სტამბოლში, უკრაინის პირველი დიდი გამარჯვება გაფორმდა. რუსეთმა აღიარა, რომ ვეღარ იღებს კიევს - სააკაშვილი
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსეთ-უკრაინის დელეგაციებს შორის, სტამბოლში დღეს გამართული მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს სოციალური ქსელში ეხმაურება.
„სტამბოლში, უკრაინის პირველი დიდი გამარჯვება გაფორმდა. რუსეთმა აღიარა, რომ ვეღარ იღებს კიევს და ჯარები მთლიანად კიევის მიმართულებიდან გაჰყავს. პუტინის მთავარი ოცნება, დაპატრონებოდა კიევს, სამუდამოდ დაინგრა.
უკრაინა ფორმალურად არ გახდება NATO-ს წევრი, უკრაინა არ შევა NATO-ში, მაგრამ NATO შევა უკრაინაში. თუმცა ალიანსის ძირითადი და ყველაზე მნიშვნელოვანი წევრები აძლევენ უკრაინას NATO-ს მე-5 მუხლის ტოლფასს გარანტიებს, რაც ნიშნავს, რომ უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში, ისინი ჯარს უკრაინის დასაცავად ავტომატურად გაგზავნიან. რაც მთავარია, რუსეთი ამას თანხმდება.
ახლა, კიევთან მარცხის შემდეგ, რუსეთი დონბასზე შეტევის გააქტიურებას შეეცდება, მაგრამ იქაც აუცილებლად ჩაფლავდება.
ეს არის დიდი დიპლომატიური გამარჯვება, რომელიც გმირი უკრაინელი სამხედროების სისხლის ფასად და უკრაინელი ერის ერთობის ფონზეა მოპოვებული.
"ღმერთო, ღმერთო, ეს ხმა ტკბილი, გამაგონე ჩემს მამულში" - ეს შეთანხმება არის რუსეთის ისტორიული მარცხი და რუსეთის სახელმწიფოს დღევანდელი სახით არსებობის დაშლის დაწყების გაფორმება.“- წერს მიხეილ სააკაშვილი.
ასევე საინტერესოა:
🔵 „ივანიშვილმა და სააკაშვილმა ერთმანეთს ადგილსამყოფელები უნდა გაუცვალონ“ - პაატა ბურჭულაძე
🔵 14 წლის ბიჭი თანატოლის მიერ გასროლილ ბრმა ტყვიას ემსხვერპლა
1791467835
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი, საქართველოს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კომპანიების ასოციაციის (ICTA) წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კომპანიების ასოციაციის (ICTA) წარმომადგენლებს შეხვდა...
1791467679
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი: პოლიტპატიმარი თუ არის ყველა, ვინც საქართველოში სახელმწიფო დაწესებულებებზე შტურმს მოახდენს, მაშინ რამდენიმე ათასი პოლიტპატიმარი მიიღო საფრანგეთმა საპროტესტო გამოსვლებისას
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ევროპარლამენტში გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებით წლების განმავლობაში ცნობილია. ქადაგიშვილის განმ...
1791465160
ახალი ამბებინინო ფოჩხუა ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: აფუსფუსდნენ გარე ძალები პარტიების გაუქმების წინ, იციან რა რომ თუ აღარ ეყოლებათ დასაყრდენი ამ ქვეყანაში, საერთოდ დაკარგავენ საქართველოს და მასზე ზეგავლენას
„მერამდენე რეზოლუცია უნდა მიიღოს ევროპარლამენტმა თან ბრმად, რომ მიხვდნენ იუკნევიჩიენები, კრამერები და გოშევსკები, ფუჭია მათი გარჯა როგორმე დააზიანონ საქართველო“,- წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქს...
1791464790
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 8 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6019 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6021 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რ...
1791463542
ახალი ამბებიევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტი განიხილეს
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპ...



























