„ჰო, ჩვენ უკრაინის ქალაქ ბუჩაში ავაშენებთ საბავშვო ბაღს!ავაშენოთ ჩვენ, ქართველმა ხალხმა“ - გიგა მაქარაშვილი ინიციატივით გამოდის
სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს:
„მზად ხართ კიდევ ერთი სიგიჟის დასაწყებად? მოდით, ბუჩაში საბავშვო ბაღი ავაშენოთ!
არაფერიც არ მოგესმათ, ჰო, ჩვენ უკრაინის ქალაქ ბუჩაში ავაშენებთ საბავშვო ბაღს.
ავაშენოთ ჩვენ, ქართველმა ხალხმა. ავუშენოთ ჩვენს დებსა და ძმებს უკრაინაში თანამედროვე, კომფორტული, ევროპული სტანდარტების საბავშვო ბაღი! რა გვჭირდება ამ სიგიჟის სისრულეში მოსაყვანად?
ზელენსკის ადმინისტრაციასთან კომუნიკაციაში რამდენიმე ადამიანი დაგვეხმარება, რათა ნებართვა მოგვცენ. და ნებართვა ჩვენ გვექნება, დამიჯერეთ ძალიან კარგი პროექტი, რომელსაც ყველაზე ყოჩაღი ქართველი არქიტექტორები შექმნიან! საუკეთესო ქართველი მშენებლები!
შენობას ჩვენი უნიჭიერესი არტისტები მოხატავენ, ქართულ-უკრაინული თემებით გვჭირდება ფული! ბევრი ფული, რომელსაც ბევრი ადამიანის მიერ ჩარიცხული მცირე თანხებით შევაგროვებთ!
უკვე ვხედავ ახალი, ფერადი, თანამედროვე საბავშვო ბაღის გახსნის დღეს და წარწერას შენობის შესასვლელში:
“ქართველი ხალხისგან - From the GEORGIAN PEOPLE”
რას იტყვით, ავაშენოთ?
პ.ს. თანხის შეგროვებას ნებართვის მიღებისა და პროექტის დამტკიცების შემდეგ დავიწყებთ!
თუ იდეა მოგეწონათ, მაშინ პირველი აგურის დადების დროა! პოსტის გავრცელებაში დაგვეხმარეთ, ბევრმა ნახოს.
ჩემო კარგო ქვეყანავ“, - წერს გიგა მახარაშვილი.
ასევე საინტერესოა:
1791391980
სპორტი„პირველ რიგში, მადლობელი ვარ ღმერთის, ასევე იმ ხალხის, ვინც ეს სამი თვე გვერდში მედგა“ - ტატო გრიგალაშვილი
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. 26 წლის ქართველმა ფინალში მასპინძელი ზელიმ ცკაევი დამატებით დროში დაამარცხა. შეჯიბრე...
1791390605
საზოგადოებაპრეზიდენტი: ერეკლე მეფის ცხოვრება გვახსენებს, ქვეყნის სამსახურში ყოფნა გამბედაობასთან ერთად მოითხოვს ქვეყნის გარშემო შექმნილი გეოპოლიტიკური მოცემულობების გააზრებას, ყველაზე რთულ ვითარებაში ეროვნული ინტერესების უზენაესობის დაცვას
მეფე ერეკლე II საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული სახელმწიფო მოღვაწეა, რომლის სახელიც ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლას, სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვასა და სამშობლოს წინაშე უზენაეს პას...
1791388697
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: არაკეთილმოსურნეები ცდილობენ, გადააფასონ და ეჭვქვეშ დააყენონ ერეკლე მეორის ღვაწლი. ის, რომ საქართველო არის თავისუფალი, სუვერენული, ევროპული ყაიდის ქრისტიანული სახელმწიფო, არის მკაფიო პასუხი ყველასთვის, ვინც ისტორიას სწორად ვერ აფასებს
ერეკლეს ეპოქა იყო ურთულესი ბრძოლა ქართველი ხალხის ფიზიკური და სულიერი გადარჩენისთვის, მამულის, ენისა და სარწმუნოების შენარჩუნებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ერ...
1791387329
სპორტიტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონია
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. 26 წლის ქართველმა ფინალში მასპინძელი ზელიმ ცკაევი დამატებით დროში დაამარცხა. აღსანი...
1791385727
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილმა ნაურუს პარლამენტის თავმჯდომარეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ნაურუს რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე მარკუს სტივენსს შეხვდა. საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ ეს ორი...

























