"რა ომი შეიძლება მინდოდეს მე. თბილისში ცხოვრობენ ჩემი უსაყვარლესი შვილი ნიკუშა და ჩემი განსაკუთრებული ქალიშვილი ალისა" - სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება.
როგორც სააკაშვილის წერს იგი უტიფრობას უწოდებს განცხადებებს იმის შესახებ, რომ მას შეიძლება საქართველოში ომი უნდოდეს.
"რა ომი შეიძლება მინდოდეს მე.
თბილისში ცხოვრობენ ჩემი უსაყვარლესი შვილი ნიკუშა და ჩემი განსაკუთრებული ქალიშვილი ალისა.
რას მეუბნებით, რომ მე ჩემი შვილების სიახლოვეს მინდა რუსული რაკეტა ჩამოვარდეს??
კარგით რა!...
ყველანაირ უტიფრობასაც ხომ უნდა ჰქონდეს საზღვარი", - წერს მიხეილ სააკაშვილი ფეისბუკში.
ირაკლი ღარიბაშვილმა 27 აპრილს განაცხადა, რომ:
"დღეს ხელისუფლებაში სააკაშვილი რომ ყოფილიყო, აქ იქნებოდა ომი, აქ მოაწყობდნენ მეორე მარიუპოლს, ეს იყო განზრახვა და მე მინდა მთავარი კითხვა დაგისვათ, რატომ ჩამოვიდა სააკაშვილი საქართველოში?
ჩამოვიდა ერთი მიზნით, რომ მოეხდინა დესტაბილიზაცია ქვეყანაში, რევოლუცია, მასობრივი მკვლელობები, მათ შორის ოპოზიციური ლიდერების და მოეხდინა გადატრიალება.
ეს, რა თქმა უნდა, ოკუპირებულ ქვეყანაში ნიშნავდა ახალი ომის დაწყებას.
გესმით, რამხელა ბინძურ პროვოკაციას აგარიდეთ, მაგალითად, თქვენ და ყველა", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.
ასევე დაგაინტერესებთ:
1754290174
საზოგადოებააჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუ...
1754289338
ახალი ამბებირეჟისორი ელდარ შენგელაია გარდაიცვალა
ლეგენდარული რეჟისორი ელდარ შენგელაია 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ნატო ვაჩნაძის ფონდი ავრცელებს. ელდარ შენგელაიამ კინორეჟისორის უმაღლესი განათლება მიიღო კინემატოგრაფიის საკავშირო სახელმწიფო...
1754286038
საზოგადოებადღეიდან ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამა იწყება
ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა იმ ბენეფიციარებს, რომლებიც მანამდე სერვისს კერძო სუბიექტებისგან იღებდნენ - დღეიდან 11 აგვისტოს ჩათვლით შეეძლებათ. რეგისტ...
1754285974
საზოგადოებარიმა ბერაძე: თუ ALDE-ში ისევ გააგრძელებენ სიჩუმეს, ჩავთვლით, რომ იზიარებენ იმ დამოკიდებულებას, რომელსაც პარტია „ლელო“ და მათი თაღლითი ლიდერები ახორციელებენ
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე რიმა ბერაძე „ლიბერალების და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის“ (ALDE) დამოკიდებულებას ანაკლიის პორტის საქმეზე საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების მიე...
1754285945
საზოგადოებაგურამ მაჭარაშვილი: დავუშვათ, ვაშინგტონის საარბიტრაჟო სასამართლოს საქართველოს სახელმწიფოს საწინააღმდეგო განცხადება მიეღო. ვერც „ლელოს“ და ვერც ALDE-ს წარმომადგენლებს ვერ ჩამოხსნიდი დღის წესრიგიდან, ტელევიზიებიდან და სააგენტოებიდან
ALDE-ს დუმილი ანაკლიის პორტის საქმეზე, ხაზარაძე-ჯაფარიძის მორიგ მარცხთან დაკავშირებით - „ლიბერალების და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის“ ამ დრომდე არ გამოხმაურებია ვაშინგტონის არბიტრაჟის გადაწყვეტილე...