იტალიელმა მეგობრებმა უცებ გადაიფიქრეს – სჯობს, არ შევიდეთ, არ არის სახარბიელო დიდხანს აქ ყოფნა, მიწა იშლებაო! – რას წერს მოქალაქე სოციალურ ქსელში

შოვის სტიქიას თავი აარიდეს იტალიელებმა. როგორც მოქალაქე სოციალურ ქსელში წერს ტურისტებს გზაზე ჩამოსული მიწა არ მოეწონათ და შოვისკენ აღარ გადაუხვიოს.
,,ეს ამბავი ერთ-ერთ პოსტზე ამ წამს დამიწერეს.. უცვლელად მომაქვს.
ერთი ფეხით გამოვასწარით ამ ტრაგედიას, სულ შემთხვევით. ვიყავით გონაში, ჩემმა იტალიელმა მეგობრებმა ნახეს იქ მიმდინარე სამუშაოები კაშხლის და აღნიშნეს, იმედია, იციან, რას აკეთებენ, ასეთ ზონაში ამხელა მიწების მოჭრა საშიშიაო. იქვე ვნახეთ რამხელა ხე-ტყის “ბიზნესი” გუგუნებდა და ღებში დავბინავდით. ღამით საშინელი სეტყვა, ქარი და წვიმა იყო, ჩაქრა შუქი, დაწყდა წყალი… დილით დიასახლისმა თქვა, სათავე გადაინგრეოდა, როგორც ყოველთვის და ალბათ, ახლა აკეთებენო. თან დასძინა, ადრე, როცა კაცები ომში იყვნენ, სათავე ქალებმა და ბავშვებმა ააშენეს, ის ისევ დგას და ამ ჩვენმა მუნიციპალიტეტმა ისე ვერ გამართა, რომ ყველა ასეთ ამინდზე უშუქოდ არ დავრჩეთო.
ზუსტად მაგ დილით დავტოვეთ ღები და გზად მაპში ჩავწერე შოვი, უნდა გადაგვეხვია. გზაში შევამჩნიეთ, რომ ასფალტი სავსე იყო მიწით და ამავე იტალიელმა მეგობრებმა უცებ გადაიფიქრეს – ჯობს, არ შევიდეთ, არ არის სახარბიელო დიდხანს აქ ყოფნა, მიწა იშლებაო! არ შევედით, თორემ ვეღარც გამოვიდოდით!
ხალხოოო, იტალიელი სტუმრები, საერთოდ არაგეოლოგები, არაპროფესიონალები, უცხოები მიხვდნენ, რომ საშიში იყო და რაღაც საეჭვოდ ბევრი მიწა იდო გზებზე, სად იყო მუნიციპალიტეტი?! სად იყო საერთოდ ის ხალხი, ვინც იქ ამხელა გათხრებს და სამუშაოებს აწარმოებს?! – წერს თეონა ჯიქია სოციალურ ქსელში.
შოვში სტიქია 3 აგვისტოს განვითარდა. ღვარცოფმა 18 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ამ დრომდე ვერ უკავშირდებიან დაკარგულ 20-მდე ადამიანს.
სტიქიის ზონაში სამაშველო- სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
წყარო: https://megatv.ge
მსგავს თემაზე:
1746775749
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ფაშიზმი იყო უდიდესი ბოროტება და ფაშიზმის დამარცხება არის ძალიან მნიშვნელოვანი - კიდევ ერთხელ ყველა ვეტერანს მინდა მივულოცო დღევანდელი დღე
ფაშიზმი იყო უდიდესი ბოროტება და ფაშიზმის დამარცხება არის ძალიან მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში განუც...
1746773929
ახალი ამბებილევან იოსელიანი საქართველოს მოსახლეობას ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლისთავს ულოცავს
საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საქართველოს მოსახლეობას ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლისთავს ულოცავს. „საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ულოცავს საქართველოს მოსახლეობას ფაშიზმზე გა...
1746771490
ახალი ამბებიმთავრობის განკარგულებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებმა ერთჯერადად 2000 ლარი, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრებმა 1000 ლარი მიიღეს
მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებმა ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების სახით - 2000 ლარი, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა...
1746770507
მსოფლიოტრამპმა უკრაინასა და რუსეთს 30-დღიანი უპირობო ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა: „თუ შეთანხმება არ იქნება დაცული, აშშ და მისი პარტნიორები დამატებით სანქციებს დააწესებენ“
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინასა და რუსეთს 30-დღიანი „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისკენ“ მოუწოდა. „რუსეთთან და უკრაინასთან მოლაპარაკებები გრძელდება. აშშ მხარეებს, იდეალურ შემთხვევაში, 30-დღიან უ...
1746769172
ახალი ამბებივლადიმერ ბოჟაძე: ოპოზიცია ემზადება არჩევნებისთვის, თუმცა ამის თქმას ჯერ ღიად ვერ ბედავენ - მათ გარდაუვალი მარცხი ელოდებათ
ოპოზიციას ელოდება გარდაუვალი მარცხი არა ქართული ოცნებისგან, არამედ ქართველი ხალხისგან, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვლადი...