"რუსებს დაუძველდათ პროპაგანდისა და ტერიტორიების შემოერთების ლოგიკა, რომელიც ამგვარია..." - რას წერს განათლების სპეციალისტი თამარ მოსიაშვილი
საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაციის განათლების სპეციალისტი თამარ მოსიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
"რუსებს დაუძველდათ პროპაგანდისა და ტერიტორიების შემოერთების ლოგიკა, რომელიც ამგვარია:
1. თავისუფლების მოყვარე ერებს ჯერ ნაციონალისტებად/შოვინისტებად/ნაცისტებად ნათლავენ;
2. თავისუფლების მოყვარე ერებს აბრალებენ ეთნიკური უმცირესობების ჩაგვრას;
3. აფინანსებენ და პროპაგანდით ტვინს ურეცხავენ უმცირესობებს;
4. პროპაგანდისა და პოლიტიკური გავლენის გზით არწმუნებენ გლობალურ საზოგადოებას, რომ ნაციონალისტები/შოვინისტები/ნაცისტები ჩაგრავენ ეთნიკურ უმცირესობებს;
5. აწყობენ თავისუფლების მოყვარე ერის ეთნიკურ წმენდას/გენოციდს;
6. გაწმენდილ ტერიტორიაზე ამყარებენ სამხედრო და პოლიტიკურ კონტროლს.
მაგრამ დღეს ვისაც ეჭვი ეპარება რუსეთის ბოროტ ბუნებაში, მის კოგნიტიურ უნარებში ეჭვი მეპარება და კამათსაც აზრი არა აქვს.
ამ საკითხზე მაინც აღარ მოგვიწევს კამათი არც შინ და არც გარეთ, სახეზეა ეთნიკურად გაწმენდილი აფხაზეთი და სამაჩაბლო.
უკრაინის გამარჯვების იმედი დიდია, ეს კი ბოროტების იმპერიის დამარცხებას ნიშნავს და ბევრი პრობლემის მოგვარებას.
ბოლოს და ბოლოს მშვიდად ცხოვრებასა და განვითარებასაც ნიშნავს", - წერს მოსიაშვილი.
სხვა სიახლეები:
1792857325
ახალი ამბებიგიორგი სოსიაშვილი აზიის მეცნიერებათა აკადემიის სრულუფლებიანი წევრი, აკადემიკოსი გახდა
საქართველოს პარლამენტის წევრს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს გიორგი სოსიაშვილს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ქალაქ სანიაში, აზიის მეცნიერებათა აკადემიის ა...
1792851878
სპორტიდიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილი ანჟეს გრან-პრის ვერცხლის მედლის მფლობელი
დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილი ანჟეს გრან-პრის ვერხლის მედლის მფლობელია. ქართულმა წყვილმა რიტმულ ცეკვაში 77,90 ქულა დააგროვა, თავისუფალ ცეკვაში - 116,03, ორი პროგრამის ჯამში კი 193,93 ქულა მ...
1792848889
ახალი ამბებისამების ტაძარში გიორგი ნემსაძის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა
სამების საკათედრო ტაძარში გიორგი ნემსაძის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. მის ხსოვნას პატივი მიაგეს პრეზიდენტმა, დედაქალაქის მერმა, სპორტის მინისტრმა, მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებმა, ვეტერანმა ფეხბუ...
1792845967
სპორტინიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ყაზახეთში, ალმათიში მიმდინარე ATP-ს 250-ქულიანი ტურნირის 1/2-ფინალში ბერძენი სტეფანოს ციციპასი სამ სეტში – 6:4, 6:7, 6:3 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა. პირველ სეტში ბასილაშ...
1792843347
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი ევრობიუროკრატებზე: გადახედონ აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის განცხადებებს ევროპის მიმართ, თავის თავს მიხედოს ამ ხალხმა
„გადახედონ ყველაზე სტრატეგიული ქვეყნის, აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის განცხადებებს ევროპის მიმართ. თავის თავს მიხედოს ამ ხალხმა, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გ...































