"როგორ ჩამოვედი აშშ-ში? საზღვარზე გადავედი, არ გადამიცურია მდინარე, მაგრამ არ ამცდა ციხე... ურთულესია..." - მექსიკიდან აშშ-ში ჩასული ქართველი ემიგრანტის რჩევები და გზა სასურველ ქვეყანამდე

ჯგუფში "მექსიკიდან ამერიკაში", მორიგი ისტორია გამოქვეყნდა, თუ რა გზის გავლა უწევთ ქართველ ემიგრანტებს, საქართველოდან აშშ-მდე.

პოსტის ავტორი, მარიამ ხუბუაა, რომელიც უკვე ჩავიდა დანიშნულების ადგილამდე და ახლა სხვებს აძლევს რჩევას.

"როგორ ჩამოვედი აშშ-ში? 🇺🇸

უამრავი შეტყობინება და თხოვნების შემდეგ მინდა გიამბოთ ჩემი განვლილი გზა, თუმცა არანაირად არ ვამბობ რომ იგივეს გაივლით. ყველას გვაქვს ჩვენი ,,ჯვარი,, და ხვედრი ასევე იღბალი ამ ქვეყნად. მოგცემთ ძირითად რჩევებს რაც გამოგადგებათ. ყველაფერი არის ახსნილი დეტალურად. სმს ვერ ვუპასუხებ დროის არ ქონის გამო. სწორედ სხვისი რჩევებით, მათგან მიღებული ინფორმაციით მოვხვდი ამ საოცარ ქვეყანაში. მიიღეთ რჩევები მაგრამ აირჩიეთ და გადაწყვიტეთ სწორად... 🇺🇸

1. აუცილებელია მიზანი და სწრაფვა ყოველ დღიურად. ნუ იტყვით იქ ჩავალ და მერე ყველაფერი მოგვარდება. არა, რაც მეტს მოაგვარებთ მანდ და ისე ჩამოხვალთ ათმაგად სწრაფად წახვალთ წინ. აქ კარგავთ დროს ამაში და ფინანსებს. ამიტომ ისწავლეთ ინგლისური ყოველ დღიურად. უმარტივესი სიტყვებით დაიწყეთ მაგრამ ყოველ დღე ისწავლეთ. ერთი კვირა იმეცადინეთ კვირის დღეები, მეორე კვირას სხვა და ასე. ეს ეხება მათ ვინც საერთოდ არ იცით ენა. რთულია კომუნიკაცია საბაჟოზე, ციხეში ხო საერთოდ და აქ მითუმეტეს!

2. გააკეთეთ შენგენის ნებისმიერი ქვეყნის ვიზა.  ან ამ ვიზით შეხვალთ მექსიკაში ან თავად მექსიკის ვიზით რომელიც კეთდება თურქეთში და რთულად გაიცემა. თუ გნებავთ ამ კონკრეტულ ( შენგენის ვიზა) მომსახურებაზე მიგასწავლით. (მომწერეთ) ნუ გადაიხდით უაზრო ფულებს მოწვევებში და რეგისტრაციაზე. მე დამარეგისტრირა მეგობარმა, მოწვევა დამიჯდა 100 $, საკ. მოსაკრებელი 80 და ესეც ჩემი ვიზა. მე მქონდა პოლონეთის ვიზა . ძალიან ბევრმა მკითხა!!

3. გჭირდებათ მოგზაურობის დაზღვევა რასაც მოგცემთ ნებისმიერი ტურ. კომპანია და მოგიწესრიგებთ საბუთებს.

4. როცა გეგმავთ აშშ წამოსვლას უნდა ემზადებოდეთ ალბათ გარკვეული პერიოდი. მე სამი წელი დამჭირდა ეს ეტაპი. ყოველ წელიწადს როცა ფულს მოვაგროვებდი ვმოგზაურობდი მცირედი, თითქმის უმცირესი ხარჯებით. პასპორტში მქონდა 5 ქვეყნის კვეთა. ამან იქონია გავლენა რათქმაუნდა სანდოობის მხრივ. ანუ ვარ ტურისტი და მექსიკაშიც ვმოგზაურობ როგორც ტურისტი. თუმცა მყავს მეგობარი რომელმაც პირველად იმოგზაურა სუფთა პასპორტით და შემოუშვეს. რატომ? სწორად დაგეგმა, აიღო სასტუმრო 7-10 დღე კანკუნში. ანუ იყიდა. იყიდა შიდა ტურები და აუცილებელი როცა დაკითხვაზე ყავდათ 2 სთ. არ უნერვიულია. გაკვირდებიან კამერებით. მოიქეცით ისე როგორც ტურისტს შეფერის, გადახდილი გაქვთ ფული და იმსახურებთ დაისვენოთ. ენაც არ იცოდა ძალიან მაგრად  მაგრამ მოამზადა წინასწარ თუ სად მიდიოდა და ა.შ. ეს რათქმაუნდა ელემენტარულია.

