"რას ნიშნავს, ჯობს დავიხოცოთ, ვიდრე მარადიულ მონობაში ვიცხოვროთ - ზოგ მედროვეს ახლა უდროოდ გაახსენდა რუსთაველის აფორიზმი "სჯობს სიცოცხლესა..."

ქირურგი, მედიცინის დოქტორი გიორგი გაბუნია, სოციალურ ქსელში წერს:

"ეს არის ჩემი, როგორც რიგითი ქართველის პოზიცია ამ ეტაპზე... ამ მომენტში...

უკვე საკმაოდ ხშირად გაისმის ჩვენი ომში ჩართვის მოწოდებები რუსეთთან  "ნახევრადღია" თუ ღია კონფრონტაციის  ან "უმკაცრესი სანქციების" გზით.

ჩემი თაობის ქირურგებს გვახსოვს ომი, რომელმაც ჩვენ  ფსიქიურად დაგვაავადა, გვახსოვს სისხლი, ოპერაციები სანთლის შუქზე, უთავო ცხედრები, კიდურებმოგლეჯილი ახალგაზრდები, აკივლებული შვილები და მშობლები, ქაოსი და შიმშილი.

შეეშვას ყველა ახალგაზრდობისა და სტუდენტობის დამოძღვრას, მათ პატრიოტულ და მოწყვლად სულს ბნელეთის სამსახურში აყენებენ.

რას ნიშნავს "ჯობს დავიხოცოთ, ვიდრე მარადიულ მონობაში ვიცხოვროთ".

ზოგ მედროვეს ახლა უდროოდ გაახსენდა რუსთაველის აფორიზმი - "სჯობს სიცოცხლესა..." ამ სიტყვებით, ამ მსოფლიო წესრიგის მოცემულობით თქვენ მართლა მარკესისეულ მარტოობის ას წელიწადს აანონსებთ საქართველოში.

ჩემზე მეტად ვინ განიცდის ევროპის შუაგულში დატრიალებულ გენოციდს, მაგრამ ვაცხადებ, ვატყობ და ვგრძნობ, ამ წუთში მსოფლიოში არ არსებობს ძალა, რომელიც ჩვენს ბედკრულ სამშობლოს დამპალი რუსეთისაგან საბოლოოდ მოგლეჯდა.

ეს ვიცით ყველამ....თანდათან გამოჩნდება საშველიც..

გმირი ერია უკრაინელები–ზეგმირიც, მაგრამ ქეთევან წამებულის, დიმიტრი თავდადებულის, ბერი თევდორეს, არაგველების, ხერხეულიძეების, ასი ათასი მოწამის, ექვთიმე ღვთისკაცის, ანწუხელიძისა და შინდისის ბიჭების ქვეყანა რამ უნდა გააოცოს...

ალბათ ამ ეტაპზე ყველა მოაზროვნე ქართველი უნდა მიხვდეს, რომ თუ საქართველო ამ ომში ჩაებმება, დიდია შანსი იგი უბრალოდ აღიგავოს პირისაგან მიწისა.

ამ ეტაპზე ჩვენ უნდა დავაძინოთ ჩვენში ლომი და გავაღვიძოთ მელა.

აკლია ამერიკას ეშმაკობა? არა მგონია.

მისი ეშმაკობის შედეგია ყველა გეოპოლიტიკური დიდი ძვრა 21-ე საუკუნეში. საბჭოთა კავშირი დაანგრია მელაკუდობით, მონსტრი სვერხდეჟავა.

ახლაც დიპლომატიურად "უხაზავს" ბარეორს.

თუ ასე არაა, დაწერეთ ქვევით, მოგისმენთ და დაგიჯერებთ.

რატომ არ დაკეტა ნატომ ცა უკრაინის თავზე, არ გადადგა ეს სასიცოცხლო ნაბიჯი?

რატომაა გატრუნული გაიძვერა გიგანტი ჩინეთი, რამ დაადუმა? ცხადია იცდის.

