"უკანასკნელი მკვლელობა ხუთი წლის წინ ნიუ იორკში ჩავიდინე" - რას წერს ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი, ფსიქო - ცენტრ "კამარას" დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე წერს:

"უკანასკნელი მკვლელობა ხუთი წლის წინ ნიუ იორკში ჩავიდინე, ავტობუსისხელა ტარაკანა მოვკალი, რომელმაც ჩემი ტერიტორიული მთლიანობა უხეშად დაარღვია.

ძრწოლამ რომ გადამიარა და დავხედე, უსულოდ როგორ ეგდო, დავიფიცე, რომ აღარასდროს ჩავიდენდი მკვლელობას, რასაც აქამდე პირნათლად ვასრულებდი.

ახლა კი რა ხდება - რამდენი დაადუღეს? ამდენი ათასი? - ცოტაა!!!

ცოტაა!!!! - განგაში მაქვს, მეცოტავება...

აი ესაა ომი და ვინც ნაზი ხმით გმობს ამ ბოროტებას, რომელიც გვასახიჩრებს მაშინაც, თუ მართლები ვართ, გვასახიჩრებს მაშინაც, თუ ცოცხლები გადავრჩებით, კაცობრიობის წინაშე ისეთივე დამნაშავეა, როგორიც პუტინი.

არა შუა საუკუნეებში, არამედ მეოცეში, გუშინ დავამარცხეთ ჰიტლერი და სრულიად ცოცხალ მეხსიერებაში გვაქვს, რა ფასი აქვს დუმილს, ბოროტების მორჩილებას და მით უმეტეს, მასთან კოლაბორაციას და მაინც, ცივილიზებულ ხალხებს შორის დღესაც უამრავია, ვინც დუმს და ელის საით გადაიხრება სასწორი", - წერს ნათია ფანჯიკიძე.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე ფართომასშტაბიან ომს ატარებს.

განახლებული სიახლეები უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე იხილეთ აქ

სხვა სიახლეები:

🔳 ბიძინა კულუმბეგოვი: მესამე მსოფლიო ომის შიშით, ამ შლეგს პუტინს მიუგდეს უკრაინელების და ჩვენი თავი

🔳 „პუტინს გამოქცეულ ადამიანებს თავშესაფარი არ მივცეთ და ლუკმა არ გავუყოთ?!...“ - ქართველი პროფესორი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792843347

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი ევრობიუროკრატებზე: გადახედონ აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის განცხადებებს ევროპის მიმართ, თავის თავს მიხედოს ამ ხალხმა

„გადახედონ ყველაზე სტრატეგიული ქვეყნის, აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის განცხადებებს ევროპის მიმართ. თავის თავს მიხედოს ამ ხალხმა, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გ...

გურამ მაჭარაშვილი

1792840742

ახალი ამბები

სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა

სურსათში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავების გამოვლენის მიზნით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით არსებული სხვადასხვა სარეალიზაციო ობიექტიდან სექტემბერში სუნელ...

სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა

1792838213

ახალი ამბები

პრემიერი: არავის აქვს უფლება, ჩაერიოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, რასაც ცდილობენ ეს კონკრეტული ადამიანები, ბიუროკრატები, ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა და პირდაპირ უპირისპირდება ტრადიციულ ევროპულ ღირებულებებს

„არავის აქვს უფლება, ჩაერიოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, რასაც ცდილობენ ეს კონკრეტული ადამიანები, ბიუროკრატები. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა და პირდაპირ უპირისპირდება ტრადიციულ ევროპულ ღირებ...

ირაკლი კობახიძე

1792837832

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: იმედი გვაქვს, რომ საქართველოსა და უნგრეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ორმხრივი ურთიერთობები

„იმედი გვაქვს, რომ საქართველოსა და უნგრეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ორმხრივი ურთიერთობები“, - ამის შესახებ საქართველოს პრე...

ირაკლი კობახიძე

1792835414

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: როდესაც აგენტურულ პარტიებს საქართველოს პოლიტიკური ველიდან პირდაპირ გაქრობის საფრთხე დაუდგათ, ევრობიუროკრატიამ აიმაღლა ხმა და მაქსიმალურად ცდილობს, ჩვენს ქვეყანაზე ზეწოლა მოახდინოს

„როდესაც აგენტურულ პარტიებს საქართველოს პოლიტიკური ველიდან პირდაპირ გაქრობის საფრთხე დაუდგათ, ევრობიუროკრატიამ აიმაღლა ხმა და მაქსიმალურად ცდილობს, ჩვენს ქვეყანაზე ზეწოლა მოახდინოს“, - განაცხადა პარლა...

 დავით მათიკაშვილი