რა უნდა გვედოს საახალწლო სუფრაზე ფინანსური კეთილდღეობისთვის და რა უნდა დავდგათ ჩიჩილაკთან ერთად

2023 კატა-კურდღლის (ჩინეთში კურდღელი, აღმოსავლეთში კატა) წელია. ასტროლოგებმა ფერთა გამა უკვე "გაამზადეს", თუ რა ფერში უნდა მოვრთოთ ნაძვი, რა ფერში უნდა შევიმოსოთ ახალი წლის ღამეს, რა უნდა გვედოს სუფრაზე და შემდეგ.

მიხეილ ცაგარელი მომავალ წელს, დემოგრაფიული პრობლემის მოსაგვარებლად, ხელსაყრელ პერიოდად მიიჩნევს და თანამემამულეთ გამრავლებისკენ მოუწოდებს.

მიხეილ ცაგარელი: საახალწლო სუფრაზე უნდა იყოს აბსოლუტურად ყველაფერი კურდღლის ხორცის გარდა. დანარჩენი რაც გნებავთ - მამაპაპური კერძები იქნება, თუ ეგზოტიკური, ყველაფერი ნებადართულია...

კატა-კურდღლის წელში ძირითადი ფერი ლურჯია. ნაძვი შეგიძლიათ ძირითადად ამ ფერში მორთოთ. ფერთა გამა ფართეა - შავი, თეთრი, ყვითელი, ბეჟი, ოქროსფერი, მწვანე. მცირეოდენ აქსესუარებში, დამხმარე ფერად წითელი შეგიძლიათ გამოიყენოთ. წითლიდან ენერგია მოდის. 2023-ში ენერგიის ნაკლებობაა და მცირე დოზით წითლის გამოყენება, შეგვიძლია.

კარგი იქნება თუ ნაძვის გვერდით დადგამთ ჩიჩილაკს და მანდარინის ხეს ან მის ტოტს. მანდარინის ხე აღმოსავლეთში ნაძვის ხედ ითვლება. ეს არის ხვავისა და ბარაქის აღმოსავლური ვარიაცია.

ახალი წლის ღამეს დაანთეთ შვიდი სანთელი. თუ სანთლები ზემოთ ჩამოთვლილ ფერებში იქნება, ხომ კარგი. მადლობა გადაუხადეთ წინა წელს. როდესაც დადგება ახალი წელი, ჩაუთქვით სურვილი თითოეულ სანთელს.

2023 წელს წყლის სტიქია მართავს. წყალი ფინანსების სტიქიაა. შეგიძლიათ საახალწლო სუფრაზე დადგათ კატის ან კურდღლის ფორმის ყულაბა. სამი ორ ლარიანი და ერთი ლარიანი მოიმარაგეთ და ყოველ ჩაგდებაზე ჩაუთქვით ფინანსური სურვილი. ამ ფულის გამოყენება 22 იანვრის შემდეგ შეგიძლიათ. რეალურად, ამ რიცხვიდან შემოდის კატა-კურდღლის წელი.

ძირითადად, მშვიდი წელი იქნება. ვეფხვის წელიწადი ყოველთვის მძიმე და საომარია. კატა-კურდღელი ამოსუნთქვის და დასვენების საშუალებას გვაძლევს. შემდეგ დრაკონი მოდის, რომელიც არანაკლებ შემტევია, ვიდრე ვეფხვი. 2023 ამოსუნთქვის, ტაიმ აუტის პერიოდია.

ომი გაგრძელდება, მაგრამ ომის ფორმა ტრანსფორმირდება და მაისისკენ დიპლომატიური გზით მოგვარების შესაძლებლობები იქნება გამოყენებული. ზამთარი ბევრ საკითხს გადაწყვეტს.

ეს წელი, საქართველოსთვის, დემოგრაფიული კუთხით მნიშვნელოვანია. ჩვენი ქვეყანა ამ მხრივ კატასტროფის წინაშე დგას. გაეროს ოფიციალური ცნობით, 30 წლის შემდეგ ქართველები, იმ გამრავლების ტემპით, რაც დღეს გვაქვს, საქართველოში უმცირესობა გახდება.

კატა და კურდღელი როგორც მრავლდება, ყველამ ვიცით. ამიტომ საუკეთესო წელია გამრავლებისთვის, ოჯახის შექმნისთვის, სასიყვარულო ურთიერთობისთვის.

