"ვანდალი ბებიათქვენია!" - ვის მიმართავს ნათია ფანჯიკიძე?
თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას მეუღლე ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე, ტვ პირველის სიუჟეტს პასუხობს და წერს:
“ვანდალი ბებიათქვენია!პოლიტიკიდან გასული ალასანიას “დროული” დაფინანსებული პოლიტიკური ანტიპიარი, გამართობდა კიდეც, რომ არა ვანდალიზმის დაბრალება. აშკარად არ უხდება ვანდალობა. რეალობა კი ასეთია: ფრანგული ჯგუფი, რომელმაც ზუბალაშვილების ქუჩაზე (ჟვანიას 10) შენობას თბილისის ომის ნატყვიარებიც კი შეუნარჩუნა, რადგან უდიდეს პატივს სცემენ ისტორიის ყოველგვარ კვალს, აშენებს ძალიან ცნობილი ფრანგული ბრენდის სასტუმროს ბათუმში. აქ ვაქვეყნებ ძეგლის მდგომარეობას, რა მდგომარეობაში იყო ძეგლი, როგორ იყო გამომპალი ინტერიერი და ფოტოებს, რომელშიც ჩანს, როგორი იქნება ძეგლი გარე ფასადის სრულყოფილი, უმაღლესი სტანდარტით რესტავრაციის და ინტერიერის და მშენებლობის შემდეგ. საეჭვოა მათი ფასეულობა, ვინც სწორედ ძეგლის გადარჩენის წინააღმდეგია და წინააღმდეგია, ძეგლის დასავლელი ინვესტორისგან “გადარჩენის”, რომელსაც, რომ არა სიძველეების სიყვარული, არანაირი პრობლემა არ ჰქონდა ბევრად იაფად ეყიდა მიწა და ბევრად იაფად და იოლი არქიტექტურული ამოცანების დაძლევით აეშენებინა თანამედროვე ნაგებობა,"-წერს, ნათია ფანჯიკიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵რას ამბობს გოგოს მეუღლე, რომელსაც ოპერაციის შემდეგ მაკრატელი ჩაუტოვეს
1776423001
ახალი ამბებილევან მახაშვილი ოპოზიციაზე: იცვლებიან ტრენერები, იცვლებიან ფონდები, რომლებიც აფინანსებენ, იცვლებიან ტრენინგის მონაწილეები, როგორ ჩანს, მაგრამ აზრი და მიზანი ერთი რჩება - ისევ რევოლუციური სცენარით ძალაუფლების ხელში ჩაგდება
„იცვლებიან ტრენერები, იცვლებიან ფონდები, რომლებიც აფინანსებენ, იცვლებიან ტრენინგის მონაწილეები, როგორ ჩანს, მაგრამ აზრი და მიზანი ერთი რჩება - ისევ რევოლუციური სცენარით ძალაუფლების ხელში ჩაგდება“, - გ...
1776422362
ახალი ამბებინიკოლოზ სამხარაძე: თითქმის ნახევარი მსოფლიო ცეცხლის ალში გახვეული, საქართველოში კი მშვიდობაა, ეს იმ ბრძნული პოლიტიკის დამსახურებაა, რომელსაც რეგიონის ქვეყნები ერთიანად აწარმოებენ
ჩვენს ირგვლივ თითქმის ნახევარი მსოფლიო ცეცხლის ალშია გახვეული და საქართველოში მშვიდობაა. ეს იმ ბრძნული პოლიტიკის დამსახურებაა, რომელსაც საქართველო-სომხეთი-აზერბაიჯანი და თურქეთი ერთობლივად ვაწარმოებთ,...
1776422281
ახალი ამბებისაქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩს ბაჰრეინის წინააღმდეგ გამართავს
საქართველოს ეროვნული ნაკრები ზაფხულის სანაკრებო პაუზის მეორე შეხვედრას ბაჰრეინის წინააღმდეგ გამართავს. საერთაშორისო ამხანაგური მატჩი 5 ივნისს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. ბ...
1776421864
ახალი ამბებიეთერ ლიპარტელიანი ოქროსთვის იჭიდავებს
თბილისში მიმდინარე ძიუდოს ევროპის პირველობაზე ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) ფინალშია. მოქმედმა მსოფლიოს ჩემპიონმა ნახევარფინალში სერბ მარიცა პერიშიჩს დამატებით დროში სუფთა გდებით მოუგო. ეთერ ლიპარტელიანი...
1776421188
ახალი ამბებიროგორი ამინდია უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელი?
გარემოს ეროვნული სააგენტო 18-20 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 18 აპრილს საქართველოში შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამი...



























