„ჯერ რუსულად დავუწყე ყვირილი, მთელი ტანი მიცახცახებდა სიბრაზისგან, მერე არ ვიცი რა დამემართა, ალბათ დავიღალე და ტირილი წამსკდა“ - მირანდა თოდუა

საფრანგეთში მცხოვრები ჟურნალისტი, მირანდა თოდუა, სოციალურ ქსელში, დღეს იტალიიდან, საფრანგეთში საჰაერო მგზავრობისას მომხდარი ამბის შესახებ წერს. 

განვითარებული მოვლენების ირგვლივ გაჩენილი მაღალი სოციალური ტემპერატურით, განსაკუთრებით და ლოგიკური მიზეზის გამო, ქართველ ერი გამოირჩევა. მირანდა თოდუა, ერთ-ერთი მათგანია, რომელმაც სრული სიზუსტით და ემოციით გადმოგვცა ის ისტორია, რაც თვითმფრინავში მოხდა.  

„დღეს ნაპოლიდან მოვფრინავდი ნიცაში. ჩემთან ერთად, ორი რუსი წყვილი მგზავრობდა. ალბათ, 30 წლისები იქნებოდნენ. ჯერ ჩემოდნების ჩაბარების დროს მიიქციეს ჩემი ყურადღება. გადამასწრეს ისე, რომ არ ითხოვეს ნებართვა და არ მომიბოდიშეს. ძალიან მშვიდად შევაჩერე და ავუხსენი, რომ ჩემი რიგი იყო. ნუ ,,შემამკეს” მესმოდა, მაგრამ მე იტალიურად განვაგრძობდი მშვიდ საუბარს. როგორც იქნა აბზიკეს ცხვირები და დადგნენ ჩემს უკან.
იტალიელმა გადმომიჩურჩულა ამათ მსოფლიო თავისი ჰგონიათო? (და თან ნაპოლიტანურად შეუკურთხა. სახის გამომეტყველებაზე მივხვდი)

ჩავსხედით თვითმფრინავში. მესმის მათი საუბარი. უყურებენ ომის კადრებს.
- „იმ იშო ნე პაპალო კაკ ნადა. ნადა ბოლეე ჟოსტკაა. ნადა უნიჩტოჟით ეტიხ ხახლოф“- ეს სიტყვები ხმამაღლა და გაწელილად წამოიწიკვინა ერთ-ერთმა და რა თქმა უნდა, სამივემ აიტაცა ოვაციებით. მორთეს ხორხოცი.
არ ვიცი რა დამემართა, არ ვიცი, როგორ ამომხდა ისეთი ხმა.
ჯერ რუსულად დავუწყე ყვირილი, თავს ვერანაირად ვეღარ გავუწიე ვერანაირი კონტროლი. მთელი ტანი მიცახცახებდა სიბრაზისგან...
მერე მომინდა ყველასთვის გამეგებინებინა ჩემი სკანდალის მიზეზი. ყველა სიტყვა, რომელიც ერთმანეთში ილაპარაკეს ჯერ იტალიელებს ვუთარგმნე, მერე ფრანგებს, ინგლისელებს. ტელეფონში ჩავრთე ხერსონის კადრები.
ყველას სათითაოდ ცხვირწინ მივუტანეე.
- მეთქი ჩემს მიწასაც ეპოტინებიან.
მშვიდი ცხოვრების უფლებას არ გვაძლევენ!!! თქვე ველურებო, რად გინდათ ამდენი მიწა?
მე ქართველი ვარ და არ მინდა ომი, მაგრამ არ მოგცემთ ჩემს მიწას - მეთქი!
მერე არ ვიცი რა დამემართა, ალბათ დავიღალე და ტირილი წამსკდა. ისე ვქვითინებდი ხელებში თავჩარგული და სიბრაზისაგან კბილებს ვაჭრიალებდი.
სულ თუ ჩამხსნიდნენ რეისიდან აღარ მადარდებდა.

პირველები იტალიელები აიშალნენ. მართლა ასე ფიქრობთო? ვასიები გამოიჯგიმნენ, - კიო.
იქ იტალიელებმა (ნაპოლელებმა) ისეთი ,,წაუშინეს", გაასწორეს მიწასთან. „ვაფანკულო“, წადით თქვენს ქვეყანაში, ტურისტებადაც აღარ გვინდიხართო, არ გვინდა არც თქვენი ფულებიო, იქ შეითხარეთო.

