რატომ აკეთებთ ამას? ათენის აეროპორტში ქართველებს ვუყურებდი და სირცხვილით მოვკვდი… - მაია ბაჩანაშვილი
საბერძნეთში მცხოვრები მაია ბაჩანაშვილი ფეისბუკის საკუთარ პოსტში, ათენის აეროპორტში ნანახ იმ ვითარებას აღწერს, რომელიც ქართველების ქცევას შეეხება.
,,გუშინ ათენის აეროპორტში ჩემი თვალით დანახული ქართველი მინდა დაგანახოთ. რეგისტრაცია გავიარე და მოსაცდელ ოთახში დავჯექი სხვა ქართველებთან ერთად. მოვიდა გაფრენის დრო და კიდევ ერთი რეგისტრაციის გავლა მოგვიწია თვითმფრინავში ასვლამდე. რომ წამოიშალა ხალხი და დადგა რიგი, ერთმანეთს ასწრებდნენ, ვინ მალე გაივლიდა რეგისტრაციას და ავიდოდა თვითმფრინავში. ყაყანი, ერთმანეთზე მიჯდომა.
მესაზღვრემ 4-ჯერ მისცა შენიშვნა (ხმამაღალი ტონით) რიგი დაიკავეთ, დაიცავით დისტანცია და ერთ ხაზზე დადექითო. მე ამ დრო ვიჯექი, ვაკვირდებოდი ქართველებს და გულწრფელად გეუბნებით, სირცხვილით მოვკვდი. მე შემრცხვა ამ ადამიანების მაგივრად. ველოდებოდი, როდის გაივლიდა ყველა, რომ ბოლოს მივსულიყავი.
აი, ამ დროს დავინახე ის, რაც აქამდეც კარგად ვიცოდი, მაგრამ გუშინ დავრწმუნდი იმაში, რომ ევროპა არაფერს გიშველის, თუ შენ არ არ გაქვს შინაგანი კულტურა, თავმოყვარეობა და ღირსება. ამას ევროპაში კი არა, არსად არ ასწავლიან. თუ ხარ სულით ბანძი და გაუთლელი, დარჩები ისეთად, სადაც არ უნდა იცხოვრო! ვერავინ და ვერაფერი შეგცვლის, ხარ შეუმდგარი და მორჩა!
ხო, კიდევ ერთი რამ მაღიზიანებს ქართველებისგან და მაინტერესებს, რატომ აკეთებთ ამას. როგორც კი პილოტი გამოაცხადებს, საქართველოს საჰაერო სივრცეში შევედიო, ეგრევე გესმის ქამრების გახსნის ხმა და ფეხზე წამომდგარი ჩასასვლელად მზად არიან, მერე ისევ ბორტამცილებლის ხმა, დასხედით, შეიკარით ქამრები და დაელოდეთ თვითმფრინავის დაშვებას.
რატომ აკეთებთ ამას? ან თვითფრინავში ასვლას რატომ ჩქარობთ, ან ჩამოსვლას?”,-წერს, მაია ბაჩანაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
1793623405
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: სააკაშვილი არის შემქმნელი იმ რეჟიმის, სადაც ყოველდღიურობას წარმოადგენდა ადამიანთა წამება, ახალგაზრდების ქუჩაში ხოცვა და ბიზნესის ტოტალური რეკეტი
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის შეფასებით, სააკაშვილის მმართველობა დაკავშირებული იყო სისტემურ ძალადობასთან, ადამიანთა წამებასთან, ტელევიზიების მიტაცებასა და...
1793622877
საზოგადოებაკახა კალაძე: ჩვენთვის მთავარი არ არის, ნაგავსაყრელი რუკაზე რომელ კონკრეტულ წერილში იქნება - ჩვენთვის მთავარია, ადამიანებს აღარ უწევდეთ იმ პრობლემებთან ცხოვრება, რომლებიც დღეს აწუხებთ
ლილოს ნაგავსაყრელის მოწესრიგების, არსებული პრობლემების მოგვარებისა და გარემოს გაუმჯობესების მიზნით, მიმდინარეობს ორი მნიშვნელოვანი შესყიდვის პროცედურა, რომლებიც ითვალისწინებს გაზშემკრები სისტემის მოწყ...
1793620541
ახალი ამბები🎥 სადგურის მოედანზე ხანძარია
სადგურის მოედანზე ხანძარია. საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ ცეცხლი გადასასვლელ ხიდზე, ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა. ადგილზე მეხანძრე-მაშველები იმყოფებიან და მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება...
1793620384
საზოგადოება„საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრად გეკა გელაძე დაინიშნა
სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრად გეკა გელაძე დაინიშნა. სამეთვალყურეო საბჭო კორპორაციის წესდების თანახმად 3 წევრისგან შედგება. ის ახორციელებს კონტროლს კორპორა...
1793619738
საზოგადოებაგეკა გელაძემ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა
გეკა გელაძემ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. უწყების ცნობით, გეკა გელაძის მიერ თანამდებობის დატოვება ახალ პოზიციაზე მის გა...


























