“მე არ ვარ არცერთი პოლიტიკური პარტიის საკუთრება!“ - ქართველი სპორტსმენი

რომან დოლიძე - ქართველი სპორტსმენი სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“მე ქართველი ვარ!
სადაც არ უნდა ვყოფილიყავი ვიდექი ქართველი ხალხის გვერდით!
ეს ჩემი არჩევანიცაა და მოვალეობაც!
როდესაც არჩევნების ციებ-ცხელებისას აქტივისტ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს ქართული დროშა წაართვეს და გათელეს მე პროტესტი განვაცხადე,მაშინ “ ნაცად” შემრაცხეს, როდესაც ბუბა კიკაბიძეს შევხვდი ადამიანს, რომელიც ძალიან მიყვარდა და ვაფასებდი ადამიანი, რომელმაც რუსეთისადმი პროტესტს სიცოცხლის ბოლომდე უერთგულა მაშინაც “ნაცი” ვიყავი, როდესაც ბათუმის ქაოსურ საგზაო მოძრაობაზე, ვისაუბრე, და ვთქვი, ამ მხრივ დედაქალაქი შედარებით მოწესრიგებულიათქო, კახა კალაძის მაქებელი და “ ქოცი” მეძახეს.
ახლა როცა ვხედავ ქართველ კაცს, ქალების გარემოცვაში, ერთ ხელში საქართველოს დროშით და მეორე ხელში “იდი ნახუი” პლაკატით, და ვამბობ - ხალხნო თქვენს გვერდით ვარ და ვიზიარებ თქვენს პროტესტს მაგრამ არ დავეშვათ ასე, მაშინ ჩემი თანამემამულეები მოღალატედ მრაცხავენ... სიმართლეს ვეღარ ვხედავ.
მე 2009 წელში სასწავლებლად უკრაინაში წავედი, წლები ვიცხოვრე იქ, უკრაინა ჩემი მეორე სამშობლოა, ახლაც უკრაინაში იზრდება ჩემი შვილი.
ამჟამად ამერიკაში ვმუშაობ, თუმცა ჩემი მთავარი სახლი და სამშობლო მხოლოდ საქართველოა, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში შემეძლო მეცხოვრა მაგრამ მე იმ საქართველოში დავბრუნდი საიდანაც სამწუხაროდ, უმეტესი ნაწილი საზღვარგარეთ წასვლაზე ფიქრობს და ოცნებობს, მე კი დავბრუნდი, დავბრუნდი იმ იმედით და განზრახვით რომ საქართველოსთვის რაიმე სასიკეთო გავაკეთო, მაგრამ ჩემი საქართველოც შეცვლილა..
მე არ ვარ არცერთი პოლიტიკური პარტიის საკუთრება! მეც მტკივა, ჩრდილოელი მეზობლის მავნე პოლიტიკა, მეც მახსოვს ისტორია, მახსოვს 9 აპრილი, პატრიოტი ხალხის სულისკვეთება 16 წლის თამარ ჭოველიძე რომელმაც მის მეგობრებთან ერთად ქვეყნის დამოუკიდებლობას საკუთარი სიცოცხლე შესწირა.
მახსოვს გიორგი ანწუხელიძე დაუჩოქებელი ქვეყნის სიმბოლო! ვგრძნობ რამდენად ძვირფასი იქნებოდა მათთვის, საქართველოს დროშა, ქვეყნის თავისუფლება!
რაც შეეხება ჩემს ბოლო ვიდეო პოსტს, კიდევ ერთხელ მკაფიოდ ვაფიქსირებ ჩემს აზრს, მე ვუჭერ ხალხის ლეგიტიმურ პროტესტს მხარს, მაგრამ არ მომწონს მისი გამოხატვის ეს ფორმა.
ერთი ადამიანი რომ მეორეს დედას აგინებს, მაგინებელზეც მეტყველებს. ვერაგი მტრის სიძულვილმა კულტურა არ უნდა დაგვაკარგინოს.
მე ქართველი ხალხის გვერდით ვარ იმიტომ რომ ხალხი საქართველოა!“ - წერს რომან დოლიძე.
1746775749
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ფაშიზმი იყო უდიდესი ბოროტება და ფაშიზმის დამარცხება არის ძალიან მნიშვნელოვანი - კიდევ ერთხელ ყველა ვეტერანს მინდა მივულოცო დღევანდელი დღე
ფაშიზმი იყო უდიდესი ბოროტება და ფაშიზმის დამარცხება არის ძალიან მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში განუც...
1746773929
ახალი ამბებილევან იოსელიანი საქართველოს მოსახლეობას ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლისთავს ულოცავს
საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საქართველოს მოსახლეობას ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლისთავს ულოცავს. „საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ულოცავს საქართველოს მოსახლეობას ფაშიზმზე გა...
1746771490
ახალი ამბებიმთავრობის განკარგულებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებმა ერთჯერადად 2000 ლარი, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრებმა 1000 ლარი მიიღეს
მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებმა ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების სახით - 2000 ლარი, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა...
1746770507
მსოფლიოტრამპმა უკრაინასა და რუსეთს 30-დღიანი უპირობო ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა: „თუ შეთანხმება არ იქნება დაცული, აშშ და მისი პარტნიორები დამატებით სანქციებს დააწესებენ“
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინასა და რუსეთს 30-დღიანი „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისკენ“ მოუწოდა. „რუსეთთან და უკრაინასთან მოლაპარაკებები გრძელდება. აშშ მხარეებს, იდეალურ შემთხვევაში, 30-დღიან უ...
1746769172
ახალი ამბებივლადიმერ ბოჟაძე: ოპოზიცია ემზადება არჩევნებისთვის, თუმცა ამის თქმას ჯერ ღიად ვერ ბედავენ - მათ გარდაუვალი მარცხი ელოდებათ
ოპოზიციას ელოდება გარდაუვალი მარცხი არა ქართული ოცნებისგან, არამედ ქართველი ხალხისგან, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვლადი...