"ყოველთვის იქნება ბერბიჭაშვილი, ორჯონიკიძე, იოსელიანი, ალტ ინფო და ასე შემდეგ,   მათი სახელი და საქმე გაქრება, როგორც ფერფლი და სიბნელეს მიეცემა" - უტა ბექაია

მულტიმედია არტისტი უტა ბექაია სოციალურ ქსელში წერს: 

"ვცდილობ რომ "აპოლიტიკური" ვიყო…

უკვე 30 ზე მეტი წელი გავიდა 9 აპრილის ღამიდან. 

მაშინ პატარა ვიყავი, უდარდელი ბავშვობიდან ამ ორმა სიტყვამ გამომიყვანა, მახსოვს:
“ ომი დაიწყო “თქვა გაფითრებულმა  მამამ,  სანაპიროს ტრასაზე  გადაჭიმულ უამრავი რუსული ტანკების დანახვისას. 

არასდროს არ მავიწყდება ეს ფრაზა.
მახსოვს როგორ შემეშინდა, 
ასევე მახსოვს როგორ მივხდი პირველად ; 

თავისუფლება ის საჩუქარია, რომელიც  მსხვერპლით და თავდადების ფასად იღებ. 

ეს არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ პირად თავისუფლებასაც ეხება. 

მახსოვს, ეს დრო იყო როცა გავაცნობიერე ის ჩუმი ჩურჩულები სახლში,  რომლებიც ოჯახის თაობების რეპრესიებზე ჰყვებოდა; 

დახვრეტა, გადასახლება, შიში და ტკივილი.

მახსოვს  ჩემი მშობლების იმედიანი თვალები როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

ის ბედნიერების გრძნობა, რომ  თავისუფალი მომავლის ალტერნატივა არსებობს. 

ის სევდაც და უიმედობაც  მახსოვს ჩემი მშობლების თვალებში, როდესაც ქალაქში სამამულო ომი დაიწყო. 

როდესაც ეგრეთ წოდებული “ელიტა” “ ზვიადისტებს” ნიშნის მოგებით უყურებდა, თითქოს საბჭოთა პიედესტალიდან,

როდესაც “ზვიადისტებს” “ მხედრიონელი ორკები პროტესტისას ავტომატის ჯერს აცლიდნენ ქუჩაში. 
 
მახსოვს ჩემი მამიდის მთელი ოჯახი, რომელიც გაგრიდან სასწაულით გადარჩენილები ჩამოვიდნენ თბილისში, არაფრით. 

მახსოვს იგივე “ელიტა" როგორ ეძახდა მათ “ლტოლვილებს” თითქოს  ნიშნის მოგებით, საბჭოთა პიედესტალიდან.
მახსოვს ჩემი მშობლების გამხნევებული ხმა, როდესაც ვარდების რევოლუცია მოხდა.

ამ დროს უკვე არ ვიყავი საქართველოში, მაგრამ მახსოვს როგორ ვამაყობდი ჩვენი ქვეყნის პროგრესით. 

მახსოვს 10 წლის შემდეგ  პირველად ჩამოსულს, როგორ დაიწყო ომი სამაჩაბლოში. და როგორ წარმოვიდგენდი ჩემ მშობლებს ისე, როგორც ახლა ხალხი ბუჩაშია ნაწამები, ეს შემზარავი გრძნობა არასდროს მავიწყდება. 

შორიდან მახსოვს ცოცხებით შეძრწუნებული ხალხის აღშფოთება, 

ასევე მახსოვს ოცნების გამარჯვების მერე დღეს როგორი შარდის სუნი დამხვდა სადარბაზოში.

ჩვენ ქვეყანას ყოველთვის ჰყავდა  გამყიდველები, 
ისინი მოვლენ და წავლენ.

ყოველთვის იქნება ბერბიჭაშვილი, ორჯონიკიძე, იოსელიანი, ალტ ინფო და ასე შემდეგ,  
მათი სახელი და საქმე გაქრება, როგორც ფერფლი და სიბნელეს მიეცემა.

