"ნაცსექტის ლოგიკას თუ გავყვებით: რუსეთი აქედან გატანილი რძის პროდუქტიდან რძეს ტანკებში ჩაასხამს, არაჟანს კი მუხლუხოების დასაზეთად გამოიყენებს?!" - ბონდო მძინარაშვილი
ჟურნალისტი, პირველი არხის სამეურვეო საბჭოს წევრი ბონდო მძინარაშვილი, სოციალურ ქსელ ფეისბუკში საქართველოდან რუსულ ბაზარზე რძის ნაწარმის შესაძლო გატანის საკითხს ეხმიანება და წერს:
"აბა, დაუკვირდით!
ნაცსექტანტები ამბობენ, - საქართველოდან რუსეთში რძის ნაწარმი რომ შეიტანონ, ამას რუსეთი გაძლიერდება და უკრაინის დასაბომბად გამოიყენებსო.
ახლა ყურადღებით!
ჯერ ერთი, საქართველოდან რუსეთში რძის ნაწარმის გაგზავნას არავინ აპირებდა და აპირებს!
ომის დაწყებისთანავე საქართველოდან რძის ნაწარმის შეტანაზე თანხმობა რუსული მხარის პროვოკაცია იყო და ქართულ-უკრაინული ურთიერთობის დაძაბვას ემსახურებოდა!
ვიმეორებ: ეს იყო მიზანმიმართული პროვოკაცია, ისევე, როგორც გავრილოვის განცხადება საავიაციო მიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობის შესახებ!
სამწუხაროდ, ნაცსექტანტებისგან დეზინფორმირებული უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები რუსეთის ამ პროვოკაციას წამოეგნენ და საქართველოს ხელისუფლების დადანაშაულება დაიწყეს აბსოლუტურად უსაფუძვლოდ!
მეორეც: საქართველოდან ნებისმიერ ქვეყანაში პროდუქციის გატანა ჩვენთან ამ პროდუქციის საფასურის შემოსვლას ნიშნავს.
ანუ, აქედან თუ რძის პროდუქტს გავიტანთ, იქიდან ვალუტა შემოვა!
ჩვენს სავაჭრო პარტნიორებს ასე ვამდიდრებთ, როცა მათ პროდუქციას ვყიდულობთ.
მაგალითად, თურქეთს, აზერბაიჯანს, უკრაინას, იგივე რუსეთს და ა. შ., რადგან ხელს ვუწყობთ ამ ქვეყნების ეკონომიკების გაძლიერებას, იქ სამუშაო ადგილების გაჩენას!
თუ რუსეთის დასუსტება გვინდა (ვაი ჩვენს პატრონს, ჩვენი ეკონომიკის პირობებში!), უარი უნდა ვთქვათ რუსულ ფქვილზე, რუსულ გაზზე და რუსულ ელექტროენერგიაზე, რადგან ამ ყველაფერს უფასოდ არ ვიღებთ, საფასურს ვუხდით, ეს ფული კი ნამდვილად ემსახურება რუსეთის ბიუჯეტის შევსებას!
ჰოდა, ნაცსექტის ლოგიკას თუ გავყვებით, რა გამოდის:
რუსეთი ძლიერდება იმით, რომ რუსეთი აქედან გატანილი რძის პროდუქტიდან რძეს ტანკებში ჩაასხამს, არაჟანს კი მუხლუხოების დასაზეთად გამოიყენებს?!
თუ იმდენად დიდ დეფიციტს განიცდის, რომ ქართული რძის ნაწარმის გარეშე ჯარს ვერ ამარაგებს?!
ძალიან მარტივად ვწერ, რასაკვირველია!
რუსეთში არავინ არაფრის გატანას არ აპირებს! არც პროდუქცია გვაქვს და არც - სურვილი!
ნაცსექტის და მისი უკრაინელი დოსტების პროვოკაციის მიზანი სულ სხვაა:
მათ სურთ, რომ რუსეთმა შექმნილი ვითარებით ისარგებლოს და საქართველოს ფქვილის, გაზის და ელექტროენერგიის მოწოდება შეუწყვიტოს, შეუმციროს ან ფასი ისე გაუზარდოს, რომ საქართველოში სიტუაცია დამძიმდეს და ხელისუფლების ფორსმაჟორით ისარგებლონ, - კიდევ ერთხელ აყაყანდნენ, რომ უნიათოა და ვერაფერს აკეთებს მოსახლეობისთვის!
ბოროტები არიან ნაცსექტანტები, ძალიან ბოროტები, - ქვეყნის დაქცევაზეც არ იტყვიან უარს ძალაუფლების კვლავ ხელში ჩასაგდებად!
ამიტომ გვმართებს განსაკუთრებული სიფრთხილე!", - წერს მძინარაშვილი.
სხვა სიახლეები:
🔵 "დაბომბვისგან მიღებული კანტუზიის გამო დააწვინეს" - ირაკლი ოქრუაშვილი თანამებრძოლის შესახებ
🔵 "რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის ქალაქი ვოლნოვახა აიღეს" - უცხოური მედია
1792840742
ახალი ამბებისუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა
სურსათში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავების გამოვლენის მიზნით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით არსებული სხვადასხვა სარეალიზაციო ობიექტიდან სექტემბერში სუნელ...
1792838213
ახალი ამბებიპრემიერი: არავის აქვს უფლება, ჩაერიოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, რასაც ცდილობენ ეს კონკრეტული ადამიანები, ბიუროკრატები, ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა და პირდაპირ უპირისპირდება ტრადიციულ ევროპულ ღირებულებებს
„არავის აქვს უფლება, ჩაერიოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, რასაც ცდილობენ ეს კონკრეტული ადამიანები, ბიუროკრატები. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა და პირდაპირ უპირისპირდება ტრადიციულ ევროპულ ღირებ...
1792837832
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: იმედი გვაქვს, რომ საქართველოსა და უნგრეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ორმხრივი ურთიერთობები
„იმედი გვაქვს, რომ საქართველოსა და უნგრეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ორმხრივი ურთიერთობები“, - ამის შესახებ საქართველოს პრე...
1792835414
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: როდესაც აგენტურულ პარტიებს საქართველოს პოლიტიკური ველიდან პირდაპირ გაქრობის საფრთხე დაუდგათ, ევრობიუროკრატიამ აიმაღლა ხმა და მაქსიმალურად ცდილობს, ჩვენს ქვეყანაზე ზეწოლა მოახდინოს
„როდესაც აგენტურულ პარტიებს საქართველოს პოლიტიკური ველიდან პირდაპირ გაქრობის საფრთხე დაუდგათ, ევრობიუროკრატიამ აიმაღლა ხმა და მაქსიმალურად ცდილობს, ჩვენს ქვეყანაზე ზეწოლა მოახდინოს“, - განაცხადა პარლა...
1792833199
ახალი ამბებიეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა სამხედრო ფიცი დადეს
დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის პირველკურსელმა იუნკერებმა, საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის დასრულების შემდეგ, დიდგორის მემორიალთან სამხედრო ფიცი დადეს. ამის შე...































