ილია სულამანიძე ბაქოს გრან სლემის გამარჯვებულია

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში დასრულდა ჰეიდარ ალიევის სახელობის გრან სლემი ძიუდოში. საქართვთლოს ნაკრების წევრებმა 1 ოქროს და 2 ვერცხლის მოპოვება შეძლეს, ჩემპიონი გახდა ილია სულამანიძე(100კგ), ხოლო გურამ თუშიშვილმა(+100კგ) და ეთერ ლიპარტელიანმა(57კგ) ვერცხლის მედლები დაისაკუთრეს.ა
ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ვერცხლის და მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი სულამანიძე ასპარეზობას მეორე წრიდან შეუდგა. დაამარცხა ნეიტრალური ქვეყნის წარმომადგენელი, ბრიტანელი, ხორვატი და ფრანგი მეტოქეები, ოქროს მედლისთვის შეხვედრაში კი ვაზარით მოუგო ნეიტრალური ქვეყნის წარმომადგენელ მატვეი კანიკოვსკის და კვარცხლბეკის პირველ საფეხურზე ავიდა.
ოქროს მედლამდე ნაბიჯი დააკლდა მძიმე წონაში ოლიმპიური თამაშების ვერცხლის და მსოფლიო ჩემპიონატების ოქროს და ბრინჯაოს, ასევე ევროპის ჩემპიონატების ოქროს, 3 ბრინჯაოს და ევროპული თამაშების ოქროს მედალოსან გურამ თუშიშვილს. მომავალი ფინალისტი შეჯიბრში მეორე წრიდან ჩაება. მოუგო ტაჯიკ, ნეიტრალური ქვეყნის წარმომადგენელ და ყაზახ მეტოქეებს, მაგრამ გადამწყვეტ შეხვედრაში იპონით დამარცხდა ნეიტრალური ქვეყნის წარმომადგენელ მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ინალ ტასოევთან.
მხოლოდ ფინალში დამარცხდა ეთერ ლიპარტელიანი ოლიმპიურ ჩემპიონ ნორა გიაკოვასთან, მანამდე კი ბრაზილიელ, ფრანგ და პორტუგალიელ მეტოქეებს იოლად მოუგო.
საქართველოს ნაკრებმა ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა, ასევე მეორე ადგილი ერგო ქალთა და კაცთა საერთო გუნდურ ჩათვლაში.
1746732791
საზოგადოებაკახა კალაძე თვითმმართველობის არჩევნებზე: ყველა მუნიციპალიტეტში წარმატებას მივაღწევთ, რადგან დღეს ქვეყანაში ერთადერთი პატრიოტი ძალა, ვინც ემსახურება ქართველ ხალხს და ატარებს ქართველი ხალხის ინტერესს, ეს არის „ქართული ოცნება“
თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება დაწყებული გვაქვს. ჩვენთვის ეს არჩევნები მნიშვნელოვანია, - განაცხადა თბილისის მერმა, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი...
1746732761
საზოგადოებაკახა კალაძე: წარმატებას ვუსურვებ მომავალში ჩვენს ხელბურთელთა ნაკრებს. წინ კიდევ ბევრი საინტერესო შეხვედრა გველოდება და გამარჯვებები მინდა ვუსურვო მათ
წარმატებას ვუსურვებ მომავალში ჩვენს ხელბურთელთა ნაკრებს. წინ კიდევ ბევრი საინტერესო შეხვედრა გველოდება და გამარჯვებები მინდა ვუსურვო მათ, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE...
1746732706
საზოგადოებაკახა კალაძე: ირაკლი კობახიძე არის ღირსეული ადამიანი და თავისი საქმის პროფესიონალი, ყველა მის წამოწყებაში წარმატებას ვუსურვებ
მინდა ირაკლი კობახიძე წარმატებები ვუსურვო, ის მართლაც ღირსეული ადამიანია. ირაკლი კობახიძე არის თავისი საქმის პროფესიონალი, კეთილსინდისიერი ადამიანი და ყველა მის წამოწყებაში წარმატებას ვუსურვებ, - განა...
1746731830
ახალი ამბებიქუთაისში, მდინარე რიონში 19 წლის გოგოს ეძებენ
ქუთაისში, მდინარე რიონში ახალგაზრდას ეძებენ. „ინფო იმერეთის” ინფორმაციით, 19 წლის გოგონა მდინარეში ე.წ. ბალახვანის ხიდიდან გადახტა. ადგილზე მობილიზებული საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშ...
1746729956
საზოგადოებასაპატრიარქო: შეშფოთებას გამოვხატავთ ერთ-ერთი თეატრის სცენაზე გამართულ ღვთის მგმობელ წარმოდგენასთან დაკავშირებით
„მოვუწოდებთ ყველას, პატივი სცეს და გაიაზროს პასუხისმგებლობა იმ სულიერი ფესვებისადმი, რომლებიც ადამიანის სულის განუყოფელი ნაწილია. თავის მხრივ, რა თქმა უნდა, საზოგადოების მოვალეობაა, მართებულად შეაფასო...