ყველა გასაჭირი , უბედურება და თუნდაც ეს ხალხი, ყოველთვის კავშირშია ბოროტების იმპერიასთან. 

იმპერიასთან რომელიც მე და ჩემი მოდგმის სამი თაობა აწამა, გააუბედურა და მუდმივად ცდილობს გატეხოს. 

ეს ბოროტების იმპერია რუსეთია.

მაგრამ მაინც არსებობს იმედი, და ეს 1872 წელს  ილიას დაწერილი ლექსი, ისევ აქტუალურია და ძალით არის სავსე, როგორიც იყო.

“ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია!..
აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია,
თუმცა ძველნი დაგშორდნენ, ახალნი ხომ შენია...
მათ ახალთ აღგიდგინონ შენ დიდების დღენია”,- წერს ბექაია.

ასევე დაგაინტერესებთ:

⬛ „ჯოჯოხეთი გამოიარა მაგრამ მაინც მედგრად დგას“ - რას წერს ვანო ნადირაძე უკრაინაში მებრძოლ ქართველი გოგოზე?

⬛  ევაკუაციის დროს, რკინიგზის სადგურზე განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაშავდა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791395941

საქართველო

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ კონსენსუსით მიიღო

2026 წლის 7 ოქტომბერს ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღო, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ადამიანის უფლებების მდგომარეობას შე...

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო

1791394229

საზოგადოება

თორნიკე მოლაშვილი სააკაშვილზე: დაიმსახურა ისეთი მოპყრობა ციხეში, როგორც სულხან მოლაშვილს ეპყრობოდნენ მისი დავალებით, როგორც, ზოგადად, მისი ჯალათები ექცეოდნენ პატიმრებს, მაგრამ ზის კომფორტულად ციხეში და გვლანძღავს, გვაგინებს და გვემუქრება

თორნიკე მოლაშვილი სააკაშვილს პასუხობს. სულხან მოლაშვილის ძმის თორნიკე მოლაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ციხეში იმ მოპყრობას იმსახურებს, რაც პატიმრებს მისი მმართველობისას ხვდებოდათ. მოლაშვილი ს...

თორნიკე მოლაშვ

1791391980

სპორტი

„პირველ რიგში, მადლობელი ვარ ღმერთის, ასევე იმ ხალხის, ვინც ეს სამი თვე გვერდში მედგა“ - ტატო გრიგალაშვილი

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. 26 წლის ქართველმა ფინალში მასპინძელი ზელიმ ცკაევი დამატებით დროში დაამარცხა. შეჯიბრე...

ტატო გრიგალაშვილი

1791390605

საზოგადოება

პრეზიდენტი: ერეკლე მეფის ცხოვრება გვახსენებს, ქვეყნის სამსახურში ყოფნა გამბედაობასთან ერთად მოითხოვს ქვეყნის გარშემო შექმნილი გეოპოლიტიკური მოცემულობების გააზრებას, ყველაზე რთულ ვითარებაში ეროვნული ინტერესების უზენაესობის დაცვას

მეფე ერეკლე II საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული სახელმწიფო მოღვაწეა, რომლის სახელიც ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლას, სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვასა და სამშობლოს წინაშე უზენაეს პას...

მიხეილ ყაველაშვილი

1791388697

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: არაკეთილმოსურნეები ცდილობენ, გადააფასონ და ეჭვქვეშ დააყენონ ერეკლე მეორის ღვაწლი. ის, რომ საქართველო არის თავისუფალი, სუვერენული, ევროპული ყაიდის ქრისტიანული სახელმწიფო, არის მკაფიო პასუხი ყველასთვის, ვინც ისტორიას სწორად ვერ აფასებს

ერეკლეს ეპოქა იყო ურთულესი ბრძოლა ქართველი ხალხის ფიზიკური და სულიერი გადარჩენისთვის, მამულის, ენისა და სარწმუნოების შენარჩუნებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ერ...

ირაკლი კობახიძე