ფრანგები და ინგლისელები უფრო ,,მოგუდულად", მაგრამ მაინც აჰყვნენ, ჩვეული სიდარბაისლით გადარეულ იტალიელებს და თვითმფრინავის დატოვება მოსთხოვეს ოთხივეს.
დაახლოებით, ოცი წუთი გაგრძელდა ეს ალიაქოთი.
ბოლოს, შეუცვალეს ადგილები და გადაუძახეს თვითმფრინავის კუდისკენ ,, ფერწასულ" ინდაურებს და ხმის ამოღება ,,აუკრძალეს".

თითქმის ოცი წელია ევროპაში ვცხოვრობ და მე მსგავსი, მართლა არაფერი მინახავს. წესით და კანონით მე ვიყავი დამნაშავე და დებოშის მომწყობი. მეგონა, ავიაკომპანია გაფრთხილების ბარათს მომცემდა ან სიტყვიერ შენიშნვას.
მაგრამ, ნურას უკაცრავად.
თვითმფრინავიდან გამოსვლისას
გადამეხვია სამივე ბორტამცილებელი და მითხრეს, რომ ყველაფერი იქნებოდა კარგად!
მეც მინდა მჯეროდეს!!!!
ყველაფერი იქნება კარგად!!!!!!!
5 მარტი. 2022 წელი
საფრანგეთი“ - წერს მირანდა თოდუა. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📌 იტალიამ უკვე 11 323 უკრაინელი დევნილი მიიღო

📌 „დედაჩემი ერთ-ერთი მათგანი იყო, ვინც ომში წავიდა, გაიპარა“ - სოციალური მედია

📌 "ავდგეთ და მივაქირავოთ 2008 წლის ომის მერე აშენებული სახლები დევნილთა დასახლებებში" - ფეისბუკმომხმარებელი რუს "ლტოლვილთა" ნაკადზე

📌 "მინდა გაგიცრუოთ იმედები - ქეთა ამ კონცერტზე პირადი პრობლემის გამო არ იღებს მონაწილეობას!" – ნატო დუმბაძე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792857325

ახალი ამბები

გიორგი სოსიაშვილი აზიის მეცნიერებათა აკადემიის სრულუფლებიანი წევრი, აკადემიკოსი გახდა

 საქართველოს პარლამენტის წევრს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს გიორგი სოსიაშვილს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ქალაქ სანიაში, აზიის მეცნიერებათა აკადემიის ა...

გიორგი სოსიაშვილი აზიის მეცნიერებათა აკადემიის სრულუფლებიანი წევრი, აკადემიკოსი გახდა

1792851878

სპორტი

დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილი ანჟეს გრან-პრის ვერცხლის მედლის მფლობელი

 დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილი ანჟეს გრან-პრის ვერხლის მედლის მფლობელია. ქართულმა წყვილმა რიტმულ ცეკვაში 77,90 ქულა დააგროვა, თავისუფალ ცეკვაში - 116,03, ორი პროგრამის ჯამში კი 193,93 ქულა მ...

დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილი ანჟეს გრან-პრის ვერცხლის მედლის მფლობელი

1792848889

ახალი ამბები

სამების ტაძარში გიორგი ნემსაძის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა

სამების საკათედრო ტაძარში გიორგი ნემსაძის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. მის ხსოვნას პატივი მიაგეს პრეზიდენტმა, დედაქალაქის მერმა, სპორტის მინისტრმა, მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებმა, ვეტერანმა ფეხბუ...

 გიორგი ნემსაძის სამოქალაქო პანაშვიდი

1792845967

სპორტი

ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ყაზახეთში, ალმათიში მიმდინარე ATP-ს 250-ქულიანი ტურნირის 1/2-ფინალში ბერძენი სტეფანოს ციციპასი სამ სეტში – 6:4, 6:7, 6:3 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა. პირველ სეტში ბასილაშ...

ნიკოლოზ ბასილაშვილი

1792843347

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი ევრობიუროკრატებზე: გადახედონ აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის განცხადებებს ევროპის მიმართ, თავის თავს მიხედოს ამ ხალხმა

„გადახედონ ყველაზე სტრატეგიული ქვეყნის, აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის განცხადებებს ევროპის მიმართ. თავის თავს მიხედოს ამ ხალხმა, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გ...

გურამ მაჭარაშვილი