"ზელენსკი რაკი ებრაელია, დაგეგმილი აქვს პეჩორის ლავრის აფეთქება, რასაც რუსები არაფრის დიდებით არ დაუშვებენ" - რას წერს გურამ მეგრელიშვილი

მწერალი გურამ მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

"ეს დღეებია რუსულ არხებს ვუყურებ ევროპულის პარალელურად, ჰოდა რაც გავიგე, გიზიარებთ:

1: ფაშისტური უკრაინა ვერაგულად დაესხა თავს რუსეთს.

2: უკრაინის მოსახლეობის დიდი ნაწილი პრო-რუსულია, რომელთაც, როგორც თავის დროზე ნაცისტები ებრაელებს, მცირერიცხოვანი ლიბერალი ფაშისტები ჩაგრავენ. არ აჭმევენ, აშინებენ, აუპატიურებენ და კლავენ.

3: სწორედ მათ დასაცავად(აც) პუტინმა უკრაინას ჯარი დაახვედრა.

4: რუსის ჯარი შედის ქალაქებში (ნახევარი უკრაინა დაიკავა), მოხუცებს გზაზე გადასვლაში ეხმარება, დაჭრილებს მკურნალობს, მიცვალებულთა სულებისთვის ლოცულობს, დანგრეულ შენობებს აღადგენს და სანტექნიკასაც კი შეუკეთებს ხოლმე რომელიმე "ხახოლს".

5: უკრაინა საკუთარ ქალაქებს ბომბავს, რომ რუსებს დააბრალოს. ისინი მოსახლეობას იყენებენ ფარად, ამიტომ რუსი ტყვიის ნაცვლად შიშველი ხელით ცდილობს ხალხის გადარჩენას.

 6: უკრაინის მხარეს მტერი, ლიბერალი და აბსულუტური უმრავლესობის ჰომოსექსუალისტი იბრძვის.

7: ზელენსკი რაკი ებრაელია, დაგეგმილი აქვს პეჩორის ლავრის აფეთქება, რასაც რუსები არაფრის დიდებით არ დაუშვებენ.

8: უკრაინის დასავლეთში ამერიკისა და ევროპის ჯარების მობილიზება შეინიშნება, ისინი ციმბირამდე აპირებენ შეჭრას, ამიტომ თავმოყვარე რუსმა თავი უნდა დაიცვას.

9: კუანა ჯოს რუსის ეშინია. მთელ მსოფლიოს ეშინია, მაგრამ როგორც ლომს აფთრები, გარს შემოეხვივნენ.

10: რაკი რუსეთს უფრო გრძელი ატომი აქვს, ვიდრე სხვებს, ეკონომიკურ ზეწოლას მიმართეს და სურთ, რომ პენსია და ხელფასი აღარ გაიცეს.

11: ამ ზეწოლის შედეგად, მსოფლიოში პურის ფქვილი გათავდა, მანქანები ვეღარ მოძრაობენ და ეს იმ პირობაში, რომ რუსეთს ჯერ თავის სანქციები არ აუმოქმედებია, რადგან ქრისტიანები არიან.

12: ქრისტიანობის გახსენებაზე, თუ რუსეთი შეირყა, მსოფლიოში ანტიქრისტე გაბატონდება.

13: უკრაინელი დედები (ვისი შვილებიც შეაცდინეს) რეკავენ მოსკოვში და ითხოვენ მათი შვილებისა და ოჯახების გადარჩენას (ინტერვიუები უკრაინელ ქალებთან)

14: ცოტა ხანში, მსოფლიო აქეთ შეეხვეწება რუსეთს გახსნას მათთვის ბაზარი, რადგან კომპანიები გაკოტრდებიან.

15: ქვეყანაში ბევრი ჩანერგილი ლიბერალი მტრის აგენტია. დროა მათი გამოაშკარავება და სამაგალითოდ დასჯა.

16: პუტინის წინააღმდეგ გამომსვლელებს უნდა მიესაჯოთ 12-15 წელი.

17: გენერალი სუხოვეცკი უკრაინელ ბავშვს გადაეფარა, როცა დუშმანი, ანუ ისევ უკრაინელი უპირებდა მოკვლას და ვიდეოს გავრცელებას ინტერნეტში.

18: ქვეყანა უნდა დაფიქრდეს სიკვდილით დასჯის აღდგენაზე, რათა გაიწმინდოს თავი და იხსნას მსოფლიო.

 19: არ იქნება პუტინი, არ იქნება რუსეთი.

რუსეთში 145 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

გაითვალისწინეთ, რომ მეექვსედს მაინც არათუ ინტერნეტი, ტელევიზორიც არ აქვს და ინფორმაციას სხვისი მოყოლილიდან იგებს სოფლის ბირჟაზე",- წერს მეგრელიშვილი.

სხვა სიახლეები:

📍8 მარტიდან რუსული ავიაკომპანია "აეროფლოტი" საერთაშორისო ფრენებს აჩერებს

📍რუსული მხარე არ იცავს "დუმილის რეჟიმს" და განაგრძობს მარიუპოლის დაბომბვას - ევაკუაცია გადაიდო

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792857325

ახალი ამბები

გიორგი სოსიაშვილი აზიის მეცნიერებათა აკადემიის სრულუფლებიანი წევრი, აკადემიკოსი გახდა

 საქართველოს პარლამენტის წევრს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს გიორგი სოსიაშვილს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ქალაქ სანიაში, აზიის მეცნიერებათა აკადემიის ა...

გიორგი სოსიაშვილი აზიის მეცნიერებათა აკადემიის სრულუფლებიანი წევრი, აკადემიკოსი გახდა

1792851878

სპორტი

დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილი ანჟეს გრან-პრის ვერცხლის მედლის მფლობელი

 დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილი ანჟეს გრან-პრის ვერხლის მედლის მფლობელია. ქართულმა წყვილმა რიტმულ ცეკვაში 77,90 ქულა დააგროვა, თავისუფალ ცეკვაში - 116,03, ორი პროგრამის ჯამში კი 193,93 ქულა მ...

დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილი ანჟეს გრან-პრის ვერცხლის მედლის მფლობელი

1792848889

ახალი ამბები

სამების ტაძარში გიორგი ნემსაძის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა

სამების საკათედრო ტაძარში გიორგი ნემსაძის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. მის ხსოვნას პატივი მიაგეს პრეზიდენტმა, დედაქალაქის მერმა, სპორტის მინისტრმა, მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებმა, ვეტერანმა ფეხბუ...

 გიორგი ნემსაძის სამოქალაქო პანაშვიდი

1792845967

სპორტი

ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ყაზახეთში, ალმათიში მიმდინარე ATP-ს 250-ქულიანი ტურნირის 1/2-ფინალში ბერძენი სტეფანოს ციციპასი სამ სეტში – 6:4, 6:7, 6:3 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა. პირველ სეტში ბასილაშ...

ნიკოლოზ ბასილაშვილი

1792843347

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი ევრობიუროკრატებზე: გადახედონ აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის განცხადებებს ევროპის მიმართ, თავის თავს მიხედოს ამ ხალხმა

„გადახედონ ყველაზე სტრატეგიული ქვეყნის, აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის განცხადებებს ევროპის მიმართ. თავის თავს მიხედოს ამ ხალხმა, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გ...

გურამ მაჭარაშვილი