გერმანიის თავდაცვის მინისტრი: უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა დიდწილად პუტინის პოზიციაზე და ტრამპის შემდგომ ნაბიჯებზეა დამოკიდებული
გერმანიის თავდაცვის მინისტრს ბორის პისტორიუს არ აქვს მოლოდინი, რომ რუსეთ-უკრაინის ომი უახლოეს მომავალში დასრულდება. ამის შესახებ უკრაინული მედია გერმანულ მედიაზე დაყრდნობით წერს.
პისტორიუსის თქმით, ცეცხლის შეწყვეტის პერსპექტივები დიდწილად დამოკიდებულია რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პოზიციაზე და აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შემდგომ ნაბიჯებზე.
ამავდროულად, გერმანიის თავდაცვის მინისტრი ამერიკული ძალისხმევის სწრაფი შედეგების მიღწევის შესაძლებლობის მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი.
„ბოლო რამდენიმე თვის მოვლენები არ იძლევა იმედის საფუძველს, რომ ტრამპის მიდგომა სწრაფად გამოიწვევს ცეცხლის შეწყვეტას“, - განაცხადა პისტორიუსმა.
ინფორმაციისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაადასტურა, რომ 10 ნოემბერს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში რუსეთის, აშშ-ისა და უკრაინის მონაწილეობით სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება.
„მომავალ კვირას, სამშაბათს [10 ნოემბერს], არაბთა გაერთიანებულ საამიროებში უკრაინის საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებების დაწყებაა დაგეგმილი, რისთვისაც არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელმძღვანელობის მადლიერი ვართ“, - განაცხადა პუტინმა უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან შეხვედრაზე.
1794069132
მსოფლიოკრაკოვის ცენტრში სროლა იყო - არიან დაღუპულები და დაშავებულები
კრაკოვის ცენტრში სროლა იყო, არიან დაღუპულები და დაშავებულები. აღნიშნულ ინფორმაციას პოლონური მედია ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. ამავე ცნობით, დაღუპულია ორი ადამიანი. კრაკოვის პოლიციის გან...
1794065732
ახალი ამბებიპროკურატურამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. საგამოძიებო უწყების ცნო...
1794065199
ახალი ამბებიშანხაიში ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე, საქართველოს პავილიონთან რიგი დგას, ჩემთვის ეს იმის კარგი ნიშანია, რომ ჩინეთში საქართველოსა და ქართული პროდუქციის მიმართ ინტერესი სულ უფრო იზრდება - ნიკოლოზ მეტრეველი
„შანხაიში, ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე, საქართველოს პავილიონთან რიგი დგას. ჩემთვის ეს იმის კარგი ნიშანია, რომ ჩინეთში საქართველოსა და ქართული პროდუქციის მიმართ ინტერესი სულ უფრო იზრდება“,...
1794064410
ახალი ამბებისამი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა - ავარია მარნეული-სადახლოს გზაზე
მარნეული-სადახლოს საავტომობილო გზის წერეთლის მონაკვეთზე ჯაჭვური ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძღოლებმა სხვ...
1794063248
ახალი ამბებილადო სადღობელაშვილი: სწორად დაგეგმილი ეკონომიკური პოლიტიკა და ქართული კომპანიების საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციონირება მხოლოდ თეორიული კონცეფცია არ არის, ეს არის კონკრეტული, გაზომვადი შედეგები
„სწორად დაგეგმილი ეკონომიკური პოლიტიკა და ქართული კომპანიების საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციონირება მხოლოდ თეორიული კონცეფცია არ არის, ეს არის კონკრეტული, გაზომვადი შედეგები, რომელსაც ქართული ბიზნესი გ...































