„ივანიშვილს უნდა ამ ავად სახსენებელ ბანკს დაეხსნას და აძლევს დავალებას, რომ სასამართლოს მიერ მიკუთვნებული ფულის ნაწილი სხვა ბანკში გადარიცხოს“- რას წერს რომან გოცირიძე?

პარლამენტის დეპუტატი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან", რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს. 

გუშინ, “ქართული ოცნება”, ბიძინა ივანიშვილის დავალებით, ისეთ აბსურდულ მოსაზრებებს ავრცელებდა, რომ წესიერად ვერავინ გაიგო, თუ რისი თქმა უნდოდათ და რა მიზანი ამოძრავებდათ. შევეცდები, როგორ იტყვიან, “დაღეჭილად” ავხსნა, თუ რას ემსახურებოდა მათ მიერ აგებული მეტად სულელური იდეური კონსტრუქცია. აქვე წინასწარ ვიტყვი, რომ მიზანი ორი კურდღლის დაჭერა იყო: ერთი ფინანსური- შევეიცარიის ბანკში გაყინული ივანიშვილის ფულის “გამოხსნა” და მეორე პოლიტიკური-“ომის მოსურნეების”(ოპოზიცია, უკრაინა, ევროპა-ამერიკა) მხილება და რუსეთისათვის პირობის მიცემა-ივანიშვილი ის კაცი არაა, ფულის( 500 მილიონი დოლარის) უკან დასაბრუნებლად ომი დაიწყოსო. ვერ ეღირსება “ომის პარტია”( ფართე გაგებით), ამასო, განაცხადა ივანიშვილის გამხმოვანებელმა კობახიძემ გუშინ პარლამენტში.

სად ომი და სად შვეიცარიაში გაყინული ფულიო, გაიფიქრებთ ალბათ. ასეთი აბსურდული რამ რომ მოიფიქრო, ხალხი იმდენად ბრიყვი უნდა გეგონოს, რომ ამას დაიჯერებს, ან თავად უნდა იყო ბრიყვი.

დავიწყოთ თავიდან.

ივანიშვილის მიერ დაქირავებულმა ლობისტურმა კომპანიამ გაავრცელა განცხადება, რომ ივანიშვილს ჩაგრავენ, რომ ჩაგვრის მიზანი არის პოლიტიკური. სწორედ ეს მოსაზრება განავრცო მეორე დღეს “ქართულმა ოცნებამ”.
რაში გამოიხატება ივანიშვილისადმი დისკრიმინაციული დამოკიდებულება? იმაში, რომ შვეიცარიული ბანკი არ აძლევს კუთვნილ ფულს. რატომ უნდა მისცეს? იმიტომ, რომ ეკუთვნის-სასამართლომ დაავალდებულა ბანკი, რომ დაუბრუნოს. წლების განმავლობაში ედავებოდა ივანიშვილი შვეიცარიულ ბანკს, რომ მისმა თაღლითმა თანამშრომელმა ასეულ მილიონობით დოლარი გაუნიავა( მოიპარა), სამართლიანად მოიგო მრავალწლიანი დავა, ამიტომ თავისი ჯარიმებიანად 500 მილიონი დოლარი უნდა დაებრუნებინა ბანკს.

ივანიშვილს უნდა ამ ავად სახსენებელ ბანკს დაეხსნას და აძლევს დავალებას, რომ სასამართლოს მიერ მიკუთვნებული ფულის ნაწილი სხვა ბანკში გადარიცხოს. ნაცვლად იმისა, რომ ეს დავალება მომენტალურად იქნას შესრულებული, ბანკი აჯანჯლებს პროცესს. ბოლოს, ერთი თვის დაგვიანებით, ამას მაინც აკეთებს. ივანიშვილი აძლევს მეორე დავალებას დარჩენილი ფულის გადასარიცხად. გადის ერთი თვე და ბანკი ისევ ითრევს ფეხს. ეს ის დროა, როცა დასავლეთმა რუს ოლიგარქებს სანქციები დაუწესა. ბანკი ეუბნება კლიენტს, რომ რაღაც ეჭვები არსებობს. რადგან ოლიგარქების ფულის გადარიცხვა აკრძალულია, ხომ არ ეხება ეს სანქცია მასაც? ეს პასუხობს, რუსეთის მოქალაქე არა ვარ, საქართველოს და საფრანგეთის პასპორტები მაქვსო. ბანკი ალბათ ეუბნება, რომ რუსი ოლიგარქობა შესაძლოა მხოლოდ პასპორტის წარმომავლობით კი არ განისაზღვრებოდეს, არამედ ფულის წარმომავლობითაცო. მოკლედ, ბანკი ყველა ხერხს ხმარობს, რომ ფულის დაბრუნება შეაფერხოს-ვინ იცის და მართლაც მოჰყვეს ეს ჩემი კლიენტი სანქციების ქვეშო.

