაა, როგორც ფილმ „ნეიულონის ნაძვისხეში“ ქალი რომ პანიკაშია - მოწიოს!

ხალხო, არა უშავს, ხომ ხედავთ გიჟია და მწეველი პერსონაჟიც მაქსიმალურად იგიჟიანებს თავს... ასე რომ, შემზარავი არაფერი ხდება - უბრალოდ, ჩვენ ვხედავთ, როგორ ცარიელდება პუტინის დემაგოგიური და ბლეფური არსენალი.

ბლეფისთვის ატმოურ სადგურს მხოლოდ ფაშისტური რუსეთის უპასუხისმგებლო და უტიფარი რეჟიმი თუ გამოიყენებდა...

რა იქნება შემდეგი? ვშიშობ, რომ ეს თერმობარული “ტოზ“ სერიის რაკეტების საჩვენებელი გასროლა იქნება უკრაინაში.

მართალია, ამ სერიის ყველაზე თანამედროვე ვერსია რუსებმა რომელიღაცა სოფლის ტალახში მიაგდეს, მაგრამ war tracker-ების ინფორმაციით, რამდენიმე ერთეული ასეთი სისტემისა ჯერ კიდევ მათ ხელშია", - წერს გრძელიშვილი.

უკრაინაში რუსულმა ჯარმა დღეს დილით ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური დაიკავა, რომელსაც ევროპაში უკვე ბირთვული ომით ტერორი უწოდეს.

სხვა სიახლეები:

"რეაქტორიდან ატომური ბომბის აფეთქება შეუძლებელია - თეორიულადაც კი" - რას წერენ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საფრთხის შესახებ

ლადო აფხაზავა უკრაინელი მოსწავლეებისა და მასწავლებლების დასახმარებლად - დედის დატოვებულ ოქროს ბეჭედსა და ჯილდოს მონეტას ყიდის   

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1772544487

მსოფლიო

BBC: ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების ფონზე, მსოფლიოში ნავთობისა და ბუნებრივი აირის ფასი გაიზარდა, ხოლო დოლარის კურსი სხვა ვალუტებთან მიმართებით გაიზარდა

ირანში აშშ-ისა და ისრაელის ომის ფონზე, მსოფლიოში ნავთობისა და ბუნევრივი აირის ფასები გაიზარდა, ასევე დაეცა აქციების ფასი, ხოლო დოლარის კურსი კი სხვა ვალუტებთან მიმართებით გაიზარდა. წერს BBC. მედიის ცნ...

გაზი

1772543205

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: ჩვენი მოქალაქეები ძალიან კარგად ხვდებიან იმას, რომ „ლელოც“, გახარიაც და „ნაცმოძრაობაც“ ერთი და იმავე ვერტიკალით იმართება

„ეს არის ზუსტად იმ რებრენდინგის ნაწილი, რაზედაც ჩვენ ვესაუბრებით ჩვენს საზოგადოებას. ანუ, გარე ძალებმა გადაწყვიტეს, რომ ხელოვნურად გამიჯნონ „ლელო“  და გახარიას პარტია კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის...

ლევან მაჭავარიანი

1772541886

მსოფლიო

ლიბანში „ჰეზბოლას“ სამხედრო საქმიანობა აუკრძალეს და პოლიტიკური მოღვაწეობა შეუზღუდეს

ლიბანის პრემიერ-მინისტრმა, ნავაფ სალმმა დაჯგუფება „ჰეზბოლას“ სამხედრო საქმიანობა აუკრძალა და პოლიტიკური მოღვაწეობა შეუზღუდა. ინფორმაციას Al Jazeera ავრცელებს. ტელეარხის ცნობით, ლიბანის ხელისუფლებამ აღ...

ჰეზბოლაჰეზბოლა

1772540259

მსოფლიო

ზელენსკი: მჯერა, რომ ორბანი დამარცხდება არჩევნებში და მაშინ ჩვენ უნგრეთთან ნორმალური ურთიერთობების აღდგენას შევძლებთ

უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის სჯერა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი არჩევნებში დამარცხდება. ამ თემაზე მან გამოცემა Corriere Della Sera-სთან ინტერვიუში ისაუბრა. „მე მჯერა, რომ ორ...

ზელენსკი

1772537952

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენი მიზანია 2036 წლისთვის საქართველოს ელექტროენერგეტიკული სექტორი სრულიად თვითკმარი გახდეს

ენერგოუსაფრთხოება საქართველოსთვის კვლავ მთავარ პრიორიტეტად რჩება. ჩვენ მივიღეთ ენერგეტიკული სექტორის განვითარების ყოვლისმომცველი გრძელვადიანი სტრატეგია, რომელსაც ზურგს უმაგრებს ათწლიანი სამოქმედო გეგმ...

მარიამ ქვრივიშვილი