"უქალბატონესო ნეკა, რატომ არ მომტყდა მარჯვენა ხელი, როდესაც ჯვრისწერის დროს თავზე გვირგვინი დაგადგი"

არქიმანდრიტი ანთიმოზ ივერიელი სოციალურ ქსელში ჩოგბურთელ ნიკოლო ბასილაშვილისა და მისი ყოფილი მეუღლის ნეკა დოროყაშვილის ოჯახურ კონფლიქტს ეხმაურება და წერს:
"მელაძის შოუ ნეკა დოროყაშვილის შესრულებით.
თურმე ნიკა ბასილაშვილს, სანამ ცოლად გაჰყვებოდა ნიკა ყველასათვის უცნობი მოყვარული ჩოგბურთელი იყო და მან გახადა ვარსკვლავი
ნეკაჯან, სანამ შენ გაგიცნობდა 19 წლის ნიკას რუსეთი სთავაზობდა მისი სახელით გამოსვლას, მოსკოვში სახლს და კარგ სავარჯიშო პირობებს მარია შარაპოვასთან ერთად
ნიკამ მოსკოვი და მარია შარაპოვა უარით გაისტუმრა.
ემირატებისგანაც ჰქონდა შეთავაზება, მილიონ დოლარს სთავაზობდნენ, მათი სახელით უნდა ეთამაშა ''მოყვარულ'' ჩოგბურთელს
ისინიც უარით გაიუსტუმრა და თბილისში, ავჭალაში ასვფალტზე აგრძელებდა ვარჯიშს, სადაც მისი მეტოქე ბეტონის კედელი იყო.
მაშინ ნიკა ჩემი სულიერი შვილი იყო და ამიტომ მახსოვს ყველაფერი დეტალებში.
უქალბატონესო თურმე უპატონოს, ღარიბს, ყველასათვის უცნობ ''მოყვარულ'' ჩოგბურთელს სიყვარულის გამო გაჰყევით ცოლად, თავი გადადეთ და ვარსკვლავად აქციეთ.
თურმე ბატონ ნოდარს შვილი არ გაუზრდია და ამერიკაში ჩოგბურთის აკადემიას შენ უხდიდი ფულს.
უქალბატონესო ნეკა!
ნოდარ ბასილაშვილის ოჯახი, მეუღლით და ორი შვილით ნიკოლოზით და თენგოთი, ერთი ჩვეულებრივი ქართული ოჯახია, სიყვარულით და თავისი მენტალიტეტით, როგორც ყველა ქართული ოჯახი.
მეცოდები ნეკა!
საშინელი შურისძიების ეშმაკით ხარ შეპყრობილი.
შენ რომ გისმენდი მელაძის შოუში, მეგონა საშინელებათა ფილმის სიუჟეტს ჰყვებოდი.
დედამთილი, ბატონი ნოდარი, ნიკა და თენგო თურმე შენი წამებით იყვნენ დაკავებულნი.
რატომ არ მომტყდა მარჯვენა ხელი, როდესაც ჯვრისწერის დროს თავზე გვირგვინი დაგადგი.
შურისძიების ეშმაკით ხარ შვილო შეპყრობილი.
შეინანე ნეკა!
დაგახრჩობს ეგ ეშმაკი და შენზე უბედური არავინ იქნება.
ჩემზე კარგად იცი, ნიკა ძალიან მგძნობიარეა, კარიერას უსპობ და იმ ავადსახენებელ სიტყვებს უსრულებ რომ დაჰპირდი: დედას .... შენი უსასტიკესი მტერი ვიქნები და არასდროს გაგახარებო!
ნეკა დღეს გიყურე.
როგორც მამა, როგორც ბერი.
გაკიცხვის მაგივრად საშინლად შემეცოდე.
აჯობე შენ თავს და მოიშორე შურისძიება.
შეინანე, ისევ შენი თავისთვის.
შვებას ვერსად იპოვი და მთელი ცხოვრება უბედური იქნები.
ჯერ კიდევ არ არის გვიან.
ლუკასთვის გააკეთე",- წერს ანთიმოზ ივერიელი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⬛ ღარიბაშვილი: შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროპულ მხარეს 10 მაისს გადაეცემა
⬛ "დრო მოვა და ჩვენ ისევ ერთად ვიქნებით! უფალი არ მიატოვებს მშობლებს!" - დედა თინათინ ჩხვიმიანი
1750012819
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე: გარედან მართული, დაფინანსებული ადამიანები პირდაპირ დებოშს ტეხენ და ამ ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ სასამართლოს სისტემის რეპუტაცია იყოს შელახული
გარედან მართული, დაფინანსებული ადამიანები პირდაპირ დებოშს ტეხენ, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ სასამართლო დარბაზებსა და შ...
1750010425
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: ტენდენცია შეიქმნა, როდესაც კონკრეტული ქვეყნების ელჩები თუ დიპლომატები, თავისი ნაბიჯებით, დუმილით რადიკალიზმის წახალისებით თვითონვე ახდენენ თავიანთი თავის დისკრედიტაციას მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის თვალში
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „იმედის კვირა“ უცხოური გრანტებით არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებასა და ამ თემაზე საელჩოების ნაწილის დ...
1750009048
მსოფლიოირანული მედია: ისრაელის თავდასხმების შედეგად 120-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
ირანში ისრაელის თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა დაასახელეს. მედიის ინფორმაციით, იერიშების დაწყებიდან დღემდე 128 ირანელი დაიღუპა, 900-მდე კი დაშავდა. BBC წერს, რომ ამ რიცხვის გადამოწმების საშუ...
1750006623
სპორტიეთერ ლიპარტელიანი პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, ვინც მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ეთერ ლიპარტელიანი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია. ქალთა შორის 57 კგ წონითი კატეგორიის ფინალში 25 წლის ძიუდოისტმა იაპონე...
1750001107
მსოფლიოუკრაინას კიდევ 1 200 დაღუპულის ცხედარი დაუბრუნდა
რუსეთმა უკრაინას კიდევ 1200 გარდაცვლილის, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეების ცხედრები დაუბრუნა. როგორც უკრაინის სამხედრო ტყვეებთან ქცევის საკითხების საკოორდინაციო შტაბში აცხადებენ, ცხედრებს იდენტიფიკ...