„ნათლული გულში ჩაიხუტა, ხელყუმბარა გახსნა და თავი აიფეთქა.. ბრძოლა იყო სისხლის უკანასკნელ წვეთამდე" - რას ჰყვება შინდისთან გადარჩენილი მებრძოლი

დღეს საქართველო შინდისის გმირებს იხსენებს.

14 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 2008 წლის 11 აგვისტოს, სოფელ შინდისთან მტერთან უთანასწორო ბრძოლაში 22-მა ქართველმა მებრძოლმა არნახული სიმამაცე გამოიჩინა, მათგან მხოლოდ 5 გადარჩა.

დაღუპულ მებრძოლებს შორის იყო ალექსანდრე ონიანი, რომელიც მტერს არ დანებდა და ნათლულ, კაპრალ რომან ზოიძესთან ერთად თავი ყუმბარით აიფეთქა.

ეროვნულ გმირებთან ბოლო საუბარს მათი ოჯახის წევრები იხსენებენ.

როგორც ალექსანდრე ონიანის და ამბობს, ძმას ტელეფონზე სწორედ იმ დროს ესაუბრებოდა, როდესაც მტერმა დანებება მოსთხოვა:

ბოლო დღე იყო და მასთან ბოლო საუბარი, როდესაც შინდისში შეტაკება მოხდა.

რუსი ოკუპანტები ჩასაფრებულები იყვნენ – ამ დროს მე და ჩემს ძმას სატელეფონო კავშირი გვქონდა და იმ დროს გაისმა ხმა: „ბიჭებო, თავს უშველეთ, ალყაში ვართ“, ოკუპანტებისგან იყო ძახილი: „ჩაგვბარდით, ხელს არ გახლებთ“.

არ ჩაგბარდებით, არც ჩემს ნათლულს ჩაგაბარებთო და როგორც კი რუსები მიუახლოვდნენ, ნათლული გულში ჩაიხუტა, ხელყუმბარა გახსნა და თავი აიფეთქა”, – ამბობს ალექსანდრე ონიანის და.

„ქედს ვუხრი კრძალვით შინდისელ ბიჭებს“ – ტარიელ ხარხელაური შინდისის გმირებს ემოციურ ლექსს უძღვნის

2008 წლის 11 აგვისტოს იხსენებს შინდიდის ბრძოლის დროს გადარჩენილი გიგა თურმანიძე:

„როდესაც ჩვენი კოლონით ლიანდაგებს მივადექით, კოლონის უკან იყო მოწინააღმდეგის ორი ტანკი, ორივე ტანკიდან ცეცხლი გაიხსნა, ამ შენობა-ნაგებობებში, ყველა მხრიდან იყვნენ განლაგებულები.

ფაქტობრივად, მინდორში ვიყავით და ყველა მხრიდან ცეცხლის ქვეშ მოგვაყოლეს – ახლო ჩასაფრება იყო.

ბრძოლა იყო ბოლომდე, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე, რადგან გადარჩენის არანაირი შანსი არ იყო“ – ამბობს გიგა თურმანიძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵ვის ეკუთვნის რუსულნომრიანი სატვირთო მანქანები, რომლებიც თბილისში გადაადგილდებიან - მერია განცხადებას ავრცელებს

🔵საპატრიარქო: ინფორმაცია თვითმარქვია პირის შესახებ - ბაჩუკი, იგივე გიორგი ცნობილაძე ცრუობს და თავს სასულიერო პირად წარმოაჩენს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793625582

ახალი ამბები

№8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორად ნოდარ ქინქლაძე დაინიშნა

სპეციალური პენიტენციური სამსახური დღეს განხორციელებული საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. „კერძოდ, №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა დაკავებული თანამდებობიდან გა...

პენიტენციური სამსახური

1793625126

მსოფლიო

კიევში დენის გათიშვის გამო ელექტროტრანსპორტი გაჩერდა

კიევში ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხებების გამო ნაწილობრივ გაჩერდა ელექტროტრანსპორტი. ამის შესახებ „რბკ უკრაინა“ იუწყება. „ელექტროენერგიის არარსებობის გამო ტრამვაის ბროშაგოვის ხაზი არ ფუნქციონირებს...

კიევში დენის გათიშვა

1793625095

საზოგადოება

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 2 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5973 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5992 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...

ლარის კურსი, ვალუტა

1793624012

ახალი ამბები

სადგურის მოედანზე, გადასასვლელ ხიდზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

სადგურის მოედანზე ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლი გადასასვლელ ხიდზე, ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა. ხანძრის გამ...

სადგურის მოედან

1793623405

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: სააკაშვილი არის შემქმნელი იმ რეჟიმის, სადაც ყოველდღიურობას წარმოადგენდა ადამიანთა წამება, ახალგაზრდების ქუჩაში ხოცვა და ბიზნესის ტოტალური რეკეტი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის შეფასებით, სააკაშვილის მმართველობა დაკავშირებული იყო სისტემურ ძალადობასთან, ადამიანთა წამებასთან, ტელევიზიების მიტაცებასა და...

ლევან მაჭავარიანი