"ციხის თემაზე ლაპარაკობდნენ რაღაცას... პირველი მე მესროლა" - რას ჰყვება ხარაგაულში სიკვდილს გადარჩენილი ირაკლი კიკნაძე

ხარაგაულის ერთ-ერთ სოფელში, დაპირისპირების დროს დაჭრილი ირაკლი კიკნაძე მომხდარის დეტალებს იხსენებს. მისი თქმით, მასთან სახლში მივიდა ნუკრი თხელიძე, რომელსაც პირადად არ იცნობდა და მისი ნაცნობი - გუჯა ბერაძე. კიკნაძე ჰყვება, რომ სუფრასთან სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, გარეთ გასვლის შემდეგ კი თხელიძემ ჯერ მას, შემდეგ გუჯა ბერაძეს ესროლა.

გუჯა ბერაძე ადგილზევე გარდაიცვალა, ირაკლი კიკნაძე კი ზესტაფონის კლინიკაშია გადაყვანილი.

"ჩემთან შემოვიდნენ, ორი ჭიქა დალიეს, მერე გუჯა მოვიდა და ციხის თემაზე ლაპარაკობდნენ რაღაცას.

პირველი მე მესროლა, იმიტომ რომ მანქანის წინ პირველი მე ვიდექი, რომ გამოვაცილე ჭიშკარში მაშინ. [გამიზნულად გესროლათ?] კი, არ ვიცი არაფერი, საერთოდ არ ვიცნობდი იმას. მარტო ციხის თემაზე ლაპარაკობდნენ გუჯა და ეს პიროვნება, [გუჯა] ადრე იყო ნასამართლევი, 15-20 წლის უკან, [ეს კაციც] როგორც ვიცი ახალი გამოსულია, ჩემ შემდეგ 2 გასროლა გავიგონე და მანქანას ამოვეფარე, მერე მანქანამ ჩაიარა, გუჯა იჯდა", - ყვება დაჭრილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო, თუმცა ჯერ დაკავებული არავინაა.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵რა გელოდება დღეს? - 23 ნოემბრის ჰოროსკოპი, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

🔵"მეამაყება და ყოველთვის ვიამაყებ, რომ მიშასთან, ზურასთან და ნინოსთან ერთად, ვარდების რევოლუციის აქტიური მონაწილე ვიყავი" - გია ბარამიძე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794152313

საზოგადოება

საქართველოს საელჩო პოლონეთის რესპუბლიკაში: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ქალაქ კრაკოვში მომხდარი ტრაგიკული ინციდენტის გამო - ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. დაშავებულებს ვუსურვებთ სწრაფ გამოჯანმრთელებას

საქართველოს საელჩო პოლონეთის რესპუბლიკაში ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქალაქ კრაკოვში მომხდარი ტრაგიკული ინციდენტის გამო. დიპლომატიური სამსახური სამძიმრის წერილს სოციალურ ქსელში აქვეყნებს. „ვუსამძიმრებთ...

საქართველოს საელჩო პოლონეთის რესპუბლიკაში

1794151114

საზოგადოება

დავით მათიკაშვილი: ილია ჭავჭავაძის ფენომენი, ყველა პატრიოტი ქართველისთვის ეროვნული თვითშეგნების მასაზრდოებელი განსაკუთრებული ფუძე და ღერძია

ყვარელში სახალხო დღესასწაული „ილიაობა“ აღინიშნება - წელს ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 189 წელი შესრულდა. საიუბილეო ღონისძიებები ილია ჭავჭავაძის მუზეუმის ეზოში იმართება, სადაც პრემიერ-მინისტრი, აღმასრულ...

დავით მათიკაშვილი

1794148500

საზოგადოება

გენადი არველაძე: საქართველოსთვის CARTIF-ი მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, რადგან ხელს შეუწყობს ქვეყნის, როგორც რეგიონული სატრანზიტო და სავაჭრო ჰაბის პოზიციის გაძლიერებას

საქართველო, როგორც საერთაშორისო ვაჭრობასა და ეკონომიკურ თანამშრომლობაში აქტიურად ჩართული ქვეყანა, დაინტერესებულია პროგნოზირებადი სავაჭრო ურთიერთობებისა და გამჭვირვალე პროცედურების არსებობით, - განაცხა...

გენადი არველაძე

1794145684

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ილია ჭავჭავაძემ დაგვიტოვა ქართველთა უმთავრესი ანდერძი - „მამული, ენა, სარწმუნოება“, რაც არა მხოლოდ ჩვენი ეროვნული ცნობიერების საფუძველია, არამედ - მოქმედების გეგმა, რომელიც დღესაც აქტუალურია

„ჩვენი წარსული მდიდარია თვალსაჩინო საერო თუ სასულიერო მოღვაწეებით, თუმცა ილია ჭავჭავაძე იყო ერთადერთი, რომელსაც ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე, დამსახურებულად და დიდი სიყვარულით უწოდა „ერის მამა“, - ამ...

ირაკლი კობახიძე

1794142945

მსოფლიო

რეჯეფ თაიფ ერდოღანი აზერბაიჯანს ოფიციალური ვიზიტით ეწვია

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი 8 ნოემბერს აზერბაიჯანს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ფუზულის საერთაშორისო აეროპორტში თურქეთის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, სადაც საპატიო ყა...

რეჯეფ თაიფ ერდოღანი