ვერავინ დაეტოლება მას დღეს ტექნოსამყაროში.

აი ტერიტორია კი უჭირს და უარს ნამდვილად არ იტყვის მიკნავებული რუსეთის უომრად, ეკონომიურად შთანთქმაზე.

ამას ითხოვს ახლანდელი მსოფლიო წესრიგი...

მცირე ერებმა კი ამ დროს ჯიშის გადარჩენაზე უნდა იფიქრონ...

ეს არაა სილაჩრე...

უკრაინას, ამ 45 მილიონიან ერს ფიზიკური განადგურება არ ემუქრება და ჩვენ კი.

ევროკავშირი გვინდა, დიდებულია, დასავლურ  ცივილიზაციასთან ინტეგრაციაა, მაგრამ თავს ნუ ვიტყუებთ.

მასში შესვლა ომის დროს არაა გარანტი ერის ფიზიკური გადარჩენისა, ეკონომიური დახმარება კი იქნება.

სინდისი არ შეგვილახოს იმანაც, რომ უკრაინის გმირი ხალხი უძლებს ბოროტ ვეშაპს, ჩვენ კი "მონებად ვქცეულვართ".

ომი ბატონებო, მიმდინარეობს ევროპის უდიდეს ტერიტორიაზე, რომლის ადვილად დაპყრობაც თითქმის შეუძლებელია.

უკრაინის გმირებს სამშობლოს ტერიტორიული სიდიდეც ეხმარება.

გადახედეთ რა ქვეყნები ესაზღვრება მას, მთელი ნატო.

ჩვენ კი...რა ტერიტორია დაგვრჩა დღეს, ვინ გვესაზღვრება,  ვის გარემოცვაში ვიმყოფებით...

რომელ ზღვაში გადავხტეთ – პონტოს აქსინოსში თუ პონტოს ევქსინოსში...

ყველა ის ქართველი ვინც დღეს უკრაინაშია და იბრძვის იარაღით თუ საქმით, ღირსეული მამულიშვილია და გვეამაყება.

არც ჩვენ ვართ მამა აბრამის ბატკნები, ცხრაასი წელია მივტირით მსოფლიო მნიშვნელობის დიდგორს და ვერ მოგვიგია კი  ჩვენი პირადი და შიდა ეროვნული დიდგორი. 

იმპერიას უკვე დაწყებული აქვს შიგნიდან ლპობა და ეს ლპობა შეუქცევადია....

რუსეთი არის განწირული, ცივილიზაციისაგან გარიყული და საბოლოოდ ავტორიტეტდაკარგული დერჟავა.

იგი ჩინეთის ლუკმა გახდება ბოლოს.

თიხისფეხებიანი მამონტია, ფეხები ეტაპურად მოემსხვრევა.

ძალიან მძლავრი იქნება მისი დანარცხებით გამოწვეული ტალღა, განსაკუთრებით მცირე ქვეყნებისათვის – მისი მეზობლებისათვის..

ჩვენც შეგვესევიან რუსები ათასობით, თავიანთი ქვეყნიდან გადმოხვეწილები, აქ ცხოვრების მსურველები, მაგრამ რითი უნდა შეჩერდეს ეს პროცესი? ჯერ არ ვიცი...გამოჩნდება ამის წამალიც.

დღეს ერს მარტო ერთიანი, სრულიად ზოგადქართული აზრის კოლექტიური ჩამოყალიბება თუ უშველის.

მარტო მე და თქვენ  ვერაფერს გავაწყობთ...

ყველაფერი ისე უნდა გადაწყდეს, რომ ჩვენი მომავალი თაობა გადარჩეს..

დაპოსტეთ და თქვით, ვინ რას ფიქრობთ.

რა გზას დავადგეთ.

ასე ყალიბდება კოლექტიური აზრი, აზრი ყოველგვარი პარტიულობისაგან დაშორებული.  

