მერაბ დვალიშვილმა RAF-ის ტურნირზე მარლონ მორაესი დაამარცხა
მერაბ დვალიშვილმა აბუ დაბიში გამართულ Real American Freestyle-ის (RAF) ტურნირზე ბრაზილიელი მარლონ მორაესი დაამარცხა.
შეხვედრა თავისუფალი ჭიდაობის წესებით გაიმართა. დვალიშვილისთვის ეს RAF-ში მეოთხე გამოსვლა და მესამე გამარჯვება იყო.
ქართველი სპორტსმენი მორაესს მეორედ დაუპირისპირდა. მათი პირველი შეხვედრა 2021 წლის სექტემბერში, UFC 266-ზე შედგა, სადაც დვალიშვილმა ბრაზილიელი მეორე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ მერაბ დვალიშვილმა ტურნირზე მონაწილეობა აბუ დაბიში მომხდარი ინციდენტის მიუხედავად მიიღო. 11 ნოემბერს მას და მის მეგობარს, საბა ლაზიშვილს, სასტუმროში უსმან ნურმაგომედოვი და მისი გარემოცვის წევრები თავს დაესხნენ. მომხდარის შემდეგ ქართველი სპორტსმენები დააკავეს, თუმცა 13 ნოემბერს გაათავისუფლეს.
დვალიშვილს RAF-ის ეგიდით მანამდე ფრენკი ედგარი და ჰენრი სეხუდო ჰყავდა დამარცხებული. სეხუდოსთან განმეორებით შეხვედრაში კი მარცხი განიცადა.
1794662651
ახალი ამბებითელავში დედის დაჭრაში ბრალდებულ შვილს ბრალი წარედგინა
საქართველოს პროკურატურამ ქალაქ თელავში დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „საქართველოს შინაგან ს...
1794661737
ახალი ამბებიგივი მიქანაძე პეკინის ენის, განათლებისა და თანამშრომლობის ცენტრის დირექტორს შეხვდა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე პეკინის ენის, განათლებისა და თანამშრომლობის ცენტრის დირექტორ იუ იუნფენგს შეხვდა. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებ...
1794659174
ახალი ამბებიმტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, საგზაო-სარემონტო სამუშაოების გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების ექსპლუატაციის დეპარტამენტი, 15 ნოემბერს, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე პერიოდში, მთაწმინდის რაიონში საგზაო-სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს....
1794657757
ახალი ამბებიშიო მესამე: ჩვენ გვწამს, რომ წმინდა მოწამეების ლოცვით უფალმა შეგვიწყალა, მოგვიყვანა, მოგვიწოდა წმინდა ეკლესიაში სულის გადასარჩენად, საცხონებლად
ჩვენ გვწამს, რომ წმინდა მოწამეების ლოცვით უფალმა შეგვიწყალა, მოგვიყვანა, მოგვიწოდა წმინდა ეკლესიაში სულის გადასარჩენად, საცხონებლად... ჩვენი ვალია, შევძლოთ, ვიყოთ ღირსნი ამ დიდი მოწამეების ხსენებისა.....
1794656735
ახალი ამბებილაშა აბაშიძე: 18 კმ-იანი ახალი სარკინიგზო ხაზი იქნება სრულად ელექტრიფიცირებული, რომელიც რკინიგზის არსებულ მაგისტრალს ანაკლიის პორტთან დააკავშირებს - საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი
გამოცხადდა ტენდერი ანაკლიის სარკინიგზო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოების შესახებ, რომელიც გულისხმობს ახალი 18 კმ-იანი სარკინიგზო ხაზის მშენებლობას, - აცხადებს სს საქართველოს რკინიგზის გენერალური...































