"ფეხშიშველა დგას. ჩუმად გიმღერა იავნანა დედამ სასაფლაოზე და თითქოს მყის ჩაგეძინა" - გარდაცვლილი 15 წლის ჩოხატაურელი ბიჭის უფროსი და სოციალურ ქსელში სულისშემძვრელ პოსტს ავრცელებს

ცოტახნის წინ გარდაცვლილი 15 წლის ჩოხატაურელი ბიჭის დავით ხაბეიშვილის უფროსი და მარიამი სოციალურ ქსელში სულისშემძვრელ პოსტს ავრცელებს.
“22 აგვისტო. 2022.
დილა.

კაშკაშა მზე.

მეექვსე შვილი – 15 წლის დავითი მღერის.

ესმის პაწია გორაკს, ესმის დიდ ცას.

ფეხშიშველა დგას.

შხეფები ციმციმებს.

წყლის ჭავლის აპარატიდან გადადის დენი,

წრედი იკვრება.

სიმღერა გაწყდა.

პაწია გორაკსა და დიდ ცას ესმის ამოძახილი.

მეცხრე შვილი, ნაბოლარა მართა ხედავს, მცირედ ტოკავს დავითის სხეული, პირიდან რაღაც გადმოსდის.

მაშინ როცა საავადმყოფოს წინ დაჩოქილი ლოცულობს მამა,

გვერდით, ეკლესიის ეზოში უკვე თრთის ბიჭი, რომელმაც ნახა, როგორ ატირდა ყველა ექიმი.

…

გადის სანატრელად დაძინებული ჩემი ძმა

ჯიბრის, წყენის, დარდისა და ყოყოჩობის მიღმა.

სახლში მიდის.

სირცხვილია, მის ცხედართან აქაური ფიქრი.

გვენატრება… ვხარობთ, რომ ღმერთმა გვაჩვენა და წაიყვანა იგი

ბავშვივით წრფელი და კაცივით დაღლილი; ბავშვურად უხილველი და განუცდელი წუთისოფლის ბიწიერების და კაცურად ამრჩევი ღვთივსათნო მორჩილების.

შენი ძმური თანადგომის ხსოვნით აუდუღდა მამას გული.

ჩვენ ვრჩებით და შემოგნატრით… შენ ხომ აფრენა ასე მალე დაიმსახურე.

…

ჩუმად გიმღერა იავნანა დედამ სასაფლაოზე და თითქოს მყის ჩაგეძინა”.

შეგახსენებთ, მეთერთმეტე კლასელი ბიჭი დენის დარტყმით გარდაიცვალა.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵ლარის კურსი მკვეთრად ეცემა - რამდენად სეიძენთ ხვალ 31 აგვისტოს დოლარს და ევროს?

🔵"გამიფრინდა ჩემი გოგო………" - მხატვრი, ლიკა დილევსკაია გარდაიცვალა. რა გახდა ცნობილი ქართველი დიპლომატის შვილის გარდაცვალების მიზეზი?

🔵"მთელი კლინიკა დაგტირის გვანცა" – ახალგაზრდა ექიმი, გვანცა ფოფხაძე გარდაიცვალა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792344078

საზოგადოება

მიხეილ სარჯველაძე: ჩვენ ეკონომიკური განვითარება გვჭირდება იმისათვის, რომ ეს ყველაფერი ემსახურებოდეს მოქალაქეს და არა პირიქით, მთავარ პრიორიტეტად რჩება სოციალური მხარდაჭერის პროგრამები

ჩვენ ეკონომიკური განვითარება გვჭირდება იმისათვის, რომ ეს ყველაფერი ემსახურებოდეს მოქალაქეს და არა პირიქით, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და...

 მიხეილ სარჯველაძე

1792342231

საზოგადოება

მიხეილ სარჯველაძე: 2012 წლამდე მთლიანად დევნილთა სამინისტროს ბიუჯეტი სულ 25 მილიონი იყო, ახლა მარტო განსახლების პროგრამაზე წელიწადში 250 მილიონი იხარჯება

2012 წლამდე მთლიანად დევნილთა სამინისტროს ბიუჯეტი 25 მილიონი იყო სულ, მთელი წლის განმავლობაში. ახლა მარტო განსახლების პროგრამაზე, რომელიც მოიცავს ბინების მშენებლობას, სოფლად სახლის პროგრამას და ა.შ.,...

მიხეილ სარჯველაძე

1792340375

მსოფლიო

კანადაში, სამხედრო ბაზაზე ხანძარს, სულ მცირე, შვიდი ადამიანი ემსხვერპლა

კანადაში, ალბერტის პროვინციაში, სამხედრო ბაზაზე ხანძარს, სულ მცირე, შვიდი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას „სქაი ნიუსი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. კანადის თავდაცვის მინისტრის თ...

კანადაში ხანძარი

1792338545

საზოგადოება

„ფეხბურთის ოქროს კვირეულის“ ფარგლებში, კახა კალაძე საქართველოში იტალიის ელჩს და ფრანჩესკო ტოტის შეხვდა

იტალიის სერია A-ს ჩემპიონატის თასი თბილისშია. Golden Week of Football-ის ფარგლებში, იტალიის ელჩის რეზიდენციაში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც იტალიის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში მასიმილიანო დ’ანტუონო დ...

კახა კალაძე

1792337774

ახალი ამბები

მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, სგპ „ვალესა“ და „თბილისის აეროპორტში“ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სგპ - „თბილისის აეროპორტისა“ და „ვალეს“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული საბაჟო...

მებაჟე  მებაჟე