თბილისში მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა, ბიზნესმენ ლევან კაჭარავას მკვლელობას ეხმაურება

თბილისში მოკლული 22 წლის ნიკო კვარაცხელიას დედა იზო ომაძე სოციალურ ქსელში, ბაგებში ჩაცხრილულ ბიზნესმენ ლევან კაჭარავას მკვლელობას ეხმაურება და წერს:

"ვუსამძიმრებთ გარდაცვლილი ბიზნესმენის ოჯახს ჩვენ ნაცნობობაც კი არ გვქონია ამ ოჯახთან, საშინელი ფაქტი მოხდა და წარმოუდგენელია ასე სწრაფად ვის ჰქონდა გამომცხვარი ვერსია?

მე არაერთხელ გავაჟღერე ჩემს განცხადებებში, რომ ნიკოს მკვლელობის სცენარი რაღაც დადგმულ სპექტაკლს ჰგავდა, გადანაწილებული როლებით, რეჟისორს ალბათ ჯერაც არ დაუსრულებია საკუთარი პიესა და სამწუხაროა რომ ისევ დააყენა ასეთი მძაფრი სიუჟეტი.

ჩვენს ოჯახს აქვს უამრავი შეკითხვა, რომელსაც აგერ უკვე ცხრა თვის განმავლობაში არ გაეცა პასუხი და დღესაც ველით სიმართლის დადგენას.

შვილის გლოვის საშუალებას არ გვაძლევენ, მაშინ როცა მკვლელების და მათი თანამზრახველების საქმე დღესაც არ არის ბოლომდე მიყვანილი, არ დარქმევია ყველაფერს მისი სახელი.

ძალიან გთხოვთ ჟურნალისტებს უსაფუძვლო ინფორმაციის გავრცელებისაგან თავი შეიკავოთ, არანაირი წყარო, რომელიც ambebi ge ის მსგავს ინფორმაციას მიაწვდიდა არ არსებობს, რომ არა “სეთურის” ინსტიტუტი.

უფალმა ინებოს, რომ ეს მკვლელობის საქმე არ დარჩეს გამოუძიებელი…

ნიკოს ოჯახი არასოდეს იქნება შურის მაძიებელი, ეს საზოგადოებამ კარგად იცის, ძალიან სამწუხაროა რომ დღეს 21-ე საუკუნეში ისევ საბჭოთა მეთოდები მუშაობს — დღეს არც ვიცი რა ჰქვია ამ ინსტიტუტს…” – წერს იზო ომაძე.

ცნობისთვის, 24 ივნისს თბილისში, ვაკის რაიონში, წყნეთის გზატკეცილზე სამხედრო დაჯგუფება “მხედრიონის” ყოფილი წევრი,ბიზნესმენი ლევან კაჭარავა მეტსახელად “ტილიკა", ჩაცხრილეს.

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ “ტილიკა” ძმებ კაკულიებს იცნობდა.

ასევე დაგაინტერესებთ:

📍"შესაძლოა მიმდინარე აქციების ორგანიზატორებს, რაიმე შორსმჭვრეტელური გათვლა აქვთ, რასაც თუნდაც ჩემი ჩვეულებრივი მოკვდავის გონი ვერ აღიქვამს" - შალვა ნათელაშვილი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1757434088

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: შტაბში დილიდან თათბირი ჩატარდა, რომ არ ავყვეთ არანაირ პროვოკაციას, ვინაიდან ეს მხოლოდ რადიკალური ოპოზიციის წისქვილზე ასხამს წყალს. მინდა ყველას ვთხოვო, რომ თავშეკავებულები ვიყოთ

 შტაბში დილიდან თათბირი ჩატარდა, რომ არ ავყვეთ არანაირ პროვოკაციას, ვინაიდან ეს მხოლოდ მათ წისქვილზე ასხამს წყალს. მინდა ყველას ვთხოვო, რომ თავშეკავებულები ვიყოთ, - განუცხადა თბილისის საარჩევნო შტაბის...

ლევან მაჭავარიანი

1757433881

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარება არ შედის რადიკალური ოპოზიციის გეგმებში, რადგან ყველა დაინახავს რამხელა სხვაობით გაანადგურებს „ქართული ოცნება“. მეათე საიუბილეო გამარჯვებას უზარმაზარი სხვაობით ვიზეიმებთ

 არჩევნები მშვიდ გარემოში უნდა ჩატარდეს. ეს არ შედის რადიკალური ოპოზიციის გეგმებში, რადგან წინასწარ იციან, თუ როგორი მარცხისთვის არიან განწირულები და სურთ, რომ ფიზიკურად ვერ მივიდეს სიტუაცია არჩევნები...

ლევან მაჭავარიანი

1757431979

ახალი ამბები

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

 თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურ...

პროკურატურა

1757430489

საზოგადოება

უკრაინის შესახებ კაია კალასის სიტყვით გამოსვლას მხოლოდ რამდენიმე ევროპარლამენტარი დაესწრო

 საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი, ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა. როგორც გავრცელებულ კადრებში ჩანს, კალასმა საუბარი თითქმის ცარიელ დარ...

კაია კალასი

1757430386

მსოფლიო

კატარმა მკაცრად დაგმო ისრაელის მიერ დოჰაში განხორციელებული დარტყმა „ჰამასის“ ლიდერებზე

 კატარმა მკაცრად დაგმო ისრაელის მიერ დოჰაში განხორციელებული დარტყმა „ჰამასის“ ლიდერებზე და მას მშიშარა აქტი უწოდა. კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მაჯედ ალ-ანსარიმ განაცხადა, რომ დარტყმი...

მაჯედ ალ-ანსარი