თამრიკო ჭოხონელიძე: მე აქციაზე მოვდივარ ჩემი დიდი ოჯახით, შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად
მე აქციაზე მოვდივარ ჩემი დიდი ოჯახით, შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად, - ამის შესახებ მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე აცხადებს.
“20 ივნისი იქნება სიამაყის და ჩვენი თავმოყვარეობის არ შელახვის დღე. მე, რა თქმა უნდა, მოვდივარ, ჩემი დიდი ოჯახით, შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად და ჩემი ბევრი ახლობელი მოდის ზუსტად ასე, ოჯახებით. თუნდაც იმიტომ, რომ ყველას დავანახოთ ჩვენ რამდენი ვართ და მეორე, ჩვენმა შვილიშვილებმა უნდა დაინახონ, საქართველოსთვის ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. შეიძლება მათ იკითხონ და არც დღესაც არ იციან, რისთვის იდგებიან აქ, მაგრამ აუცილებლად დაამახსოვრდებათ ეს დღე და როდესაც გაცნობიერებულ ასაკში, რატომ იდგნენ ჩვენთან ერთად, კიდევ უფრო მეტად განიმსჭვალებიან პატრიოტული სულისკვეთებით, რასაც ქვეყნის გვერდით დგომა ჰქვია.
ჩვენ ყველა ვსაუბრობთ, თუ რას ვკარგავთ ევროკავშირში შეუსვლელობის შემთხვევაში. ვკარგავთ, ჩვენი მომავალი თაობის თავისუფლებას, განათლებას, კულტურას, ჩვენი ერი ჩვენ თავს ვკარგავთ, საერთოდ, ყველაფერს ვკარგავთ თუ არ შევედით ევროკავშირში”, – ამბობს თამრიკო ჭოხონელიძე.
დღეს, 20 ივნისს, თბილისსა და რეგიონებში საპროტესტო აქცია "შინ ევროპისკენ" გაიმართება.
ასევე წაიკითხეთ:
🌐 როგორ მოვხვდებით კანადაში? - სრული და ოფიციალური ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტროსგან
🌐 როდის დაიწყება მესამე მსოფლიო ომი? - ალოის ირმაიერის ხილვა
1792162018
ახალი ამბებიბექა ოდიშარია გიორგი ქარდავას: აიღეთ მაგალითი „ხალხის ძალისგან“ - შემოდით კონკრეტული ინიციატივით და ვიმსჯელოთ
თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას კოლეგა ოპოზიციონერ დეპუტატ გიორგი ქარდავას მოუწოდა მაგალითი პარტია „ხალხის ძალი...
1792159555
ახალი ამბებიარასრულწლოვანი გერის მიმართ წამების და ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევის ფაქტზე ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე არასრულწლოვანი გერის მიმართ წამების და ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევის ფაქტზე ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნ...
1792157386
ახალი ამბებინოდარ ბოკერია: ჩვენი კონსტიტუცია იცავს პარტიების თავისუფლებას, თუმცა მკაფიოდ ავლებს ზღვარს, რომლის გადაკვეთის შემთხვევაში სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს რეაგირება და პასუხი
თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს უმრავლესობის წევრი ნოდარ ბოკერია პარტია „ლელოს“ წარმომადგენელთა განცხადებებს გამოეხმაურა და სიცრუის ტირაჟირებაში დაადანაშაულა ისინი. ნოდარ ბოკერიამ ოპოზიციის წა...
1792156009
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 16 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5982 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5987 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რო...
1792154901
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: სერიოზულად არავინ აღიქვამს ევროკავშირს, მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომას ითხოვენ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით და არავინ სვამს ამ მაგიდასთან მაშინ, როდესაც ეკონომიკურად და მოსახლეობით მნიშვნელოვანი მოთამაშე უნდა იყოს
„სერიოზულად არავინ აღიქვამს ევროკავშირს. მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომას ითხოვენ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით და არავინ სვამს ამ მაგიდასთან მაშინ, როდესაც ეკონომიკურად და მოსახლეობით მნიშვნელოვ...






























