ირაკლი კობახიძე: უაღრესად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების განვითარებას, ძალიან მზარდია ეკონომიკური თანამშრომლობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და საქართველოს შორის, რაც ასახულია კონკრეტულ მონაცემებში

„ჩვენ უაღრესად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების განვითარებას, მოხარული ვართ, რომ განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ძალიან მზარდია ეკონომიკური თანამშრომლობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და საქართველოს შორის, რაც ასახულია კონკრეტულ მონაცემებში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოსა და ჩინეთის ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ძალიან სწრაფად იზრდება ორმხრივი ვაჭრობა და ინვესტიციები ჩინეთიდან საქართველოში და ამისთვის მომავალშიც ყველაფერი გაკეთდება.

„ჩვენ მომავალშიც შევქმნით ყველა პირობას იმისათვის, რომ ჩინურმა ბიზნესმა მაქსიმალურად წარმატებულად იმუშაოს ჩვენს ქვეყანაში. მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ კიდევ უფრო მეტად გავაღრმაოთ სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობა ორ ქვეყანას შორის. მოხარული ვართ, რომ გვაქვს ძალიან მჭიდრო პოლიტიკური პარტნიორობა. ჩვენ რამდენიმე წლის წინ ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას და სულ ცოტა ხნის წინ ხელი მოვაწერეთ ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას. ყველა ის შედეგი, რაზეც ვსაუბრობთ, ამ პოლიტიკური თანამშრომლობის კონკრეტული გამოხატულებაა. თუმცა, ჩვენ არ გვინდა, გავჩერდეთ დღემდე მიღწეულზე. გვინდა, კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ ჩვენს ქვეყნებს შორის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა, მეგობრობა ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის და რა თქმა უნდა, ბატონი ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში ხელს შეუწყობს ჩვენი ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარებას“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794075568

მსოფლიო

პარიზსა და საფრანგეთის სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში და ქვეყნის სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. ფრანგული მედიის თანახმად, პარიზში მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო, მოგვიანებით...

 საპროტესტო აქციები

1794074400

ახალი ამბები

გოგა ხაინდრავა: 2007 წლის 2 ნოემბერს გრანდიოზულ მიტინგზე ნათელი გახდა, რომ საქართველო არ შეეგუებოდა ბოროტების ბოგინს

2007 წლის 2 ნოემბერს გრანდიოზულ მიტინგზე ნათელი გახდა, რომ საქართველო არ შეეგუებოდა ბოროტების ბოგინს, თუ თვლიდნენ რომ სახელმწიფო იყო გადასარჩენი 2 ნოემბერს იყო გადასარჩენი და არა 7 ნოემბერს. 7 ნოემბერ...

გოგა ხაინდრავა

1794071424

ახალი ამბები

მსოფლიო რაგბის ერთა თასზე საქართველოს ნაკრებმა კანადა დაამარცხა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო რაგბის 2026 წლის ერთა თასის ნოემბრის ეტაპის პირველ მატჩში „ავჭალის“ სტადიონზე კანადის ნაკრები დაამარცხა. საქართველო – კანადა 59:14 პირველ ტაიმში ქართველმა მორაგბ...

საქართველოს ნაკრებ

1794069132

მსოფლიო

კრაკოვის ცენტრში სროლა იყო - არიან დაღუპულები და დაშავებულები

კრაკოვის ცენტრში სროლა იყო, არიან დაღუპულები და დაშავებულები. აღნიშნულ ინფორმაციას პოლონური მედია ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. ამავე ცნობით, დაღუპულია ორი ადამიანი. კრაკოვის პოლიციის გან...

კრაკოვის ცენტრში

1794065732

ახალი ამბები

პროკურატურამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ საგარეჯოს  მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. საგამოძიებო უწყების ცნო...

პროკურატურაპროკურატურა