აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაკავებულები არიან თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები: 1997 წელს დაბადებული ა.თ., 2003 წელს დაბადებული ე.ჩ. და 2000 წელს დაბადებული დ.ი.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების, მათ შორის ბრალდებულების პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“ და ფსიქოტროპული ნივთიერება „პრეგაბალინი“. პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია მცირე ზომის ელექტრო სასწორი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 261-ე მუხლებით მიმდინარეობს.

აღნიშნული დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1754292882

საზოგადოება

რიყისა და ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება

თბილისის მერიის ინფორმაციით, რიყისა და ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა, გეგმური ტექნიკური სამუშაოების გამო, 5 აგვისტოს მგზავრებს ვერ მოემსახურება. „საბაგირო ჩვეულ რეჟიმში მუშაობას 6 აგვისტოს გა...

რიყისა და ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა

1754292663

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გენიალური ქართველი კინორეჟისორის ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, რეჟისორის ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გენიალური ქართველი კინორეჟისორის ელდარ შენგე...

შალვა პაპუაშვილი

1754292615

საზოგადოება

თეა წულუკიანი: კომისიის დასკვნა მნიშვნელოვანია იმით, რომ დოკუმენტში თავმოყრილია ყველა ის ფაქტი და ქმედება, რომელსაც სჩადიოდა „ნაციონალური მოძრაობა“, მიხეილ სააკაშვილი და სხვა პირები 2003 წლის ნოემბრიდან დღევანდელი დღის ჩათვლით

ჩვენი დასკვნა არის 400-გვერდიანი, უფრო ზუსტად, 430 გვერდია. გვერდების ამ ოდენობაში არ შედის დანართების ნუსხა, რომელიც რამდენიმე ათეულ გვერდს მოიცავს. რა თქმა უნდა, ეს დასკვნა, პირველ რიგში მნიშვნელოვა...

თეა წულუკიანი

1754292313

საზოგადოება

კახა კალაძე: ვწუხვარ ცნობილი ქართველი რეჟისორის, ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო, უდიდესი დანაკარგი განიცადა ქართულმა კინოხელოვნებამ

ვწუხვარ ცნობილი ქართველი რეჟისორის, ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო, უდიდესი დანაკარგი განიცადა ქართულმა კინოხელოვნებამ, - წერს სოციალურ ქსელში თბილისის მერი კახა კალაძე. როგორც კახა კალაძე აღნიშნ...

კახა კალაძე

1754291588

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ღრმა მწუხარებას გამოვხატავ უდიდესი ქართველი კინორეჟისორის ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებ ოჯახს, მის ახლობლებს და მთელ საქართველოს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოხატავს. როგორც ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, ელდარ შენგელაიას სახით ქვეყანამ დაკარგა გენიალური რეჟისორი, რო...

ირაკლი კობახიძე