5. ჩაიცვით სწორად... მიწესრიგდით, გაიპრანჭეთ. ისეთი იყავით რომ გაიფიქროს მებაჟემ ეს რომც დარჩეს კარგი ვინმეა და ბაზარი არააო 😀🧚🏻‍♂️🧚🏻‍♂️ მე პირადად მეორადები დავცალე წინა დღეებში და იმ ბარგით წამოვედი, არ არის აუცილებელი ბრენდები. მთავარი არის პირველი შეხედულება ხომ იცით, მე ყველაფერი გავაკეთე რომ ერთ შეხედვაში ეფიქრათ რომ ვარ ტურისტი და რა ციხე და რა სამუშაოდ წასვლა )))) ხრიკები ინდივიდუალურია საბაჟოზე ყოფნისას. იყავით თანამები რაც არუნდა დარდობდეთ. იფიქრეთ მოტივზე. ასე გავუძელი, უამრავი მოტივით გზასაც და ციხეში ყოფნის 20 დღესაც რომელიც არ იყო მარტივი თუმცა ოცნებები მარტივად გადაგატანინებთ. 😊

6. ჩემი მეგობრის დახმარებით დავჯავშნე ბილეთები. სასტუმროც და გზაც. რაც უფრო ადრე იყიდით მით უფრო იაფად. მე ვიყიდე თვე ნახევრით ადრე. ლიტვა-ჰელსინკი-მადრიდი- მეხიკო სითი. 1050 $ ორივე გზა. იაფია ძალიან.

ჩავედი პოლონეთში ( ბილეთი 180 $ დამიჯდა) რაც იყო შეცდომა თუმცა გადავრჩი. არავინ დაიჯერე ჩემი სამუშაო მოწვევა. გადავრჩი ))) მაგრამ არაა სავალდებოლო რადგან პოლონეთის ვიზა გაქვთ მანდ ჩახვიდეთ. იტყვით: გადაიდო სამუშაო და გადავწყვიტე დასვენება.

7. ერთი კვირა ვისვენებდი ლიტვაში, მარიოტში. სასტუმროს კარტა პასპორტში ჩავდე, მაინც თვალში მოხვდათ))) ესეც ხრიკი პატარა))) შევქმენი ილუზია რომ ფულის პრობლემა არ მაქვს 😀

8. ნუ წამოხვალთ მარტო, თუ გინდათ არ იგრძნოთ გზა აარჩიეთ სწორი და სანდო ადამიანი თანამგზავრად. ვინც არასდროს დაგტოვებთ გასაჭირში. ცოტ-ცოტა რომ ყველას გარკვეული ღირებულებები გექნებათ რაღაც გამოვა. მაგ: მეგობარს ჰქონდა ევროპის მოქალაქის პასპორტი მე ვიზუალი და მარიფათი და ესე 🤣

9. ჩემით შევედი მადრიდშიც, მეხიკო სითიში (მეხიკოში დავისვენე, ფოტოები გადავიღე უამრავი. ტიხუანაში რომ ვინმეს გავეჩერებინე ვეტყოდი აქ ვისვენებდი, აქ ვცხოვრობდი და ა.შ. ანუ ვარ ტურისტი და რა პრობლემაა?!))) და ტიხუანაშიც ისე რომ კითხვაც არ დაუსვამთ. ( ტიხუანას აქვს აეროპორტი, როცა მიდიხარ უახლოეს ქალაქებში დასასვენებლად უნდა ჩაფრინდე უდაოდ ტიხუანაში ტიხუანაში. აირჩიეთ რომელიმე ახლო მდებარე ტურისტული ქალაქი და დაჯავშნეთ სასტუმრო. მაგ: ენსენადა, როგორც მე ვქენი და დამალეთ ტიხუანას სასტუმროს ჯავშანი. იტყვით რომ უნდა დაისვენოთ ენსენადაში. არადა არ წახვალთ ენსენადაში და დარჩებით ტიხუანაში. ეს მაინც ალიბია აეროპორტში თან მყარი. ) ვიბოდიალე კიდეც უამრავი ტიხუანაში... ტურისტის ვიზუალი, სითამამეთანმხლები ადამიანი ალბათ უფრო აგარიდებთ პრობლემებს.

10. საზღვარზე გადავედი, არ მიცურია მდინარე, არც არაფერი მსგავსი.

