„ისინი დაუნდობლად ლანძღავენ და მიწასთან ასწორებენ მათ, ვინც გაბედავს საწინააღმდეგო აზრის გამოთქმას...“ - რას წერს მანანა მგალობლიშვილი აქციის მონაწილეებზე?
გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგი მანანა მგალობლიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.
როგორც იგი წერს, სოციალურ ქსელებში ადამიანების გარკვეული ჯგუფები სიძულვილის, დეზინფორმაციის და ისტერიული აგრესიის კომპანიას აწარმოებენ.
„24 საათის განმავლობაში სოციალურ ქსელებში, განსაკუთრებით კი ფეისბუკზე, ადამიანების გარკვეული ჯგუფები სიძულვილის, დეზინფორმაციის და ისტერიული აგრესიის კომპანიას აწარმოებენ.
ისინი დაუნდობლად ლანძღავენ და შეიძლება ითქვას მიწასთან ასწორებენ მათ, ვინც გაბედავს საწინააღმდეგო აზრის გამოთქმას, სწორედ ამიტომ ბევრი ერიდება სოციალურ ქსელში საკუთარი აზრის დაფიქსირებას და უბრალოდ დუმს. მაგრამ ამ „დუმილსაც” არ ჰპატიობენ და ახორციელებენ მათზე ზეწოლას, „მოღალატეებს”, „რუსეთის მონებს” უწოდებენ და პირდაპირ მიუთითებენ, რომ ამოეწერონ მათი „ფრენდებიდან” იმის გამო, რომ მათთვის სასურველ პოზიციას არ აფიქსირებენ.
არაა აუცილებელი, ადამიანს თავში ქვა ჩაარტყა, ან იარაღი დაუმიზნო, რისი გაიდეალიზირების და რომანტიზების მცდელობაც აქვთ სხვათა შორის ამ პირებს, აღნიშნული ქმედებებიც ადამიანებზე უხეში ძალადობა და სრულიად ამაზრზენი მოვლენაა.
მსგავსი აგრესია და სიძულვილის ენა მე არ მახსოვს არასდროს, მხოლოდ 90-იანი წლები, როცა ოჯახები იყო გახლეჩილი განსხვავებული აზრის გამო, მაგრამ ვთვლი, რომ მაშინ საბჭოთა წყობიდან ახლად გამოსული სამოქალაქო საზოგადოება გამოუცდელი და მოუმწიფებელი გახლდათ. ამდენი წლის შემდეგ კი ასე მგონია ისევ იმ წრეზე ვტრიალებთ და ნუთუ ოდნავ მაინც არ გავზრდილვართ და არ გავნათლებულვართ იმ დონეზე, რომ ერთმანეთი ასე მდაბიოდ არ ვლანძღოთ განსხვავებული აზრის გამო და გავიხსენოთ, რომ ევროპული ფასეულობების ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედი სწორედ სხვა ადამიანის აზრის პატივისცემაა“, - წერს მანანა მგალობლიშვილი.
1733325577
ახალი ამბებივალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 4 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8468 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8746 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...
1733322211
ახალი ამბებიდააკავეს პირი, რომელიც იმ ჩანაწერში ფიგურირებს, სადაც მსხვერპლის საჭიროებაზეა საუბარი
სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისში პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, სამართალდამცველები იმყოფებოდნენ ჯავახიშვილის 58 ნომერში, სადაც...
1733320252
სოციალური მედია„თუნდაც ერთი საათი რომ დაჰყვეს აქციაზე ეს უნდა აჩვენონ, მერე ჰპირდებიან ფულად საჩუქრებს“ - მოსწავლის მშობლის ვიდეომიმართვა
სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მოსწავლის მშობლის საგანგებო ვიდეომიმართვა ვრცელდება, სადაც იგი სხვა მშობლებს მიმართავს. მისი ინფორმაციით, კონკრეტული ადამიანები ბავშვებს ფულადი საჩუქრის სანაცვლოდ სთხოვენ აქცი...
1733319449
საზოგადოება„მე ვარ ორგანიზატორი და პასუხისმგებლობას ვიღებ ამ აქციებზე, ყველაფერი გვაქვს, რაც აქციისთვის საჭიროა - ძალიან ბევრი პარალონები, ფოიერვერკები, ამიტომ კიდევ შევიძენთ, მოვიტანთ და ზუსტად იმავეს გავაგრძელებთ, რასაც ვაკეთებდით“ - ელენე ხოშტარია
„ჩვენ აქ ნამდვილად გვაქვს აქციისთვის ძალიან ბევრი პარალონები, პლედები, ფოიერვერკები, სნიკერსები, კვერცხები, რომ ვესროლოთ პოლიციას, ყველაფერი, რაც საჭიროა იმისთვის, რომ იყოს პროტესტი“, - ამის შესახებ პ...
1733318146
ახალი ამბებისავარაუდოდ, ნიკა გვარამია დააკავეს
ოპოზიციური პარტიის „ახალი“ დამფუძნებელი, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია დააკავეს. გირჩი-დროას ოფისთან შსს-ის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, სადაც ჩხრეკა მიმდინარეობდა, რა დროსაც სიტყვიე...