"შეხედეთ ჩემს თმას ახლა. არც თმა მქონდა არც წარბი და არც წამწამი. სამაგიეროდ მქონდა სიცოცხლის უშრეტი წყურვილი და მე გადავრჩი…" - მარიამ სირბილაძე
მარიამ სირბილაძე სოციალურ ქსელში საჯაროდ აქვეყნებს პოსტს და წერს იმ გამოვლილი რთული გზის შესახებ, რაც სიმსივნის დიაგნოზს მოჰყვა.
როგორც მარიამი წერს, სიცოცხლის უშრეტი წყურვილის წყალობით, მძიმე სენი დაამარცხა და გადარჩა.
“ქიმიო თერაპიის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში დამეწყო თმის ცვენა. მარტომ დავდექი სარკესთან და ჩემი ხელით გადავიპარსე თმა. ვნანობ, რომ ეს დიაგნოზის დასმისთანავე არ გავაკეთე და თმის ცვენის დაწყებას დაველოდე.
დავდექი სარკესთან და ჩემს თავს ვუთხარი, რომ თმის დაკარგვით იწყებოდა ჩემი ახალი სიცოცხლე. თავს ვიმშვიდებდი, სინამდვილეში ის იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე მტკივნეული საღამო. არ ვიცი მსგავსი ტკივილი როდის ვიგრძენი, არც არასდროს. თითქოს გული მოწყდა არტერიებს და ჩავარდა სადღაც უფსკრულში.
ახლა რომ ვფიქრობ რა წარმოუდგენელ ემოციურ ტკივილებს გავუძელი, ახლა რომ ვფიქრობ რა გამოვიარე, ვიმსახურებ იმას როგორიც ახლა ვარ, სადაც ახლა ვარ. სიყვარულსაც და გაფრთხილებასაც, ყველაფერ ძვირფასს და კარგს რაც სამყაროში არსებობს.
ჰო და ვინც ახლა გადიხართ ამ გზას, ან ვინც მომავალში გაივლის სამწუხაროდ, მინდა იცოდეთ. მინდა იცოდეთ, რომ თმის დაკარგვით იწყება ყველაზე დიდი სიყვარულის ისტორია სამყაროში. სიცოცხლის და საკუთარი თავის მიმართ უსაზღვრო სიყვარულის ისტორია.
დაე თქვენს დალალებს გაჰყოლოდეს ყველაფერი ცუდი! ყველა ტკივილი! ყველა ცრემლი! მთავარია ჩვენ ვიყოთ კარგად.
და როცა ყველაფერი კარგად იქნება, თმა ისევ დაიწყებს ზრდას. როგორც მოყინულზე ენძელა გააპობს მიწის ზედაპირს და თოვლში ამოვა, ისე ამოვა თქვენი თმებიც.
შეხედეთ ჩემს თმას ახლა. არც თმა მქონდა არც წარბი და არც წამწამი. სამაგიეროდ მქონდა სიცოცხლის უშრეტი წყურვილი და მე გადავრჩი…
ჯანმრთელები უნდა ვიყოთ! არ უნდა შეგვეშინდეს! ყველაფერი შეგვიძლია ადამიანებს. ყველაფერი!”, – წერს მარიამ სირბილაძე.
1793955052
ახალი ამბებიცანა-ლასდილის და უშგული-ლასდილის მონაკვეთებზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინ...
1793954467
საზოგადოებანინო წილოსანი ევროკომისიის ანგარიშზე: ქართველ ხალხს გამოუმუშავდა უარყოფითი დამოკიდებულება ამ ანგარიშების მიმართ, სადაც ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის საფარქვეშ, რეალურად გვთხოვენ მათი აგენტურის გადარჩენას
მმართველ გუნდში საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებს კიდევ ერთხელ ეხმაურებიან. ოფიციალური პარიზი ძალადობრივ ქმედებებს გმობს, თბილისში კი ევროპის ორმაგ სტანდარტზე საუბრობენ. „ქართულ ოცნებაში“ აინტე...
1793952034
ახალი ამბებიდანაშაულის აღიარებისა და მონანიების შემდეგ ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვა
4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ერთ-ერთმა მსჯავრდადებულმა, ნანა სანდერმა პენიტენციური დაწესებულება დატოვა. მას დანაშაულის აღიარებისა და მონანიების შემდეგ საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. ათონელის სასახლესთა...
1793950919
საზოგადოებაბიძინა ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა
„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა. პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანა...
1793950240
საზოგადოებაცესკოს თავმჯდომარემ თურქეთის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მუსტაფა თურქერ არის შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარე...


