კლიენტი ღელავს, ეჭვებში ვარდება, ხომ არ ურევია ამ ამბავში მტრების ხელიო. არც მეტი და არც ნაკლები, ამ მტრებში მოიაზრებს ამერიკას, უკრაინას და ყოვლისშემძლე ოპოზიციას:))

მტრების ამბავი გასაგებია. ახლა ომის ამბავიც ავხსნათ:))

ივანიშვილ-კობახიძის აზრით, ვიღაცებს უნდათ საქართველოს ომში ჩართვა. ამიტომ ზემოქმედებენ შევიცარიულ ბანკზე. ის უყინავს ანგარიშებს. მიხვდება რა ამას, ივანიშვილი უნდა დაბრუნდეს პოლიტიკაში, იწყებს ომს რუსეთის წინააღმდეგ, რომ დაამტკიცოს, რომ არ არის რუსი ოლიგარქი. უმტკიცებს რა დასავლეთს ერთგულებას, დასავლეთიც ავალებს შვეიცარიულ ბანკს, რომ დაუბრუნოს ფული. მაგრამ არააა, ეს ზღაპარი ამ სცენარით არ განვითარდება. არ დაბრუნდება ივანიშვილი, არ დაიწყება ომს, არ ჩააგდებს რაღაც 500 მილიონი დოლარისათვის განსაცდელში ქვეყანას. ათი ამდენი ისედაც აქვს და 500 მილიონი რა მოსატანია?:))

აი, ასეთი იყო ეს “როკ-ოპერა”:)

ვინმე ჭკუათმყოფელი დაიჯერებს ამას?

გაგრძელება მალე იქნება. ივანიშვილი თავად აპირებს ახალი განცხადების გაკეთებას.

მე კი ერთი კითხვა სერიოზულად დამებადა: შვეიცარიული ბანკი თავისთვის ჩალიჩობს, რომ ფული შეინარჩუნოს თუ მართლა აქვს მითითება “ზემოდან”, რომ “საკითხის გარკვევამდე” ივანიშვილის ფულები გაყინოს? ამაზე სწორი პასუხი მართლაც ძალიან, ძალიან განსხვავებული შედეგის მომტანი იქნება.
როგორც იტყვიან, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.“, - წერს რომან გოცირიძე.

ასევე საინტერესოა:

🔵 „მხსნელად მოსული ბიძინა ივანიშვილის იმიჯის შელახვა - ყველაფერი ეს არამეგობრული დასავლეთის პროექტია - ახლა გაიგეთ?“ - ლალი მოროშკინა

🔵 9 მაისს მოსკოვში თამარ გვერდწითელს არ უმღერია - არის მონტაჟი და თამარის ეს გამოსვლა შარშანდელია - რა ინფორმაცია ვრცელდება თამარ გვერდწითელის ფეისბუკგვერდზე

🔵 „ძალიან ლამაზი გამოდის, ბაღზე შემოხვეული ლამაზი სკოლა“ - რა ინფორმაციას ავრცელებს გიგა მაქარაშვილი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1785737770

მსოფლიო

პაკისტანში აფეთქებას 14 ადამიანი ემსხვერპლა

„ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში, პოლიციის განყოფილებასთან ტერორისტმა აფეთქება განახორციელა, რის შედეგადაც, დაღუპულია 14 ადამიანი, დაშავებულთა რიცხვი კი 18-ს აჭარბებს“, - ინფორმაციაზე Reuters იუწყება. ადგი...

14 ადამიანი ემსხვერპლა

1785736369

საზოგადოება

საქართველო 18 წლამდე ვაჟ ხელბურთელთა ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს

საქართველო 18 წლამდე ვაჟ ხელბურთელთა ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. ტურნირის გახსნის ცერემონიას სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ პლატონ კალ...

18 წლამდე ვაჟ ხელბურთელთა

1785735237

მსოფლიო

დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ირანთან მოლაპარაკებებს დღეს განაახლებს

„ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან მოლაპარაკებების პროცესი დღეს, შუადღის შემდეგ განახლდება“, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. ტრამპის თქმით, ირანული...

დონალდ ტრამპი

1785734041

მსოფლიო

ინდონეზიაში, ბორანზე ხანძრის შედეგად, ხუთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 41 დაკარგულად ითვლება

ინდონეზიაში, კუნძულ მადურას სანაპიროსთან, ბორანზე ხანძრის გაჩენის შემდეგ, ხუთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 41 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს. მედიის ცნო...

ინდონეზია

1785701535

ახალი ამბები

შიო მესამე: კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის წინამძღოლობის პერიოდში ვერცერთმა ქარიშხალმა ვერ შეარყია მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, ასე უდრეკად მიისწრაფოდა ის უფლისკენ და თან მიჰყავდა მთელი ერი

„კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის წინამძღოლობის პერიოდში ვერცერთმა ქარიშხალმა ვერ შეაშინა, ვერ შეარყია მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, ასე უდრეკად მიისწრაფოდა ის უფლისკენ და თან მიჰყავდა მთელი ერი, მართ...

შიო მესამე