„სატანის მოციქული, რომლის ერთ-ერთი მსხვერპლი ბახვა ჩიქობავაც არის“ - რას წერს დავით ქართველიშვილი მიხეილ სააკაშვილზე?

ეს სატანის მოციქული, რომლის ერთ-ერთი მსხვერპლი ბახვა ჩიქობავაც არის - დღემდე არ ეშვება არც მკვდარს, არც ცოცხალს, არც პაატა ქარდავას დის და არც მისი ქალიშვილის მოუშუშებელ იარებს - ასე ეხმაურება ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.

„მისი ეს განცხადება რომ არ გავყოთ ორ ნაწილად - იმ ადამიანების წინაშე უდიდეს უსამართლობას ჩავიდენთ, ვინც სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლია და დღემდე სამართლიანობის აღდგენის მოლოდინშია. აქვე იმასაც ვიტყვი, რომ „არა არს კაცი, რომელიც ცხონდეს და არა სცოდოს“, და სანამ ბახვა ჩიქობავას კანონთან ურთიერთობებს შევეხები - ცალსახად ვაფიქსირებ: მისი დაღუპვა საომარი თავდადების სფეროს განეკუთვნება, და ამავდროულად, მან ამ თავდადებით - შესაძლოა ის ცოდვა გამოისყიდა უფლის წინაშე, რომელიც შესაძლოა მთელი ცხოვრების განმავლობაში გულზე დარდად ედო და რომელიც უნდა გავიხსენო. და მე ამას არც შევეხებოდი, თუ არა ბახვა ჩიქობავას ამ ცოდვაში გამხვევი სააკაშვილი და მისი უგუნური ბრალდებები ივანიშვილის მისამართით.

2008 წლის 27 აგვისტოს, დაზვერვის ოფიცერი პაატა ქარდავა, მარიამობის წინ საყიდლებზე, ზუგდიდის ბაზარში გავიდა თავის მე-10 კლასელ ქალიშვილ ქრისტინასთან ერთად. გოგონა ბაზარში იყო შესული, როდესაც ორმა ფორმიანმა შეიარაღებულმა პირმა პაატა ქარდავა თავისივე ავტომანქანით გაიტაცა და გეზი აჭარისკენ აიღეს - ერთ-ერთი გამტაცებელი სწორედ ბახვა ჩიქობავა იყო. მას შემდეგ ქრისტინეს - მამა აღარ უნახავს. ქარდავას მანქანა მდინარე ჩოლოქთან დააგდეს, გადაჯდნენ სხვა მანქანაში, მიიყვანეს პაატა ქარდავა ნავსადგურთან, სადაც ის უკვე რომან შამათავამ კატარღით გაიყვანა ღია ზღვაში, დახვრიტა და ცხედარი წყალში გადააგდო.

ბახვა ჩიქობავამ თავისი დანაშაული სრულად აღიარა და 2013-14 წ.წ. ითანამშრომლა გამოძიებასთან. ქვეყნიდან გაუსვლელობაზე ხელწერილის მიუხედავად, მან მოახერხა უკრაინაში გამგზავრება. ბახვა ჩიქობავა დაიღუპა პაატა ქარდავას დაბადების დღეს, ქრისტინამდე ამ ამბავმა მიაღწია სწორედ იმ მომენტში, როდესაც ეკლესიაში მამის მოსახსენებელ პანაშვიდს აღავლენდა მღვდელი. ვინ იცის, იმ მომენტში იქნებ სწორედ ამ პანაშვიდმა შეარიგა პაატას და ბახვას სულები - ეს უკვე უფლის უზენაესი სამართლიანობის სფეროს განეკუთვნება. მაგრამ, ეს სატანის მოციქული, რომლის ერთ-ერთი მსხვერპლი ბახვა ჩიქობავაც არის - დღემდე არ ეშვება არც მკვდარს, არც ცოცხალს, არც პაატა ქარდავას დის და არც მისი ქალიშვილის მოუშუშებელ იარებს.

ბახვა ჩიქობავას მეუღლე დღემდე მუშაობს სენაკის პირველი გიმნაზიის დირექტორად. მე მინდა გავიზიარო მისი მწუხარება! სხვათა შორის, ამ პოზიციაზე სწორედ ივანიშვილის ხელისუფლების დროს დაწინაურდა, მეუღლის უკვე უკრაინაში ყოფნის პერიოდში - და არავის მოსვლია აზრად მისი ან "დაბულინგება" ან სამსახურებრივი შევიწროება.

