"საქართველო კი ჯერჯერობით უსაფრთხო ზონად რჩება, ბევრი მაქვს ამაზე ნათქვამი, წასული ხალხი უკან ჩამოვა და ასეც იქნება"- გიორგი ლობჯანიძე

ეზოტერიკოსი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში ისრაელის მოვლენებთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ბევრი მეკითხებით ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტზე და გეტყვით, რომ ეს წამოწყებული ომი დიდი შანსია, რომ საკმაოდ გაიწელოს და უფრო ფართომასშტაბიანი სახე მიიღოს. თუ რატომ მოგახსენებთ:

პირველ რიგში, ნებისმიერ რიგით მოქალაქეს ისრაელშიც და მთლიანად მაგ მიწებზე ვინც არიან მსურს რომ გამძლეობა ვუსურვო და განსაკუთრებით კი ჩემი ქვეყნის წარმომადგენლებს. ფაქტი ცუდია, რაც მოხდა და არასასიამოვნო.

ახლა, რაც შეეხება ვითარებას: ჯერ გაუგებარია ამხელა ქვეყნის დაზვერვას როგორ არ ჰქონდა ის ინფორმაცია რომ მათ მტერი უახლოვდებოდათ. როგორ მოხდა ასე მოწმენდილ ცაზე ხმელეთიდანაც კი გასროლა მათ ტერიტორიაზე, ეს ამოუხსნელია, საინტერესოა რომ დაწყნარდება მოვლენები რა პასუხს დადებენ. მე ბევრს ვიცნობ ისრაელში და მესმის მათი უკმაყოფილების მიზეზი მთავრობის მიმართ.

ამ ომში ისრაელი აპირებს ღაზას სექტორის ბოლომდე განადგურებას, იქ კი ლამის 2 მილიონი ადამიანი ბლოკადაშია მომწყვდეული, შესაბამისად ძალიან რთულად სავარაუდოა რომ დანარჩენი მუსულმანური სახელმწიფოები ასე ადვილად გაჩუმდებიან. თუ გაჩუმდებიან, მაშინ ამით ისტორიულად საუკუნოვანი ტრადიცია, რასაც ჰქვია არაბული ომის ერთგულება მოკავშირეებისადმი უნდა შეილახოს, რაც არ მგონია ასე ადვილად მოხდეს, თან ჰამასი პირდაპირ ირანისგან ფინანსდება ... 

ისრაელი ძალიან დიდი ალბათობით ტერიტორიულ მთლიანობას მაინც აღადგენს, ოღონდ განვმეორდები თუ კონფლიქტი რეგიონალური გახდა მძიმე შედეგების ფასად, სწორედ ამ მძიმე შედეგების მერე დაიწყება მთავარი, რასაც ჰქვია ახალი გეპოლიტიკური გადანაწილების სისრულეში მოყვანა და რაც მთავარია მოყვანა ,,მაშიახის", რაც ჩემი მოგონილი კი არა, არამედ, ებრაელი ხალხის ნატვრაა და ლამის ყოველი მეორე ამის ძახილშია, ამიტომ ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებს ახლა ისრაელის ამჟამინდელი მთავრობა. 

ძალიან დიდი საჭირბოროტო საკითხის წინაშეა დამდგარი, არა მხოლოდ აღმოსავლეთი, არამედ, თავად მსოფლიო და ამ სიტუაციაში თუ გადაჭრის ფორმა ფიზიკურად ვერ იარსებებს, მაშინ დროთა განმავლობაში საფუძველი ჩაეყრება ებრაელთა მიწიდან ახალ რომს, რომელიც იმ დროისთვის მეეჭვება ასეთ გეოპოლიტიკურ ქაოსში რეალურ მშვიდობამდე მივიდეს. საქართველო კი ჯერჯერობით უსაფრთხო ზონად რჩება, ბევრი მაქვს ამაზე ნათქვამი, წასული ხალხი შექმნილი ფონიდან გამომდინარე უკან ჩამოვა და ასეც იქნება, ეტაპობრივად ნახავთ ყველაფერს". - წერს ლობჯანიძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1746777458

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ევროპელ ჩინოვნიკებს „დიფ სთეითისგან“ აქვთ მიღებული დავალება, რომ მაქსიმალურად დაუპირისპირდნენ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, რაც ძალიან სამწუხაროა, არის სრული, ტოტალური უსამართლობა

2022 წელს ქართველ ხალხს სრულიად უსამართლოდ, დაუსაბუთებლად უთხრეს უარი კანდიდატის სტატუსზე, შემდეგ მოლაპარაკებების გახსნაზე და უსამართლობა, რომელსაც „დიფ სთეითი“ ევროპელი ჩინოვნიკების ხელით ახორციელებს...

ირაკლი კობახიძე

1746776178

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ესტონეთის მიერ დაწესებული სანქციები არის უკიდურესად არამეგობრული ნაბიჯი, მაგრამ ჩვენ ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, ეს არის ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილება

ესტონეთის მიერ დაწესებული სანქციები არის უკიდურესად არამეგობრული ნაბიჯი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართ...

ირაკლი კობახიძე

1746775749

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ფაშიზმი იყო უდიდესი ბოროტება და ფაშიზმის დამარცხება არის ძალიან მნიშვნელოვანი - კიდევ ერთხელ ყველა ვეტერანს მინდა მივულოცო დღევანდელი დღე

ფაშიზმი იყო უდიდესი ბოროტება და ფაშიზმის დამარცხება არის ძალიან მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში განუც...

ირაკლი კობახიძე

1746773929

ახალი ამბები

ლევან იოსელიანი საქართველოს მოსახლეობას ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლისთავს ულოცავს

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საქართველოს მოსახლეობას ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლისთავს ულოცავს. „საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ულოცავს საქართველოს მოსახლეობას ფაშიზმზე გა...

ლევან იოსელიანი

1746771490

ახალი ამბები

მთავრობის განკარგულებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებმა ერთჯერადად 2000 ლარი, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრებმა 1000 ლარი მიიღეს

მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებმა ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების სახით - 2000 ლარი, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა...

საქართველოს მთავრობა