11. მაგრამ არ ამცდა ციხე. ურთულესია... მაგრამ ... შიგნით შეძლებთ აპარატზე საკვების და ტკბილეულის ყიდვას. არაფერი მოგენატრებათ. შეიძენთ მეგობრებს და დაისვენებთ 😃 ეცადეთ იფიქროთ დადებითად, ილოცეთ ბევრი, მანდაც ინგლისურის წიგნებია და იკითხეთ...

როცა გაგიჭირდებათ მანდ ყოფნა ან სიცივე ან სხვა იფიქრეთ თუ რამდენი შრომა და დარდია ჩვენს ქვეყანაში, როგორ შრომობენ ჩვენი მშობლები და არ უშინდებიან არც სიცივეს და არც არაფერს და ყველაფერი გაგიმარტივდებათ. თუმცა ახლა გართულდა სიტუაცია და ქეისები მოამზადეთ წინასწარ. აბრუნებენ ხალხს.

12. ბონდიც არ დაუწერიათ. არც სპონსორთან დაურეკავთ ამიტომ ძალიან იაფად ჩავედი. ხარჯი 5000 $ არ გაცდენია.

საბოლოოდ: აქაც არაფერია მარტივი, მაგრამ შრომა, შრომა და შრომა ... გისურვებთ ულევ წარმატებას. ✅🇺🇸 ",-წერს, მარიამ ხუბუა.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵"ლეგენდების თანახმად ხალხს ჭამენ ნიანგები, ანაკონდები, გიურზები იგესლებიან 🙂 ჩვენ არ შეგჭამეს, არც დაგგვესლეს, ეტყობა უკვე ნაკვებები იყვნენ" - ქართველი ემიგრანტის გზა მექსიკიდან აშშ-მდე

🔵5 ოქტომბრიდან აშშ-ს მწვანე ბარათის, იგივე გრინქარდის გათამაშება იწყება - გაიგე, როგორ გაივლი რეგისტრაციას წარმატებით

🔵"ყველაფერი თავდაყირა დადგა, სრულდება პოლონეთის ვიზით გადასვლა მექსიკიდან შეერთებულ შტატებში"

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1789673487

ახალი ამბები

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრთან ერთად, აჭარაში მიმდინარე და დაგეგმილ საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ლევან დარახველიძემ აჭარაში მიმდინარე და...

ზურაბ პატარაძე

1789670970

ახალი ამბები

ვატო შაქარიშვილი: გუშინ ევროპარლამენტში ურსულა ფონ დერ ლაიენის ყოველწლიური გამოსვლა ჩაძირვის პირას მყოფი ტიტანიკის სცენას ჰგავდა, როდესაც აღსასრულის მოახლოების მიუხედავად ორკესტრი დაკვრას, მგზავრები კი ცეკვას განაგრძობენ

იმ ადამიანებს მაინც მოვუსმინოთ, ვინც შიგნიდან ხედავს რეალურ სურათს და მაქსიმალურად შორს დავიჭიროთ თავი, დეგრადაციის შეუქცევად პროცესში მყოფი ევროკავშირისგან, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“აღმ...

ვატო შაქარიშვილი

1789669153

ახალი ამბები

სამგორის რაიონში ე.წ. სამხედრო დასახლებაში დედაქალაქში სიდიდით მეორე პარკი გაიხსნა

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა სამგორის რაიონში, აბაშვილის ქუჩა N3-ში, ე.წ. სამხედრო დასახლებაში, 16 ჰექტარ ტერიტორიაზე პარკის მოწყობა დაასრულა. რეკრეაციული სივრცე დედაქალაქში სიდი...

. სამხედრო დასახლება

1789668187

ახალი ამბები

ზვიად შალამბერიძე „ფარაზე“: ვფიქრობ, სულ ახლო მომავალში, თითქმის ყველა სახელმწიფოს, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია თავისი სუვერენიტეტი, თავის კანონმდებლობაში მსგავსი და ძალიან მკაცრი კანონი ექნება

„ვფიქრობ, სულ ახლო მომავალში, თითქმის ყველა სახელმწიფოს, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია თავისი სუვერენიტეტი, თავის კანონმდებლობაში მსგავსი და ძალიან მკაცრი კანონი ექნება“, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“...

ზვიად შალამბერიძე

1789664187

ახალი ამბები

კახა კალაძე FARA-ს გამკაცრებაზე: ეს აბსოლუტურად გასაგებია მთელ მსოფლიოში არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ აშშ-ის გადაწყვეტილება FARA-ს რეგულაციების გამკაცრების შესახებ გასაგებია იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რაც დღეს მთელ მსოფლიოშია. როგორც კალაძემ მედიას განუცხადა...

კახა კალაძე