„მადლობა უკრაინა! შენი დამსახურებაა, რომ ხვალ ახალი ეპოქა იწყება მსოფლიო პოლიტიკაში“ - ზურაბ გურული

„მადლობა უკრაინა! შენი დამსახურებაა, რომ ხვალ ახალი ეპოქა იწყება მსოფლიო პოლიტიკაში. შენ უკვე გაიმარჯვე! შენ ჩვენთვისაც გაიმარჯვე!“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ზურა გურული წერს.

„ვუყურებ ამერიკის პრეზიდენტის ტრადიციულ მიმართვას ამერიკელი ხალხის მიმართ და მიჭირს დაჯერება, რომ ეს ტექსტი ამ ტრიბუნიდან მესმის. ძალიან ძლიერი გამოსვლაა.

უკვე მჯერა, რომ პირადად პუტინის და პუტინის რუსეთის ეპოქა დასრულებულია. არც ეს ბოროტი, ბნელი ქვეყანა და არც მისი ლიდერი აღარ განიხილება ცივილიზებული მსოფლიოს ნაწილად. დღეიდან ამერიკის ცა ჩაიკეტა რუსული თვითმფრინავებისათვის.

უკრაინელი ხალხის გასაოცარმა სიმამაცემ და მათი ლიდერის მშვიდმა, გონივრულმა პრინციპულობამ მსოფლიო შეძრა და ცვლილება აიძულა. რუსეთი საოცრად მწარე გაკვეთილს მიიღებს ყველა იმ ბოროტებისათვის, რომელიც თავისი უდანაშაულო მეზობლების და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩაიდინა. როგორც ჩანს, ამერიკამ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება. "თუ დიქტატორს არ შევაჩერებთ, ის გააგრძელებს წინსვლას" - ეს მხოლოდ წინადადება არ გახლავთ, ეს ვერდიქტია, განაჩენია, გამოტანილი თავისუფალი სამყაროს ლიდერი სახელმწიფოს მიერ.

დარწმუნებული ვარ, ამ გამოსვლას უსმენენ ალყაშემორტყმულ უკრაინულ ქალაქებში და მერე, გაათმაგებული შემართებით გააგრძელებენ ბრძოლას მტრის წინააღმდეგ. სიმამაცე, გონიერება და ღირსება - თუ ეს სამივე კომპონენტი ერთად არ ახლავს თავისუფლებისათვის ბრძოლას, ყველანაირი ძალისხმევა ამაოა.

უკრაინელმა ხალხმა ეს შეძლო. უკრაინელი ერის საერთო გონმა და შემართებამ საოცრება მოახდინა და მსოფლიოს ჩაძინებული დემოკრატია გააფხიზლა."მომდევნო დღეები მძიმე იქნება, მაგრამ უკრაინელი ხალხი არ დათმობს თავისუფლებას" - ეს წინადადება პირდაპირი მოწოდებაა, რომ უკრაინელებმა თამამად გააგრძელონ ბრძოლა.

ამერიკის იუსტიციის სამინისტრო სპეციალურ ჯგუფს შექმნის, რომელიც გამოიძიებს პუტინის და მისი ოლიგარქების მიერ ჩადენილ ყველა დანაშაულს; დაყადაღებული იქნება მათი ქონება მთელ მსოფლიოში.

მადლობა უკრაინა!

შენი დამსახურებაა, რომ ხვალ ახალი ეპოქა იწყება მსოფლიო პოლიტიკაში.

შენ უკვე გაიმარჯვე!

შენ ჩვენთვისაც გაიმარჯვე!“, - წერს ზურა გურული.

ასევე საინტერესოა:

🔵 „თავისუფლება ყოველთვის გაიმარჯვებს ტირანიაზე“ - ჯო ბაიდენის მიმართვის მთავარი აქცენტები

🔵 ლელა კაკულია: პუტინს მუსლიმები მოკლავენ!

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792857325

ახალი ამბები

გიორგი სოსიაშვილი აზიის მეცნიერებათა აკადემიის სრულუფლებიანი წევრი, აკადემიკოსი გახდა

 საქართველოს პარლამენტის წევრს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს გიორგი სოსიაშვილს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ქალაქ სანიაში, აზიის მეცნიერებათა აკადემიის ა...

გიორგი სოსიაშვილი აზიის მეცნიერებათა აკადემიის სრულუფლებიანი წევრი, აკადემიკოსი გახდა

1792851878

სპორტი

დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილი ანჟეს გრან-პრის ვერცხლის მედლის მფლობელი

 დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილი ანჟეს გრან-პრის ვერხლის მედლის მფლობელია. ქართულმა წყვილმა რიტმულ ცეკვაში 77,90 ქულა დააგროვა, თავისუფალ ცეკვაში - 116,03, ორი პროგრამის ჯამში კი 193,93 ქულა მ...

დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილი ანჟეს გრან-პრის ვერცხლის მედლის მფლობელი

1792848889

ახალი ამბები

სამების ტაძარში გიორგი ნემსაძის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა

სამების საკათედრო ტაძარში გიორგი ნემსაძის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. მის ხსოვნას პატივი მიაგეს პრეზიდენტმა, დედაქალაქის მერმა, სპორტის მინისტრმა, მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებმა, ვეტერანმა ფეხბუ...

 გიორგი ნემსაძის სამოქალაქო პანაშვიდი

1792845967

სპორტი

ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ყაზახეთში, ალმათიში მიმდინარე ATP-ს 250-ქულიანი ტურნირის 1/2-ფინალში ბერძენი სტეფანოს ციციპასი სამ სეტში – 6:4, 6:7, 6:3 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა. პირველ სეტში ბასილაშ...

ნიკოლოზ ბასილაშვილი

1792843347

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი ევრობიუროკრატებზე: გადახედონ აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის განცხადებებს ევროპის მიმართ, თავის თავს მიხედოს ამ ხალხმა

„გადახედონ ყველაზე სტრატეგიული ქვეყნის, აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის განცხადებებს ევროპის მიმართ. თავის თავს მიხედოს ამ ხალხმა, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გ...

გურამ მაჭარაშვილი