"სხვისი ციტატის ავტორად გამომაცხადეს, აუცილებლად ქარტიას მივმართავ" - ვიკა ბუკია
ჟურნალისტი, ვიკა ბუკია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს ორი ქალბატონის დიალოგზე, რომელიც შემთხვევით მოისმინა.
"აივანზე ვზივარ ჩემთვის და რომელიღაც აივნიდან მესმის სუპერ-პიზ-ინტელექტუალური დიალოგი:
" - აუ, ვერ ვიტან მეგრულად რომ ლაპარაკობენ. ჯერ ერთი რომ არ გესმის რა პონტია.
– სულ უფრო ცოტა ლაპარაკობსო და ძაან კაი თუ გადაშენდება. საზიზღრობაა
- და სვანური მოგისმენია?
- აუ, კი. დაბრედვაა.”
აი, ამ ორი ინფუზორიას დიალოგს კაი მეგრული ჯგარჯგალი არ ჯობია ახლა? ", – წერს ვიკა ბუკია.
აღნიშნული პოსტი ერთ-ერთმა მედია სააგენტომ გაანიუსა და სათაურად ვიკა ბუკიას ფოტოსთან ერთად დაურთო "აუ, ვერ ვიტან მეგრულად რომ ლაპარაკობენ. სულ უფრო ცოტა ლაპარაკობსო და ძაან კაი თუ გადაშენდება".
მედიის მიერ სათაურად გამოყენებულ ფრაზას, რომელიც "თითქოს" ჟურნალისტის ციტატად იქნა წარმოდგენილი, საზოგადოების კრიტიკა მოჰყვა...
აღნიშნული კრიტიკის შემდეგ ჟურნალისტმა, კიდევ ერთი პოსტი დაწერა:
"რადგან ინბოქსში მკითხა რამდენიმე ადამიანმა რას ვაპირებ, პატარა განმარტებას გავაკეთებ იმ ციტატაზე რომელიც მომაკერეს :) მიუხედავად იმისა, რომ სხვისი ციტატის ავტორად გამომაცხადეს (ამაზე ცალსახა და მკაფიო ტყუილი რა უნდა ეთქვათ), მე აუცილებლად ქარტიას მივმართავ, მაგრამ აი, სასამართლოს - არა.
მადლობა იმ ადამიანებს ვინც გამოთქვა სურვილი სარჩელი მოამზადოს.
უბრალოდ, ისეთ ქვეყანაში რა ქვეყანაშიც ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან სახიფათოა ნებისმიერი მსგავსი ტიპის პრეცედენტის შექმნა (თუნდაც ამ ერთი შეხედვით მეტად უმნიშვნელო ამბიდან).
დაახლოებით ვხდები რა განზოგადება შეიძლება მოყვეს სიტყვას “ცილისწამება” ქვეყანაში, სადაც ერთი სული აქვთ პირი მოგვიკუმონ".
ასევე დაგაინტერესებთ:
1786134716
საზოგადოება2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. ომიდან 18 წლის თავზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია ქვეყნის მასშტაბით ადმინის...
1786134613
საზოგადოება2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგების ნიშნად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგების ნიშნად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. მთავრობის განკარგულ...
1786133091
საზოგადოებარუსეთ-საქართველოს ომიდან 18 წელი გავიდა
რუსეთ-საქართველოს ომიდან 18 წელი გავიდა. 400-ზე მეტი დაღუპული, 2000-მდე დაჭრილი და იძულებით გადაადგილებული 130 000 ადამიანი - ეს რუსული აგრესიის შედეგია. 2008 წლის აგვისტოში ოკუპანტებმა 50-ზე მეტი სოფ...
1786132174
მსოფლიოაშშ-ის სენატმა ხმათა უმრავლესობით დაუჭირა მხარი კანონპროექტს რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ
აშშ-ის სენატმა ხმათა უმრავლესობით დაუჭირა მხარი კანონპროექტს რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ. კანონპროექტი, რომელსაც მისი უმთავრესი მხარდამჭერის პატივსაცემად სახელი გადაერქვ...
1786129832
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: დღემდე ღალატის გზას ადგანან, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვა დროულად წარიმართოს და მათი მოღალატეობრივი ნაბიჯები ერთხელ და სამუდამოდ სამართლებრივად შეფასდეს
ფაქტობრივად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარი დანაშაულებრივი ქმედებები ჩვენს ჯარისკაცებს გადააბრალა და ისინი ტრიბუნალისთვის გაწირა. რომ არა ჩვენი გუნდი, სხვა ვერავინ დაიცავდა ჩვენს გმირ ჯარისკაცებს,...


























