ხათუნა ხოფერია: „20 ივნისს დაანონსდა ნაცსექტის აქცია, რომლის მთავარი ორგანიზატორი ახალგაზრდა "ნაციონალების" ორი დაჯგუფებაა“

პარლამენტის ყოფილი წევრი ხათუნა ხოფერია, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს და წერს, 20 ივნისს დაანონსდა ნაცსექტის აქცია, რომლის მთავარი ორგანიზატორი ახალგაზრდა "ნაციონალების" ორი დაჯგუფებაა.

"ბაკურიანის შეხვედრიდან- ევროპარლამენტის რეზოლუციამდე... და მას შემდეგ....
6-8 აპრილს ბაკურიანის  Rooms Kokhta-ში ჩატარდა შეხვედრა, რომელსაც (პირდაპირ ვიტყვი, რადგან აღარ არის  მოკრძალებული სახელების  შერჩევის დრო) საქართველოს მტრები ესწრებოდნენ. კერძოდ- ხატია დეკანოიძე, ბათუ ქუთელია, ზურაბ ჯაფარიძე და  სხვები. ამ შეხვედრის მთავარი გმირი, მთავარი მოქმედი პირი, ტრენერი და მოდერატორი იყო პიტერ აკერმანი - ამერიკელი პოლიტტექნოლოგი, რომლის უშუალო ჩარევით მოხდა  ბოლივიის პრეზიდენტის ევო მორალესისა და იუგოსლავიის პრეზიდენტის სლობოდან მილოშევიჩის დამხობა.

ბაკურიანის "სხადნიაკის" გარშემო მრავალი ვერსია და ვარაუდი გავრცელდა, მაგრამ ევროპარლამენტის ე.წ. რეზოლუციამ  მათი შავ- ბნელი სურვილები სააშკარაოზე გამოიტანა.  ბაკურიანში დაგეგმილს, ევროპაში დაწერილმა რეზოლუციამ ხორცი შეასხა.
20 ივნისს დაანონსდა ნაცსექტის აქცია, რომლის მთავარი ორგანიზატორი ახალგაზრდა ნაციონალების ორი დაჯგუფებაა. პირველი, „სირცხვილია,“ უკვე ყველასთვის კარგად  ცნობილი ორგანიზაცია, რომლის არსებობა მართლაც სირცხვილია და  მეორე დაჯგუფება- „ტალღა“ რომელიც სწორედ ბაკურიანის შეკრებაზე შექმნეს დაახლოებით ისე და იმ მიზნებისთვის, როგორც თავის დროზე შექმნეს  ავად სახსენებელი  "კმარა".

ევროპარლამენტის რეზოლუციამ შავით თეთრზე ჩამოაყალიბა მთავარი მოთხოვნა - გაათავისუფლონ სააკაშვილი და გვარამია!

შემდეგი ნაბიჯები ადვილად მისახვედრია- აგრესიული აქციები და არეულობა ქვეყანაში! ომი და შიმშილი საქართველოში!

და კიდევ ორი რამ! მთავარი და თეთრი ძაფით ნაკერი :

1. ბიძინა ივანიშვილის ჩათრევა ამ პროცესებში! მისი დასჯის მიზნით!

2. ხელისუფლების დამხობა!

ვფიქრობ, საზოგადოება უკვე კარგად ხვდება, საიდან იმართება ეს პროცესები! ჩვენი ქვეყნისთვის სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე გამავალი მოვლენები.

ახლა უკრაინაში მიმდინარე ომს გადავხედოთ და ამ გადმოსახედიდან შევაფასოთ ევროკავშირის დამოუკიდებლობის ხარისხი.

დიახ, ის ნულის ტოლია! ზუსტად ისევე, როგორც უკრაინის და უკრაინის ხელისუფლების! ანუ მისი სუვერენიტეტი ზუსტად ნულის ტოლია.

ყველაფერი ისევ ამერიკის ხელიდან იმართება!

ამერიკა, უკრაინის ომით, უკრაინისა და რუსეთის შემდეგ, ყველაზე მეტად სწორედ ევროპას აზარალებს. 2008 და 2014 წლების ომებითაც, საქართველოს, უკრაინისა და რუსეთის შემდეგ, ეკონომიკურად და პოლიტიკურად, ყველაზე მეტად ხომ სწორედ ევროპა დაზარალდა.

