საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ორი ქვეყნის ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდნენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი საქართველოსა და ჩინეთის ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
ოფიციალურ მიღებაზე, რომელიც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართა, ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობასა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის.
„ჩვენ განსაკუთრებულზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების განვითარებას. მოხარული ვართ, რომ განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ძალიან მზარდია ეკონომიკური თანამშრომლობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და საქართველოს შორის, რაც ასახულია კონკრეტულ მონაცემებში. ძალიან სწრაფად იზრდება ვაჭრობა და იზრდება ინვესტიციები ჩინეთიდან საქართველოში. ჩვენ მომავალშიც შევქმნით ყველა პირობას იმისათვის, რომ ჩინურმა ბიზნესმა მაქსიმალურად წარმატებულად იმუშაოს ჩვენს ქვეყანაში. მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ კიდევ უფრო მეტად გავაღრმაოთ სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობა ორ ქვეყანას შორის. მოხარული ვართ, რომ გვაქვს ძალიან მჭიდრო პოლიტიკური პარტნიორობა. ჩვენ რამდენიმე წლის წინ ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას და სულ ცოტა ხნის წინ - ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას. ყველა ის შედეგი, რომლებზეც ვსაუბრობთ, ამ პოლიტიკური თანამშრომლობის კონკრეტული გამოხატულებაა. თუმცა ჩვენ არ გვინდა გავჩერდეთ დღემდე მიღწეულზე. ჩვენ გვინდა, კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ ჩვენს ქვეყნებს შორის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა, მეგობრობა ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის და რა თქმა უნდა, ბატონი ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში ხელს შეუწყობს ჩვენი ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ჩინეთსა და საქართველოს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტმა ხან ჭენგმა და სავაჭრო ურთიერთობების ზრდის მასშტაბზე ისაუბრა.
„ჩინეთი და საქართველო უძველესი ისტორიისა და ცივილიზაციის მქონე სახელმწიფოები არიან. დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება, ხოლო სხვადასხვა სფეროში პრაქტიკულმა თანამშრომლობამ მნიშვნელოვანი შედეგები გამოიღო. მიმდინარე წლის ივნისში ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა და საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ერთობლივად გამოაცხადეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე აყვანის შესახებ. ამ გადაწყვეტილებამ ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარებისთვის ახალი პერსპექტივები გახსნა. მე მქონდა შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრთან.
ეს შეხვედრები იყო უაღრესად გულწრფელი, მეგობრული და შედეგიანი. საქართველოს ხელმძღვანელობისა და საზოგადოების სხვადასხვა წრის წარმომადგენლების ენთუზიაზმმა ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარების მიმართ ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მნიშვნელოვანი სტიმული მოგვცა. დღეს, როდესაც გლობალური პოლიტიკური და ეკონომიკური წესრიგი ღრმა და კომპლექსურ ცვლილებებს განიცდის, ქვეყნების განვითარებისა და საერთაშორისო თავისუფალი ვაჭრობის წინაშე არსებული გამოწვევები სულ უფრო იზრდება. ამ ვითარებაში თანამშრომლობის გაძლიერება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება და ამავდროულად მეტ შორსმჭვრეტელობას მოითხოვს. ბოლო წლებში ჩინეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობების მასშტაბი სტაბილურად იზრდება, ხოლო საინვესტიციო თანამშრომლობის სფეროები მუდმივად ფართოვდება.
მაღალი ხარისხის ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია სულ უფრო აქტიურად შედის ჩინეთის ბაზარზე. ასევე ჩინური წარმოების პროდუქცია, განსაკუთრებით განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე ავტომობილები, საქართველოს მოსახლეობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ჩინეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაში. მიმდინარე წლის აპრილში ჩვენმა ქვეყნებმა ოფიციალურად მოაწერეს ხელი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განახლების შესახებ ოქმს. ამით ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა. ჩვენ მზად ვართ, შევიძინოთ კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის ქართული პროდუქცია და ხელი შევუწყოთ ვაჭრობის ოპტიმიზაციასა და განვითარებას. ჩვენ მხარს დავუჭერთ ძლიერ და კონკურენტუნარიან ჩინურ კომპანიებს, რათა მათ თანმიმდევრულად განახორციელონ ინვესტიციები საქართველოში და გააფართოონ ადგილობრივ ბაზარზე საქმიანობა. ჩვენ უნდა შევქმნათ ხელსაყრელი გარემო ორი ქვეყნის კომპანიებს შორის თანამშრომლობისთვის. იმედი მაქვს, ჩინეთისა და საქართველოს ბიზნესსაზოგადოებების წარმომადგენლები მომავალშიც აქტიურად შეასრულებენ დამაკავშირებელი ხიდისა და მეგობრობის განმტკიცების ფუნქციას“, - განაცხადა ხან ჭენგმა.
საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების დინამიკაზე ისაუბრა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.
ღონისძიებაზე, რომელიც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ გახსნა, ასევე სიტყვით გამოვიდა ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს თავმჯდომარე ჟენ ხუნგპინი.
ოფიციალურ მიღებას საქართველოსა და ჩინეთის ბიზნესწრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.
1794074400
ახალი ამბებიგოგა ხაინდრავა: 2007 წლის 2 ნოემბერს გრანდიოზულ მიტინგზე ნათელი გახდა, რომ საქართველო არ შეეგუებოდა ბოროტების ბოგინს
2007 წლის 2 ნოემბერს გრანდიოზულ მიტინგზე ნათელი გახდა, რომ საქართველო არ შეეგუებოდა ბოროტების ბოგინს, თუ თვლიდნენ რომ სახელმწიფო იყო გადასარჩენი 2 ნოემბერს იყო გადასარჩენი და არა 7 ნოემბერს. 7 ნოემბერ...
1794071424
ახალი ამბებიმსოფლიო რაგბის ერთა თასზე საქართველოს ნაკრებმა კანადა დაამარცხა
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო რაგბის 2026 წლის ერთა თასის ნოემბრის ეტაპის პირველ მატჩში „ავჭალის“ სტადიონზე კანადის ნაკრები დაამარცხა. საქართველო – კანადა 59:14 პირველ ტაიმში ქართველმა მორაგბ...
1794069132
მსოფლიოკრაკოვის ცენტრში სროლა იყო - არიან დაღუპულები და დაშავებულები
კრაკოვის ცენტრში სროლა იყო, არიან დაღუპულები და დაშავებულები. აღნიშნულ ინფორმაციას პოლონური მედია ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. ამავე ცნობით, დაღუპულია ორი ადამიანი. კრაკოვის პოლიციის გან...
1794065732
ახალი ამბებიპროკურატურამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. საგამოძიებო უწყების ცნო...
1794065199
ახალი ამბებიშანხაიში ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე, საქართველოს პავილიონთან რიგი დგას, ჩემთვის ეს იმის კარგი ნიშანია, რომ ჩინეთში საქართველოსა და ქართული პროდუქციის მიმართ ინტერესი სულ უფრო იზრდება - ნიკოლოზ მეტრეველი
„შანხაიში, ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე, საქართველოს პავილიონთან რიგი დგას. ჩემთვის ეს იმის კარგი ნიშანია, რომ ჩინეთში საქართველოსა და ქართული პროდუქციის მიმართ ინტერესი სულ უფრო იზრდება“,...































