"მშობლები ამ ფსევდოვაჟკაცური გაგებით რატომ ზრდიან შვილებს? - მოკლედ, დაბადების დღეებზე მოზარდები ჯგუფურ შეკრებებზე არ უნდა გაუშვა"
ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირის სოციალურ ქსელში, ცხვარიჭამიაში მომხდარ მკვლელობას ეხმაურება და წერს:
"მოკლედ, რა, დაბადების დღეებზე მოზარდები ჯგუფურ შეკრებებზე არ უნდა გაუშვა.
უკვე მერამდენე ბიჭი მოკლეს ბოლო წლებში სწორედ დაბადების დღის აღნიშვნაზე.
გუშინ კიდევ ერთი, 20 წლის ბიჭი მირიან კუკავა შეეწირა გარჩევებს ცხვარიჭამაში.
აი, მითხარით, ამ ფსევდოვაჟკაცური გაგებით რატომ ზრდიან შვილებს?
რატომ არ ასწავლიან, რომ ადამიანი არ უნდა მოკლან, დანა არ უნდა გამოიყენონ, რომ კაცობა ადამიანის დაჭრით და მოკვლით, ბიჭების ჩარევით არ განისაზღვრება?
მიდი, რა, თუ კაცი ხარ, მართლა კაცურად იჩხუბე, მართლა ერთი ერთში და თუ ვინმეს ჩარევა გინდა, მხოლოდ შესარიგებლად ჩარიე.
ან საიდან 20 წლის ბიჭებს ასეთი სისასტიკე და ძალადობა?
იქიდან ხომ არა, რომ მშობლები ამკვიდრებენ ნორმად ამ ძალადობას, სხვის უპატივცემულობას, მიუღებლობას, ვაჟკაცობის, სიძლიერის ყალბ გაგებას, ფსევდოფასეულობებს და შვილებიც ამას სწავლობენ?
ვიზიარებ მირიანის ოჯახისა და ქვეყნის ტრაგედიას", - წერს ჩანადირი.
20 წლის ახალგაზრდის მკვლელობის საქმეზე შსს-მ 7 პირი დააკავა.
ამავე თემაზე:
* ცხვარიჭამიაში, 20 წლის ბიჭის მკვლელობის ფაქტზე, 7 პირი დააკავეს - კურიერი
1793384376
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი ჰანს კლუგეს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორობის კანდიდატს ჰანს კლუგეს შეხვდა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრც...
1793380900
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: საკონსტიტუციო სასამართლოში გამართულმა საჯარო სხდომებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულობა
საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის აკრძალვის მოთხოვნით წარდგენილ სარჩელს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე გამოეხმაურა და მიმდინარე კვირების განმავლობაში გამართული...
1793379581
ახალი ამბებიზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით აჭარის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა
რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულება, მოსახლეობის მხარდაჭერის პროგრამების მიმდინარეობა, რეგიონის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები და 2027 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა...
1793378931
მსოფლიოისრაელის თავდაცვის ძალები: ღაზაში ღამით განხორციელებული დარტყმების შედეგად „ჰამასის“ ორი იარაღის საწყობი განადგურდა
ისრაელელი სამხედროების ცნობით, 29 ოქტომბერს, ღამით ღაზას სექტორში განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად „ჰამასის“ ორი იარაღის საწყობი განადგურდა. „ჰამასი“ ღაზას ცენტრში, ბურეიჯის ბანაკსა და ღაზას...
1793376881
ახალი ამბებიალუდა ღუდუშაური ოპოზიციაზე: ცალკეული სუბიექტები ცდილობენ სასამართლო ტრიბუნა აქციონ პოლიტიკურ პოლიგონად და ცილისმწამებლური და შეურაცხმყოფელი განცხადებებისთვის გამოიყენონ
„ჩვენ არა სამართლებრივი პაექრობის მომსწრენი ვართ, არამედ ეს არის პოლიტიკური ელემენტების, პოლიტიკური შოუს წარმართვის მცდელობა, რასაც ჩვენ ვხედავთ. ცალკეული სუბიექტები ცდილობენ სასამართლო ტრიბუნა აქციონ...






























