"სულ მალე, იყო რუსი იქნება იგივე, რაც ყოფილიყავი გერმანელი გასული საუკუნის 40-იან წლებში - ვერ გიტანდა ვერავინ"
სამოქალაქო აქტივისტი ნინო ბექაური უკრაინის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე წერს და ოკუპანტი რუსეთის დამარცხებას პროგნოზირებს:
"მალაიზიური ბოინგის ჩამოგდების შემდეგ, შენდეროვიჩმა თქვა რომ მალე დადგება დრო, როდესაც რუსებს სახეში შეაფურთხებენ, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო რომ ისინი რუსები არიან და როდესაც ეს დღე დადგება, ეს არც ცუდი იქნება და არც კარგი, ეს იქნება უბრალოდ ასე.
C'est la vie.
8 წლის შემდეგ, ეს დღე დადგა.
სულ მალე, იყო რუსი იქნება იგივე, რაც ყოფილიყავი გერმანელი გასული საუკუნის 40-იან წლებში - ვერ გიტანდა ვერავინ და არავინ იწყებდა იმის გარკვევას ფაშიზმს ემხრობოდი, თუ ემიჯნებოდი.
რუსებს ვერ გადაარჩენს ვერც ჩვენი სტუმართმოყვარეობა, ვერც თავიდან გააზრებული ვაჟა-ფშაველა, ვერც დასტაევსკი, ვერც მალევიჩი.
ისინი გერმანელების ბედს გაიზიარებენ, სანამ მათსავით სრულად არ გაიაზრებენ რა ჩაიდინეს და თავის თავში ბოლომდე არ დაამარცხებენ ფაშიზმს.
ასე რომ, ვინც ახლა მოგუდულში ურცხვად ახლაფორთებს სიტყვებს "კი, მაგრამ" და ჰგონია რომ ვერავინ ხედავს ან ვერავინ ხვდება მათ უინტელექტო ხიტრაჟოპობას, იცოდეს რომ რუსებს მიყვება საფლავში.
ფაშიზმის მხარდაჭერა კნუტ ჰამსუნსაც კი არ ეპატია თავის დროზე.
სამყარო არასდროს ყოფილა ასეთი შავ-თეთრი.
არ არის აღარანაირი მაგრამ...
რუსეთუმეები გაგვინაწყენდნენ.
განვითარების ნებისმიერ ეტაპზე, ადამიანს უნდა საკუთარ თავს პატივს სცემდეს.
ჩვენ კი ვეუბნებით, რომ ბავშვთა მკვლელების და მწამებლების გვერდით დგანან და იმის მაგივრად რომ ეს გადაიაზრონ (რომელი გიუნტერ გრასები ეგენი მყვანან პრინციპში, ეგ რომ გადაიაზრონ) იმას ესხმიან თავს, ვინც სარკეში ახედებთ.
მოკლედ, არაფერი ახალი.
ბოლო კვირაში, ჩემი ბევრი ფრენდი დაარეპორტეს, ვინც რუსების მიერ ჩადენილ არაადამიანურ დანაშაულზე წერდა. ალბათ, მეც ეგ ბედი მელის.
ფეისბუკი, დასავლური პოლიტკორექტულობის მსგავსად, პალმის ქვეშ ზის და ბლომანჟეს ჭამს.
ძვირფასებო, გვიანი იქნება როდესაც ამ ბლომანჟიდან თავს ამოჰყოფთ, უკვე თქვენი თვალით დაინახავთ ყველაფერ იმას, რასაც აქამდე მხოლოდ კითხულობდით....",- წერს ნინო ბექაური.
ასევე დაგაინტერესებთ:
📍 "რასაც პუტინი უკრაინაში სჩადის, ჩემთვის გენოციდს არაფრით ჩამორჩება" - ბორის ჯონსონი
1791395941
საქართველოგაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ კონსენსუსით მიიღო
2026 წლის 7 ოქტომბერს ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღო, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ადამიანის უფლებების მდგომარეობას შე...
1791394229
საზოგადოებათორნიკე მოლაშვილი სააკაშვილზე: დაიმსახურა ისეთი მოპყრობა ციხეში, როგორც სულხან მოლაშვილს ეპყრობოდნენ მისი დავალებით, როგორც, ზოგადად, მისი ჯალათები ექცეოდნენ პატიმრებს, მაგრამ ზის კომფორტულად ციხეში და გვლანძღავს, გვაგინებს და გვემუქრება
თორნიკე მოლაშვილი სააკაშვილს პასუხობს. სულხან მოლაშვილის ძმის თორნიკე მოლაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ციხეში იმ მოპყრობას იმსახურებს, რაც პატიმრებს მისი მმართველობისას ხვდებოდათ. მოლაშვილი ს...
1791391980
სპორტი„პირველ რიგში, მადლობელი ვარ ღმერთის, ასევე იმ ხალხის, ვინც ეს სამი თვე გვერდში მედგა“ - ტატო გრიგალაშვილი
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. 26 წლის ქართველმა ფინალში მასპინძელი ზელიმ ცკაევი დამატებით დროში დაამარცხა. შეჯიბრე...
1791390605
საზოგადოებაპრეზიდენტი: ერეკლე მეფის ცხოვრება გვახსენებს, ქვეყნის სამსახურში ყოფნა გამბედაობასთან ერთად მოითხოვს ქვეყნის გარშემო შექმნილი გეოპოლიტიკური მოცემულობების გააზრებას, ყველაზე რთულ ვითარებაში ეროვნული ინტერესების უზენაესობის დაცვას
მეფე ერეკლე II საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული სახელმწიფო მოღვაწეა, რომლის სახელიც ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლას, სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვასა და სამშობლოს წინაშე უზენაეს პას...
1791388697
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: არაკეთილმოსურნეები ცდილობენ, გადააფასონ და ეჭვქვეშ დააყენონ ერეკლე მეორის ღვაწლი. ის, რომ საქართველო არის თავისუფალი, სუვერენული, ევროპული ყაიდის ქრისტიანული სახელმწიფო, არის მკაფიო პასუხი ყველასთვის, ვინც ისტორიას სწორად ვერ აფასებს
ერეკლეს ეპოქა იყო ურთულესი ბრძოლა ქართველი ხალხის ფიზიკური და სულიერი გადარჩენისთვის, მამულის, ენისა და სარწმუნოების შენარჩუნებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ერ...

