მე არ ვიცი, ვინ როგორ მიიღებს ამ პოსტს, მე მინდოდა მხოლოდ ორი სულის შერიგებაზე მესაუბრა - პაატასი და ბახვასი. ამასთანავე, მე არ მინდა, რომ პაატას ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიაყენონ უპატიებელი ტკივილი ამ თემებზე უაზრო და უადგილო სპეკულირებით. და კიდევ იმისთვის დავწერე ეს პოსტი - რომ სააკაშვილის სატანისტურ ბუნებას და უსაზღვრო ცინიზმს კიდევ ერთხელ აეხადა ფარდა“ - წერს დავით ქართველიშვილი Facebook-ზე.

ცნობისთვის, სასამართლო სხდომაზე საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თქვა:  „ივანიშვილის პროკურატურას ბახვა ჩიქობავა გამოცხადებული ჰყავდა დამნაშავედ, ფუი, იმ ქვეყანას, სადაც ასეთ კაცს აცხადებენ სისხლის სამართლის დამნაშავედ, სირცხვილი იმ ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც ხმას არ იღებენ იმისათვის, რომ გმირებს აცხადებენ კრიმინალებად“.

ასევე საინტერესოა:

🔵 აჰ, თქვენ ამობრძანდით ხალადეცის ფორმიდან? ნწ. ნწ. - მინისტრი წულუკიანი მერაბ მეტრეველს მიმართავს

🔵 ვაიი, მიშააა, მაქედან რომ გამოხვალ ვერ გადამირჩები - ნანუკა ჟორჟოლიანი მიხეილ სააკაშვილს

🔵  „უკრაინაში სატანისტების ლიდერი კუკური ბარამიძე ჩავიდა..“ - დომენიკ მანგო რუსული ტელეარხის მიერ მისთვის მიძღვნილ სიუჟეტს ეხმაურება

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793620541

ახალი ამბები

🎥 სადგურის მოედანზე ხანძარია

სადგურის მოედანზე ხანძარია. საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ ცეცხლი გადასასვლელ ხიდზე, ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა. ადგილზე მეხანძრე-მაშველები იმყოფებიან და მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება...

სადგურის მოედანზე ხანძარია

1793620384

საზოგადოება

„საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრად გეკა გელაძე დაინიშნა

სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრად გეკა გელაძე დაინიშნა. სამეთვალყურეო საბჭო კორპორაციის წესდების თანახმად 3 წევრისგან შედგება. ის ახორციელებს კონტროლს კორპორა...

გეკა გელაძე

1793619738

საზოგადოება

გეკა გელაძემ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა

გეკა გელაძემ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. უწყების ცნობით, გეკა გელაძის მიერ თანამდებობის დატოვება ახალ პოზიციაზე მის გა...

გეკა გელაძე

1793619193

საზოგადოება

პრეზიდენტი: თანამედროვე გლობალურ სამყაროში, სადაც საფრთხეები ხშირად უხილავი, ასიმეტრიული და მრავალგანზომილებიანია, სწორედ პროფესიული დიპლომატია და მოქნილი, შორსმჭვრეტელური საგარეო პოლიტიკა წარმოადგენს ქვეყნის პირველ თავდაცვით ხაზს

„თანამედროვე გლობალურ სამყაროში, სადაც საფრთხეები ხშირად უხილავი, ასიმეტრიული და მრავალგანზომილებიანია, სწორედ პროფესიული დიპლომატია და მოქნილი, შორსმჭვრეტელური საგარეო პოლიტიკა წარმოადგენს ქვეყნის პი...

მიხეილ ყაველაშვილი

1793618667

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ვინც აღიარებს და მოინანიებს, ყველას მიმართ ამოქმედდება შესაბამისი ზომები, ჩვენი თვითმიზანი არ არის ვინმეს ყოფნა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ჩვენი მიზანი და თვითმიზანია სამართლის უზენაესობის აღსრულება

„ვინც აღიარებს და მოინანიებს, ყველას მიმართ ამოქმედდება შესაბამისი ზომები, ყველა დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას“, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს. პრემ...

ირაკლი კობახიძე