მიმართვა ემიგრანტებს:"თაობები ნადგურდება და ეწირება დოლარებს. იკმარეთ და შეირგეთ, რაც იშოვეთ და დაუბრუნდით შვილებს, სანამ ჯერ კიდევ შესაძლებელია მათი გადარჩენა!!!"
სოციალურ ქსელში, ინტერნეტ მომხმარებელი ნანა მარჯი, ემიგრანტებისადმი მიმართვას ავრცელებს, რომელშიც იმ პრობლემებზე საუბრობს, რაც ემიგრაციაში წასვლის შემდეგ, მისი შეფასებით, მშობლების მეთვალყურეობის გარეშე დარჩენილ მოზარდებს ექმნებათ.
ნანა მარჯის პოსტს, უცვლელად გთავაზობთ:
"📢 SOS...... ‼️‼️‼️
რომ ვამბობ- შვილებს დედები სჭირდება გვერდით-არ გინდათ გაგება...
თაობები ნადგურდება და ეწირება დოლარებს.😡
12 დან 16 წლამდე ბავშვები, გაუბედურებულები, მძიმე რეალობის წინაშე დგანან.
ერთერთი მაგალითია წუხანდელი დიდი დიღომის ახალ სკვერში გაუბედურებული ბავშვების
ყოფა.....
დედები ემიგრაციაში, შვილები ძიძების მიერ გაზრდილი.... 😔
შვილებს ყურადღება, სიყვარული და თუ საჭიროა ყურის აწევაც ჭირდება.
12 წლის გოგონები არ უნდა დადიოდნენ დაბოლილები, ნასვამი, სიგარეტით ხელში, განადგურებული ფსიქიკით და არ უნდა გავდნენ საგიჟეთიდან გამოქცეულებს.....
მიხედეთ შვილებს!!!
გიღირთ კი შვილების სანაცვლოდ ის, რის გამოც გადაიხვეწეთ?!
დაუსვით ყოველდღე თქვენს თავს კითხვა:
ვისთვის გინდათ ვილები და 10 ბინა, თუ შვილები გაანადგურეთ?!......
მიუხედავად მრავალი სირთულისა, მიუხედავად არასტაბილური მდგომარეობისა, ვარსებობთ დედები, რომლებსაც არ დაგვიტოვებია არცერთი დღე შვილები და გაგვაქვს თავი ამ ჯოჯოხეთში როგორღაც...
იცით რატომ?
ხვალ რომ ვიღაც ფსიქიკაშერყეულს არ შეეწირონ ჩვენი შვილები.
იმდენად მძიმე რეალობაა ყველგან, ყოველწამს საჭიროებს ყურადღებას ბავშვები.
იკმარეთ და შეირგეთ, რაც იშოვეთ და დაუბრუნდით შვილებს, სანამ ჯერ კიდევ შესაძლებელია მათი გადარჩენა!!!",-წერს, ფეისბუკმომხმარებელი.
1794505514
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ევროპაში არის არაერთი ლიდერი, რომელიც ჯანსაღად უყურებს ურთიერთობებს საქართველოსთან
„ევროპაში არის არაერთი ლიდერი, რომელიც ჯანსაღად უყურებს ურთიერთობებს საქართველოსთან. ამაში ჩვენ ვრწმუნდებით, როდესაც გვაქვს ორმხრივი საუბრის საშუალება კონკრეტულ ლიდერებთან და არაერთია ასეთი პოლიტიკური...
1794504268
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: EPC-ს სამიტის ფარგლებში საშუალება მქონდა, სიტყვით გამოვსულიყავი მრგვალი მაგიდის ფორმატში, გავსაუბრებოდი სხვადასხვა ლიდერს, ორმხრივი შეხვედრა გაიმართა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, სადაც კონკრეტული საკითხები განვიხილეთ
EPC-ს სამიტის ფარგლებში საშუალება მქონდა, სიტყვით გამოვსულიყავი მრგვალი მაგიდის ფორმატში, გავსაუბრებოდი სხვადასხვა ლიდერს, მქონდა ორმხრივი შეხვედრა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, სადაც კონკრეტული საკითხ...
1794503477
მსოფლიოვლადიმერ პუტინი: ამერიკელ მომლაპარაკებლებს მოვუწოდებ, გაარკვიონ, ევროპულ სახელმწიფოებს მშვიდობა სურთ თუ ომი
„მოვუწოდებ ამერიკელ მომლაპარაკებლებს, გაარკვიონ, ევროპულ სახელმწიფოებს მშვიდობა სურთ თუ ომი“, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კრემლში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებთან...
1794502511
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი: კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე შევხვდით, გავესაუბრეთ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს, მათ აღნიშნეს საქართველოს განსაკუთრებული განვითარება და წარმატება
კლიმატის ცვლილების კონფერენციის ფარგლებში, სომხეთის პრემიერ-მინისტრთან მქონდა საუბარი სხვადასხვა თემაზე, ვთანხმდები, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონი უნდა იყოს ყველაზე მიმზიდველი, - ამის შესახებ საქართვე...
1794501949
ახალი ამბებიზაალ ანჯაფარიძე EPC-ის სამიტზე ირაკლი კობახიძის დასწრებაზე: ფოტო სწორედ Euronews საიტიდან არის, არადა რამდენიმე დღის წინ, სწორედ Euronews-ის (ჟ)ურნალისტი ეუბნებოდა ირაკლი კობახიძეს, ევროპის ბევრ ლიდერს შენთან სურათის გადაღება არ სურსო
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-9 სამიტზე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მონაწილეობას და გავრველებულ ფოტოს ეხმიანება. როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, ფოტოზე, რო...