კატა ინტუიციური ნიშანია. ადამიანებში ინტუიცია მოიმატებს,  მოიმატებს დიპლომატიურობა, თავისუფლების შეგრძნება და დამოუკიდებლად მოქმედების პრინციპები.

მოკლედ, ჩვენ თუ არ გავმრავლდით, დედა გვეტირება! ასე პირდაპირ ვიტყვი. საგანგაშო ფაქტია, რომ წელს პირველი წელიწადია (ოქტომბრის სტატისტიკის ჩათვლით), როდესაც საქართველოში ქართული ეთნოსი დაიბადა ნაკლები, ვიდრე სხვა აქ მცხოვრები. ასეთი რამ აქ არ ყოფილა. ასე, რომ გამოვიყენოთ კატა-კურდღლის წელი.

წყარო: პრაიმტაიმი

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 რა გელოდება დღეს? - 22 დეკემბრის ჰოროსკოპი, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

🔵 ადვოკატი: მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში ცუდად გახდა და ამ ეტაპზე სასამართლოში ჩართვაზე უარს აცხადებს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1754065562

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩსა და „აბუ-დაბი პორტს გრუფის“ რეგიონულ აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

 ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს აჰმედ ალნუაიმის და „აბუ-დაბი პორტს გრუფის“ რეგიონულ გენერალურ დირექტორს აბდულაზიზალშამსის შეხვდა....

მარიამ ქვრივიშვილი

1754063525

საზოგადოება

სოსო მანჯავიძე: „ნეტგაზეთი“ არის სოროსისტული გამოცემა, მზია ამაღლობელი არის ვეტერანი სოროსელი, მათი ამოცანაა სახელმწიფო სისტემების მოშლა. ამაღლობელის მიერ სახელმწიფო დაუსჯელად უნდა დამცირდეს, ის ისე უნდა გათავისუფლდეს, რომ ბოდიში არ მოიხადოს

 „მზია ამაღლობელის საქმე ნათლად აჩვენებს ჩვენი საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილის სამართლებრივ სიბრმავეს. მთელმა საქართველომ ნახა, როგორ გაარტყა ხელი ამ ქალმა ბათუმის პოლიციის უფროსს. შემდეგ თქვა, რომ...

სოსო მანჯავიძე

1754059100

საზოგადოება

ნინო წილოსანი ვიზალიბერალიზაციაზე: დავამტკიცეთ, რომ ქართველი ხალხის ნების გარდა ვერაფერი შეცვლის ხელისუფლებას. ახლა შანტაჟის გზით, ქართველი ხალხის ნებაზე ევროპაში თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვით უნდათ იმოქმედონ

რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციით მუქარას, დავამტკიცეთ, რომ ქართველი ხალხის ნების გარდა ვერაფერი ვერ შეცვლის ხელისუფლებას. ახლა შანტაჟის გზით, ქართველი ხალხის ნებაზე ევროპაში თავისუფალი გადაადგილების შეზ...

ნინო წილოსანი

1754059047

საზოგადოება

მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: არც თავის დაზღვევაა და არც არაფერში ჯდება, როდესაც ლაპარაკობ მშვიდობიან დამხობაზე, მშვიდობიან მკვლელობაზე, ხალხის მშვიდობიან ამოხოცვაზე და ეს სიტყვა ამ კონტექსტს არ აზღვევს

არც თავის დაზღვევაა და არც არაფერში ჯდება, როდესაც ლაპარაკობ მშვიდობიან დამხობაზე, მშვიდობიან მეკვლელობაზე, ხალხის მშვიდობიან ამოხოცვაზე და ეს სიტყვა ამ კონტექსტს არ აზღვევს, - განაცხადა საპარლამენტო...

მამუკა მდინარაძე

1754058318

საზოგადოება

ნინო წილოსანი: როდესაც შენ გყავს და შეგიძლია მერად აირჩიო კახა კალაძე, როდესაც გინახავს კახი კალაძის მერობა და მისი გაკეთებული საქმეები, არც უნდა იფიქრო სხვა კანდიდატზე

„ქართული ოცნება“ 64-ვე მუნიციპალიტეტში უალტერნატივო არის. ის კანდიდატები, მერობის თუ საკრებულოს შემადგენლობის, რასაც ჩვენ წარვადგენთ იქნება საუკეთესო შემადგენლობა. ასეთივე უალტერნატივო იყო კახა კალაძე...

ნინო წილოსანი