თბილისში უფასო ტანსაცმლის "მაღაზია" გაიხსნა

ბლოგერი აკა სინჯიკაშვილი, რომელიც ქველმოქმედებით ცნობილია, სოციალურ ქსელში კიდევ ერთი პროექტის შესახებ წერს, რომელიც მან მოხალისეობრივი საქმიანობით და საზოგადოების დიდი თანადგომით განახორციელა:
"ეს არის ჩვენი უფასო ტანსაცმლის "მაღაზია"
რომელზედაც, ახლავე ყველაფერს გეტყვით დაწვრილებით და გთხოვთ ყურადღებით წაიკითხეთ.
მოხალისეების მიერ შექმნილი სივრცე მდებარეობს საბურთალოზე, დავით თავხელიძის ქუჩა #1-ის ეზოში. ვაჟა-ფშაველას მეტროსთან ახლოს, წმინდა ბარბარეს ეკლესიის უკან მხარეს, კორპუსების ეზოში.
ვაჟა-ფშაველას გამზირიდან, "მოდული"-ს შენობასთან არის ჩამოსახვევი.
გაუზიარეთ მისამართი ყველას, ვისაც ჩვენი დახმარება სჭირდება.
🛑 სივრცე მუშაობს ჯერჯერობით შაბათს და კვირას, დილის 10:00-დან საღამოს 18:00-მდე.
მოტანაც და წაღებაც შეგიძლიათ ყველა შაბათს და კვირას.
მოტანა შეიძლება ნებისმიერი ფორმის,ფერის და ზომის ტანსაცმელის, ფეხსაცმელის, წიგნების,სათამაშოების და ნებისმიერი საოჯახო ნივთის, რაც სახლში აღარ გჭირდებათ.
🛑გთხოვთ, ეცადეთ, ტანსაცმელი ნუ იქნება ძალიან დახეული და მთლად გამოუსადეგარი.
იყოს აუცილებლად გარეცხილი, სუფთა და რაშიც იქნება მოთავსებული, ზედ ეწეროს სქესი და ასაკი, ვისთვისაცაა განკუთვნილი.
🛑 განსაკუთრებით გვჭირდება ხოლმე სათამაშოები, წიგნები და მშრალი პროდუქტი.
ძალიან ბევრი ბავშვი მოდის და ყველას გვინდა რაღაც შეხვდეს ❤️
🛑 ოჯახებისათვის, მათი წევრების რაოდენობის მიხედვით, გაიცემა შეუზღუდავი ოდენობის ნივთები და შეუძლიათ სარგებლობა სამ თვეში ერთხელ.
საბუთების წარდგენა არავისთვის სავალდებულო არ არის.
🛑 აუცილებლად დამიკავშირდით რეგიონებიდან სოფლის, სკოლის, რაიონის, ან სოციალური სამსახურის თანამშრომლები, ან თუნდაც მოხალისეების ჯგუფი.
ნებისმიერ რეგიონში უფასოდ გამოგიგზავნით საკმარისი რაოდენობის ტანსაცმელს და შეძლებთ გაუნაწილოთ სოციალურად დაუცველ ადამიანებს.
🛑 გვჭირდება რაც შეიძლება მეტი მოხალისე, რომ შენობამ ყოველდღე იმუშაოს და სწრაფად გავაკეთოთ ხოლმე ყველაფერი ❤️ვისაც ბევრი დრო გაქვთ, გთხოვთ მოგვეხმაროთ და შეგიძლიათ მომწეროთ მესიჯი ნომერზე - 558181218.
ზარების პასუხს ვერ ვასწრებ, გაუჩერებლად რეკავს სულ ტელეფონი 😭
🛑 შაბათს და კვირას, ტანსაცმელის გარდა გაიცემა უფასო პური, მათთვის, ვინც ვერ ყიდულობს.
არ მოგერიდოთ და მობრძანდით ნებისმიერი ადამიანი, ვისაც გჭირდებათ.
პურიც და ტანსაცმელიც რა თქმა უნდა უფასოა ❤️
❤️❤️❤️ ერთი თვის განმავლობაში, უკვე დავეხმარეთ 2000-ზე მეტ ადამიანს.
აქვთ ახალი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და ნივთები, ბავშვებს სათამაშოები და წიგნები ❤️❤️❤️
ვეცდებით ჯერ ყველა დიდ ქალაქში და შემდეგ ყველა რაიონში იყოს ასეთი ადგილი ❤️❤️❤️
უამრავი მადლობა სათითაოდ ყველას, ვინც გვეხმარებით და უზარმაზარი ბოდიში, ვისაც ვერ გპასუხობთ ზარზე და მოწერილზე.
#სიკეთეგადამდებია
❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️",- წერს აკა სინჯიკაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
1748105246
ახალი ამბებიზვიად შალამბერიძე: 26 მაისი არის ქვეყნის და ყველა ქართველისა ზეიმი, ამიტომ ეს დღე ყველამ ერთად უნდა ვიზეიმოთ - ვისაც რადიკალიზაცია უნდა, წავიდნენ ჩვენი ქვეყნიდან და სხვაგან მოიყარონ თავი
ზვიად შალამბერიძე 26 მაისს ოპოზიციის ძალადობრივ გეგმებს „დღის ქრონიკაში“ გამოეხმაურა. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ 26 მა...
1748102771
ახალი ამბებისაქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ეკა კვალიაშვილის საიუბილეო საღამო სახელწოდებით „აქ სიყვარულია“ ჩატარდა
საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში მომღერლის, მუსიკოსისა და პიანისტის, ეკა კვალიაშვილის საიუბილეო საღამო სახელწოდებით „აქ სიყვარულია“ წარმატებით ჩატარდა. კო...
1748100040
ახალი ამბებიდიდი ბრიტანეთის, ესპანეთისა და ნიდერლანდების მონარქები საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
დიდი ბრიტანეთის, ესპანეთისა და ნიდერლანდების მონარქები საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ. „ჩემს მეუღლესთან ერთად გულწრფელად გილოცავთ ამ ღირსშესანიშნავ დღეს თქვენ დ...
1748098406
ახალი ამბებისანდრო ბაზაძე მადრიდის მსოფლიო თასის გამარჯვებულია
ქართველი ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძე, მადრიდში სენიორებს შორის გამართული მსოფლიო თასის Villa de Madrid-ის ჩემპიონია – ქართველმა ფინალში თურქი ენვერ ილდირიმი 15:8 დაამრაცხა. ბაზაძე შეჯიბრებაში T64-დ...
1748097175
ახალი ამბებიჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. პრეზიდენტისადმი გამოგზავნილ წერილში სი ძინ პინი ყურადღებას ამახვილებს საქართველოსა და ჩ...