მარტო გაბრაზების 😡ნიშანს და ურთიერთგმობას რა აზრი აქვს..

ერთი რამ... უკრაინას რომ ვსოლიდარობთ და რუსეთი რომ გვძულს და ოკუპანტია ეს ჩავთვალოთ აქსიომად და აღარ ვახსენოთ...

რა არის გამოსავალი...

რა ესაჭიროება დღეს საქართველოს?

როგორ აღარ უნდა "ვიცხოვროთ მონობაში?",- წერს ქირურგი ფეისბუკში.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔲 "ვინც რამე სახით მხარს უჭერს ორკისტანს, მათზე ბევრად უარესები ხართ და თქვენ მოგი**ანთ ყველაფერი!!" - დავით ქაცარავა კრამატორსკში, რკინიგზის სადგურის დაბომბვაზე

🔲 "კენტერბერიის ყოფილი არქიეპისკოპოსი ეკლესიათა მსოფლიო საბჭოდან, რუსეთის ეკლესიის გაძევებას ითხოვს"

🔲 უკრაინას ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი გადაეცა 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791395941

საქართველო

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ კონსენსუსით მიიღო

2026 წლის 7 ოქტომბერს ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღო, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ადამიანის უფლებების მდგომარეობას შე...

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო

1791394229

საზოგადოება

თორნიკე მოლაშვილი სააკაშვილზე: დაიმსახურა ისეთი მოპყრობა ციხეში, როგორც სულხან მოლაშვილს ეპყრობოდნენ მისი დავალებით, როგორც, ზოგადად, მისი ჯალათები ექცეოდნენ პატიმრებს, მაგრამ ზის კომფორტულად ციხეში და გვლანძღავს, გვაგინებს და გვემუქრება

თორნიკე მოლაშვილი სააკაშვილს პასუხობს. სულხან მოლაშვილის ძმის თორნიკე მოლაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ციხეში იმ მოპყრობას იმსახურებს, რაც პატიმრებს მისი მმართველობისას ხვდებოდათ. მოლაშვილი ს...

თორნიკე მოლაშვ

1791391980

სპორტი

„პირველ რიგში, მადლობელი ვარ ღმერთის, ასევე იმ ხალხის, ვინც ეს სამი თვე გვერდში მედგა“ - ტატო გრიგალაშვილი

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. 26 წლის ქართველმა ფინალში მასპინძელი ზელიმ ცკაევი დამატებით დროში დაამარცხა. შეჯიბრე...

ტატო გრიგალაშვილი

1791390605

საზოგადოება

პრეზიდენტი: ერეკლე მეფის ცხოვრება გვახსენებს, ქვეყნის სამსახურში ყოფნა გამბედაობასთან ერთად მოითხოვს ქვეყნის გარშემო შექმნილი გეოპოლიტიკური მოცემულობების გააზრებას, ყველაზე რთულ ვითარებაში ეროვნული ინტერესების უზენაესობის დაცვას

მეფე ერეკლე II საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული სახელმწიფო მოღვაწეა, რომლის სახელიც ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლას, სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვასა და სამშობლოს წინაშე უზენაეს პას...

მიხეილ ყაველაშვილი

1791388697

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: არაკეთილმოსურნეები ცდილობენ, გადააფასონ და ეჭვქვეშ დააყენონ ერეკლე მეორის ღვაწლი. ის, რომ საქართველო არის თავისუფალი, სუვერენული, ევროპული ყაიდის ქრისტიანული სახელმწიფო, არის მკაფიო პასუხი ყველასთვის, ვინც ისტორიას სწორად ვერ აფასებს

ერეკლეს ეპოქა იყო ურთულესი ბრძოლა ქართველი ხალხის ფიზიკური და სულიერი გადარჩენისთვის, მამულის, ენისა და სარწმუნოების შენარჩუნებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ერ...

ირაკლი კობახიძე