დიახ, ჩემო კარგებო, ჩვენ არ ვცდებით როდესაც ვფიქრობთ, რომ

2008 წელსაც ტერიტორიების 20 პროცენტი რუსეთისთვის სწორედ ამერიკელებმა ჩაგვაბარებინეს, რითაც, ერთი მხრივ, რუსეთის იმიჯი დააზიანეს და მეორე მხრივ, ევროპის ეკონომიკას უმძიმესი დარტყმა მიაყენეს. 
ფაქტია, რომ მაშინ ამერიკელებმა ზემოთ თქმულ ორივე მიზანს წარმატებით მიაღწიეს. 

და რაოდენ სამწუხარო და დამამცირებელია ის, რომ დღესაც, მეორე ფრონტისკენ ზუსტად იგივე მიზნით გვექაჩებიან. უნდათ, რომ რუსეთის იმიჯს კიდევ უფრო მძიმე ზიანი მიაყენონ და უკრაინაში სამხედრო წინსვლა მცირედით მაინც გაურთულონ.

საქართველო?

რას მოუტანს მეორე ფრონტი საქართველოს?

ეს მათ საერთოდ არ აღელვებთ.

ამერიკისთვის უკრაინასაც და საქართველოსაც საზარბაზნე ხორცზე მეტი ფასი არა აქვს.

P.S.
მადლობა ღმერთს, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლების აყირავება და საკუთარი აგენტურით მისი ჩანაცვლება ვერ მოახერხეს, თორემ დღეს უკრაინაზე ბევრად უფრო მძიმე დღეში ვიქნებოდით.

არ არსებობს მშვიდობაზე უფრო დიდი ბედნიერება!

არ არსებობს სამშვიდობო პოლიტიკაზე უფრო გონივრული პოლიტიკა!

ღმერთი ჩვენკენ!

საქართველო უპირველეს ყოვლისა!" - წერს ხათუნა ხოფერია.

ასევე წაიკითხეთ:

🔵 დიღმის მასივში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნილია - პოლიციამ 2 პირი დააკავა

🔵 "ყველაფერს აეხდება ფარდა, ვიტყვით რეალურად რა ხდება" - კახი კალაძეც

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794079367

მსოფლიო

კრაკოვში სროლის შედეგად დაღუპული ადამიანების რიცხვი 6-მდე გაიზარდა, 12 კი კრიტიკულ მდგომარეობაშია - დაჭრილია თავდამსხმელიც

კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპული ადამიანების რიცხვი 6-მდე გაიზარდა, 12 დაშავებული კი  კრიტიკულ მდგომარეობაშია. ინფორმაციას Polsat News-ი ავრცელებს. მალოპოლსკის საევოვოდოს გუბერნატორის იან კლეჩ...

კრაკოვში სროლის შედეგად

1794077884

ახალი ამბები

გოგა ხაინდრავა 7 ნოემბერზე: მე იმათ მაგივრად მრცხვენია, ვინც იმ ღამეს „იმედში“ იყვნენ და დღეს სააკაშვილთან ერთად ებრძვიან იმას, რასაც „იმედი“ იცავს

მე იმათ მაგივრად მრცხვენია, ვინც იმ ღამეს „იმედში“ იყვნენ და დღეს სააკაშვილთან ერთად ებრძვიან იმას, რასაც იცავს „იმედი“, - განაცხადა რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „ღია ეთერი“ 2007 წლის 7 ნოემბრ...

კინორეჟისორი

1794075568

მსოფლიო

პარიზსა და საფრანგეთის სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში და ქვეყნის სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. ფრანგული მედიის თანახმად, პარიზში მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო, მოგვიანებით...

 საპროტესტო აქციები

1794074400

ახალი ამბები

გოგა ხაინდრავა: 2007 წლის 2 ნოემბერს გრანდიოზულ მიტინგზე ნათელი გახდა, რომ საქართველო არ შეეგუებოდა ბოროტების ბოგინს

2007 წლის 2 ნოემბერს გრანდიოზულ მიტინგზე ნათელი გახდა, რომ საქართველო არ შეეგუებოდა ბოროტების ბოგინს, თუ თვლიდნენ რომ სახელმწიფო იყო გადასარჩენი 2 ნოემბერს იყო გადასარჩენი და არა 7 ნოემბერს. 7 ნოემბერ...

გოგა ხაინდრავა

1794071424

ახალი ამბები

მსოფლიო რაგბის ერთა თასზე საქართველოს ნაკრებმა კანადა დაამარცხა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო რაგბის 2026 წლის ერთა თასის ნოემბრის ეტაპის პირველ მატჩში „ავჭალის“ სტადიონზე კანადის ნაკრები დაამარცხა. საქართველო – კანადა 59:14 პირველ ტაიმში ქართველმა მორაგბ...

საქართველოს ნაკრებ