"ვნახე ყოფილი პრეზიდენტის ფოტო. ვნახე და ძალიან მეტკინა" - პეტრე კოლხი

მამა, პეტრე კოლხი (კვარაცხელია) ფეისბუკის საკუთარ გვერდზე მიხეილ სააკაშვილის შესახებ წერს:
“ვნახე ყოფილი პრეზიდენტის ფოტო. ვნახე და ძალიან მეტკინა. ისე, რაც ხდება, ყველა მოვლენას თავის ახსნა აქვს… არაფერი თავისით, შემთხვევით არ ხდება. მისი პრეზიდენტობის პერიოდში ბევრი გამწარდა, ბევრი გახდა უსამართლობის მსხვერპლი… ადამიანებს კლავდნენ და ასახიჩრებდნენ…
ჩვენ ამას ვგმობდით, ჩვენ ამის გამო უარი ვთქვით მასზე და ასე სამწუხაროდ დასრულდა მისი ეპოპეაც, მაგრამ რაც მასთან მიმართებაში დავიწუნეთ, რა ბოროტებას, ძალადობას და აგრესიას გავემიჯნეთ, სინამდვილეში გაორმაგებულად ჩვენში აღმოჩნდა.
სინამდვილეში უარესი ვყოფილვართ და ბევრს მისგან განსხვავებით ძალა-უფლება არ გააჩნია, თორემ ახლა უკვე მართლა მჯერა, რომ უარესს ჩაიდენდა…
განსაკუთრებით შემზარავია იმ ადამიანების ყურება, ვისაც ფოტოები ხატების ფონზე აქვს გადაღებული, ვინც უცხიმო მარხვას იცავს და მეტანიებით მუხლებს იტყავებს… სინამდვილეში ყველაზე სასტიკი და დაუნდობლები, ასეთი ფარისევლები აღმოჩნდნენ…
როდის მერე გახდა შურისძიება ქრისტიანული სათნოება?! როდის მერე აკურთხეს ,,სამარხვო კერძებად” ცინიზმი და სარკაზმი?! აი, სწორედ ამიტომ ღმერთს არ ესმის ასეთი ლოცვები, სინამდვილეში ბოდვები…
ჯვარცმული ქრისტე საკუთარ თავზე მეტად მათზე წუხდა, ვისაც სხვისი ჯვარცმა შეეძლო…
მიხეილ სააკაშვილი ხორცი არ არის სამარხვო და შობის მარხვაში ნუ შეჭამთ!..“ - წერს პეტრე კოლხი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵რა უნდა გვედოს საახალწლო სუფრაზე ფინანსური კეთილდღეობისთვის და რა უნდა დავდგათ ჩიჩილაკთან ერთად
1754032012
ახალი ამბებიგანსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე 2 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძ...
1754030680
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისში მომხდარი ქურდობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 1 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამ...
1754029335
ახალი ამბებისაბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას
„საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას,“ - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. „ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურ...
1754027547
ახალი ამბებიშსს - 2025 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში რეგისტრირებული დანაშაულის მაჩვენებელი შემცირებულია
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე, https://info.police.ge/ 2025 წლის პირველ ექვს თვეში ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკური მონაცემები გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც...
1754026173
ახალი ამბებისტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის კმ1...